კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკა არაბიძის ანეკდოტები #48


– რას შვრებით, როგორ ხართ? გავიგე, ძალიან ცელქი ბავშვები გყოლიათ, წამით არ ისვენებენო..
–  ხო, გადავიღალეთ, აღარც ღამით გვძინავს და მთელი დღე ბავშვებს დავდევთ. ვერც გამოძინებას ვასწრებთ და ვეღარც საკუთარი თვისთვის გვრჩება დრო.
–  და, მაია როგორ არის?
–  მაია მე ვარ, გიორგი უფრო ცუდად გამოიყურება.
***
მიხო მივიდა სტომატოლოგთან და ეკითხება:
– ექიმო, კბილის ამოღება ანესთეზიით უფრო იაფია თუ ანესთეზიის გარეშე?
– რა თქმა უნდა, ანესთეზიის გარეშე.
– მაშინ, ამაიღეთ ანესთეზიის გარეშე.
– ძალიან მტკივნეული იქნება, წინასწარ გაფრთხილებთ.
– არა უშავს, – უთხრა მიხომ სტომატოლოგს და დერეფანში მაროს გასძახა:
– ქალო, შამაიყვანე დედაშენი, ექიმს უკვე მოველაპარაკე ფასზე.
***
კაცმა დანაშაული ჩაიდინა და სასამართლოზე, მოსამართლე ფიქრობს, რა სასჯელი მიუსაჯოს.
–  დავხვრიტოთ! – წამოიძახა მსაჯულმა.
–  ჩამოვახრჩოთ! – თქვა მეორემ.
–  დენით ვაწამოთ! – ყვირის მესამე.
– გურული ცოლი მოვაყვანინოთ! – დაიძახა მეოთხემ.
მოსამართლე წამოხტა ფეხზე:
– მოიცათ, კაცო, ისეთიც არაფერი ჩაუდენია, გურული ქალი რომ მოვაყვანინოთ ცოლად.
***
ბიჭს გოგო მოეწონა და უნდა, მისი პატიოსნობა დაადგინოს:
– მარი, შენ ბიჭებთან გახსნილი ურთიერთობა გაქვს თუ ჩაკეტილი?
– სკვაზნოი!
***
კახელი ქათამი ეუბნება გურულ ქათამს:
– შენ რა ქათამი ხარ? შენი მოცუცქნული კვერცხი 10 თეთრი ღირს, ჩემი – ოცი.
– იცი, რას გეტყვი, ნენა? რაცხა 10 თეთრის გულობიზა, ვერ გევიხევი მე ერთ ადგილზე!
***
სიტუაცია სამარშრუტო ტაქსიში, როცა ბავშვს ხელი აქვს ფანჯრიდან გადაყოფილი:
თბილისი – შემოყავი, ბავშვი, ხელი, რამე არ იტკინო.
თელავი – შემოწიე ხელი, შე შობელძაღლო, არ მაიტეხო.
ქუთაისი – შემოყავი, ბიძია, ხელი თორემ, ხვალ რა ჩემ ფეხებს გადაყოფ, დევინახავ ერთი.
***
ქალის ოცნება ასაკის მატებასთან ერთად:
16 წლის – პრინცი თეთრ რაშზე ამხედრებული.
20 წლის – პრინცი რაშზე ამხედრებული, ცხენის ფერს მნიშვნელობა არ აქვს.
25 წლის – პრინცი ვირზე.
30 წლის – პრინცი ფეხით მოსიარულე.
35 წლის – პრინცი მეჯინიბე.
40 წლის – ნებისმიერი მეჯინიბე.
***
– როგორ ხარ?
–  ცუდად.
–  რატომ?
–  ძმაკაცს ხუთი ათასი დოლარი ვასესხე პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად და ახლა ვეღარ ვცნობ.
***
– ძვირფასო, ვახშმად რა გვაქვს?
– არაფერი.
– გუშინაც არაფერი გვქონდა.
– ხო, ორი დღით მოვამზადე.

скачать dle 11.3