ბრძნული აზრები #48
ბრეხტი: ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უწვდის ვინმე ხელს, დასაცემად გამზადებულს კი ბევრი ჰკრავს ხოლმე.
ლაროშფუკო: ყველას აპატიო, არაფრით უკეთესი არ არის იმაზე, არავის აპატიო.
სენეკა: კანონი მოკლე უნდა იყოს, რათა უმეცარმა შეძლოს მისი დამახსოვრება.
რაბლე: თუ არ გინდა ბრიყვის დანახვა, პირველ ყოვლისა, გატეხე სარკე.
ვოლტერი: ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო, ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას.
კლენაფი: ყველა, ვინც იცინის, მხიარული არ არის.
პუბლიუსი: ლამაზი გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციაა.
ბელინსკი: ვინც წინ არ მიდის, ესე იგი უკან მიჰყვება. ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.
ჟან პოლი: სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.
პუანკარე: თავისუფლად მოაზროვნე – უბრალოდ, მართლა მოაზროვნეა.
კონფუცი: არ იცვლებიან მხოლოდ ყველაზე ბრძენები და ყველაზე ბრიყვები.
ჰეგელი: არაფერი დიდებული ვნების გარეშე არ ხდება.
ფრანკლინი: არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა.
პუბლიციუსი: ის, ვინც ერთ ადამიანს აყენებს ზიანს, ბევრს ემუქრება.
არისტოტელე: ბევრს ჯოჯოხეთისთვის რაც დახარჯა, იმის ნახევარი ძალისხმევა დასჭირდებოდა სამოთხეში მოსახვედრად.
პლატონი: ხალხი მაშინ იქნება ბედნიერი, როდესაც ნამდვილი ფილოსოფოსები იქნებიან მეფეები ან, როდესაც მეფეები იქნებიან ნამდვილი ფილოსოფოსები.
რემარკი: უკიდურესად არალოგიკური იქნება ცხოვრებაში მხოლოდ ლოგიკით იხელმძღვანელო.
ლაბრუიერი: ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს, მისთვის – კომედია.
დიდრო: ყველაფერი მიდის იმასთან, ვისაც ცდა შეუძლია.
შილერი: უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.
ესქილე: ბრძენი ის კი არ არის, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვისი ცოდნაც სასარგებლოა.
რენარი: ყველა იდეის წარმატება მსხვერპლს მოითხოვს.
რანევსკაია: მე ვიცვამ ქალებისთვის, მაგრამ ვიხდი კაცებისთვის.
ჰიუგო: ლოგიკის ორი სახეობაა – რკინის და ქალური.