კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის გოგონა, ვინც საქართველოს „მის მსოფლიოზე“ წარადგენს და რა „საბედისწერო ზარმა“ შეცვალა მისი ცხოვრება #48

წელს „მის მსოფლიოზე“ საქართველოს „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი, 21 წლის „ვიცე-მის საქართველო“ ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს, რომლის საფინალო შოუ ვაშინგტონში, 18 დეკემბერს გაიმართება. ვიქტორია მესამე კურსის სტუდენტია და სწავლობს ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტეზე.
ვიქტორია კოჩეროვა: მაქვს აქტიური ცხოვრების წესი, ვვარჯიშობ, კრივით ვარ დაკავებული, „მის მსოფლიოსთვის“ „ქართული-ქალაქური“ ცეკვა მოვამზადე. 2014 წლიდან ვარ მოდელი. პირველად რომ მივიღე მონაწილეობა „ელიტ მოდელ ლუქზე“, შევედი ტოპ-ხუთეულში. ერთი თვის შემდეგ აზიიდან მომივიდა მიწვევა და ერთ-ერთ კარგ სააგენტოსთან გავაფორმე კონტრაქტი. ჩინეთში ვიყავი, სადაც მქონდა ჩვენებები, გადაღებები. საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე. ძირითადად, მიწევდა კატალოგებზე მუშაობა, ზოგჯერ 13 საათიც მქონდა გადაღებები. აზია ის სკოლაა, ყველა მოდელმა რომ უნდა გაიაროს და ეს შემდეგ, ევროპაში სამოდელო კარიერის გაგრძელებაში ძალიან დაეხმარება. წარმოიდგინეთ, დილიდან ღამემდე გიწევს მუშაობა. გადაღებისას ერთ წუთში რამდენიმე პოზა უნდა მიიღო და არც ეს არის მარტივი. ამ დროს მხოლოდ ხელი და ფეხი არ მუშაობს, ტვინიც უნდა გქონდეს ჩართული. სერიოზული გამოცდილება მივიღე – არა მხოლოდ პროფესიული, როგორც პიროვნებაც უფრო გავძლიერდი, არ ვიცი, ჩინეთის შემდეგ რა უნდა გამიჭირდეს საქართველოში. ჩინეთში სწავლობ, როგორ გადარჩე.
– როგორ გაგრძელდა შენი კარიერა ჩინეთის შემდეგ?
– შემდეგ მონაწილეობა მივიღე „მის საქართველოზე“, გავხდი „პირველი ვიცე-მის საქართველო“. ნუკა ყარალაშვილი გახდა გამარჯვებული. კონკურსზე არ ვყოფილვარ, რადგან ჯანეტ ქერდიყოშვილი გაემგზავრა „მის სამყაროზე“, ნუკა – „მის მსოფლიოზე“ და სიმართლე გითხრათ, „მის ტურიზმზე“ წასვლა ნამდვილად არ მინდოდა. თან, ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი მეც მელოდებოდა და ასეც მოხდა: ვაშინგტონში მივდივარ „მის მსოფლიოზე“. როცა გავიგე, ძალიან გამიხარდა. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ადეკვატური რეაქცია მქონდა, რადგან ბევრი გავაკეთე იმისთვის, ეს ზარი რომ შემოსულიყო ჩემს ტელეფონზე. ახლა მშვიდად ვსაუბრობ ამ საბედისწერო ზარზე, მაგრამ აქამდე გავლილი გზა ძალიან რთული და ბევრი წინააღმდეგობით სავსე იყო.
– რას გულისხმობ?
– იმას, რომ ვმუშაობდი კონტრაქტით და პარალელურად, ვსწავლობდი. გარდა ამისა, ფიზიკურად ძალიან რთული იყო სამი თვე უცხოეთში მარტო ყოფნა. როცა „ელიტ მოდელ ლუქში“ მივიღე მონაწილეობა, ალბათ, არ ვიყავი „ელიტის“ ტიპაჟი. შემდეგ იყო „მის საქართველო“ და ის, რომ ერთი ნაბიჯი გაშორებს გამარჯვებას, რა თქმა უნდა, რთულია და გულდასაწყვეტიც. მაგრამ ეს, ერთის მხრივ კარგიც იყო, რადგან მაშინ რომ წავსულიყავი „მის მსოფლიოზე,“ ისეთი მომზადებული ვერ ვიქნებოდი, როგორც ახლა. ასე რომ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. არ ვიცი, ახლა რა იქნება იქ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებას შეცვლის. „მის მსოფლიოზე“ გასვლა იყო ჩემი „ელიტ მოდელ ლუქსა“ და ასევე, „მის საქართველოს“ კონკურსებში მონაწილეობის მიზეზი და მიხარია, რომ დამიფასდა. ძალიან საინტერესო იყო მოსამზადებელი პერიოდი. თავად „მის მსოფლიოს“ მოთხოვნაც არის, რომ კონკურსანტი ჩართული იყოს ქველმოქმედებაში. ჩემი თემა ეხებოდა აუტისტი ბავშვების მკურნალობისას მედიცინის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას.
– რატომ გადაწყვიტე ამ თემის არჩევა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია?
– ზაფხულში, შემთხვევით, „იუ თუბიზე“ წავაწყდი „ქოლდფლეის“ კონცერტის ლაივს, სადაც აუტისტი ბავშვი ტიროდა, იმდენად ემოციური იყო მისთვის ამ მუსიკის მოსმენა. შემდეგ ეს ვიდეო გავაზიარე და ხალხისგან ჩემთვის გაუგებარი რეაქციები მოჰყვა: ესენი ის ბავშვები არ არიან, ქრომოსომა რომ აკლიათ... აუტისტები ტირიან, ნეტავ?.. ესენი ხომ არაფერს გრძნობენ? სამწუხაროდ, საზოგადოება არ არის ინფორმირებული, თუ რა არის აუტიზმი. 1981 წელს ხუთი ათასიდან ერთი ბავშვი იბადებოდა აუტიზმით, ახლა კი – 85-დან ერთი. ასე რომ, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. როდესაც ამ თემით დავინტერესდი, გადავწყვიტე, სიღრმისეულად შემესწავლა და შემდეგ წარმედგინა ეს პრობლემა მსოფლიოსთვის. დღეს არსებობს სხვადასხვა სახის თერაპია, მათ შორის, ABA თერაპია – ძალიან ეფექტური მიდგომა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან. მე მომიწია ასეთ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობა. არის ერთი გოგონა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმში სახელმწიფო არ აფინანსებს ABA პროგრამას, მას დედასთან ერთად თბილისში გადმოსვლა მოუწია. 5-6 საათია საჭირო მისთვის თერაპიის ჩასატარებლად და წარმოიდგინეთ, თითო საათი ღირს 30 ლარი. დღეს არავის აქვს ამის შესაძლებლობა. მინდოდა, დახმარებისთვის აჭარის მთავრობისა და განათლების სამინისტროსთვის მიმემართა. მივმართე კიდეც და მიხარია, რომ 2017 წლის ბიუჯეტში უკვე შეტანილია ეს საკითხი, მომცეს პირობა, რომ დააფინანასებენ და კატო დაუბრუნდება თავის სახლს. ისინი დაეხმარებიან არა მხოლოდ კატოს, არამედ ცენტრს. გარდა ამისა, არის დელფინოთერაპიაც, რომელიც ჯერჯერობით მეცნიერულად არ დამტკიცებულა, რადგან არ არის სიღრმისეულად გამოკვლეული. თერაპია მოიცავს ბავშვის ურთიერთობას დელფინთან და მეორე: ბავშვის ურთიერთობას დელფინთან ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის ჩარევით. სამწუხაროდ, ბათუმის დელფინარიუმში არ არის მწვრთნელი, რომ გაწვრთნას, დელფინები ამ კუთხით. გარდა ამისა, არც თანამშრომლობენ ფსიქოლოგებთან – ესეც გამოსასწორებელია.
– ამ პრობლემას ბოლომდე გაჰყვები?
– ეს არ იყო პიარი და რა თქმა უნდა, საკითხს ბოლომდე მივყვები, რადგან ძალიან შემტკივა გული. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო აჭარის მთავრობას, განათლების სამინისტროს და მუნიციპალიტეტს, რადგან  საორგანიზაციო საკითხებში ძალიან დამეხმარნენ. ასევე, დიდი მადლობა დელფინარიუმს, რადგან დელფინთან 10 წუთი ურთიერთობა საკმაოდ ძვირი ღირს და მათ მოგვცეს საშუალება, რომ 30 აუტისტი ბავშვი ჩაგვეყვანა აუზში და ჰქონოდათ დელფინებთან ურთიერთობა. ყველას სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა. ერთი ბიჭი იყო და გოგონაც, რომლებსაც ძალიან უხაროდათ. ერთს, მაგალითად, თავიდან ეშინოდა და მერე შევიდა კონტაქტში. ჩვენს დელფინარიუმში არის ვიდეომასალები, სადაც კარგად ჩანს აუტისტი ბავშვი, რომელიც ძალიან აქტიური იყო, ყვიროდა. დელფინთან მეექვსე თუ მეშვიდე თერაპიის შემდეგ კი, დამშვიდდა და ახლაც მშვიდად არის. ასე რომ, ეს მეთოდი ეფექტურია. ჩვენ გვჭირდება ლაბორატორია, რომელიც შეისწავლის დელფინის ხმებს, ულტრაბგერებს და ასევე – სპეციალისტები. ამ კუთხით აუცილებლად განვაგრძობ ბრძოლას, რადგან აქამდე ამდენი რამ გავაკეთე მარტომ და ახლაც არ გავჩერდები.
– ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, წარმატებას გისურვებ. ახლა მითხარი, რა ხდება პირად ცხოვრებაში, შეყვარებული გყავს?
– მყავს შეყვარებული, რომელიც ძალიან მიჭერს მხარს და მხარდაჭერა მაქვს, არანაირი გართულება არ აქვს. პირიქით, სურს, რომ მივაღწიო იმას, რაც მინდა და ჩემი ბედნიერებით ისიც ბედნიერი იქნება. ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ვგეგმავთ. ჩემი მიზნები მაქვს და სანამ არ მივაღწევ, არ ვაპირებ ამ ნაბიჯის გადადგმას.
– როგორ შეგაყვარა თავი?
– ხასიათით, ინტელექტით. ადამიანთან საერთო ენა უნდა გამონახო. საინტერესო პიროვნებაა და ამითაც დამაინტერესა. ძალიან მამხიარულებს, რადგან იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ფსიქოლოგიურად გვერდში მიდგას, რჩევებს მაძლევს. ჩემი ხასიათიც კარგად იცის. იცის, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და ამიტომ არავინ არ უნდა შემზღუდოს არაფერში.

скачать dle 11.3