კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #48

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-47(830)

 გენომ რიტას პასუხი არ გასცა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ათიოდე წუთის შემდეგ კი ქალს უთხრა:
– რაც შენ მომიყევი, ეგ თუ მართალია, მაგრად მაწყობს ჩალიჩი და ვიჩალიჩოთ. მით უმეტეს, რომ ვერც ვერაფერს მიზამ, რადგან უკვე ყველგან გეძებენ. თუ შენი მონათხრობი სიმართლეა.
– აბსოლუტური სიმართლეა, – თქვა რიტამ.
– ენდე, მაგრამ შეამოწმე – ანდაზაა ასეთი, – თქვა გენომ, – ამიტომ, ახლა მე ჩემი არხებით შევამოწმებ შენს სიტყვებს, შენ კი აქ დაგტოვებ. ღმერთმა არ ქნას, რომ მატყუებდე. მერწმუნე, ისე გაგაქრობ, თვალსაც არ დავახამხამებ, – უთხრა გენომ ქალს.
 – შეამოწმე.
– შევამოწმებ, აბა, რას ვიზამ, – თქვა გენომ მას შემდეგ, რაც ხელბორკილებით საიმედოდ მიაბა ქალი ქრომირებულ ძელზე, პირი კი ისე აუკრა, სუნთქვაში ხელი არ შეშლოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოეღო. სანამ წავიდოდა, დასძინა, – მაქსიმუმ ერთ საათში დავბრუნდები. წყნარად იყავი...
გენო კოკაია მართლაც ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა და უპირველესად, რიტა გაათავისუფლა. შემდეგ ორივე სავარძელში მოკალათდნენ და მასპინძელმა რიტას უთხრა:
– მართალი გითქვამს, რიტაჩკა. ყველაფერი გავაიასნე და ერთად შეგვიძლია, შევუდგეთ ამ საქმეს. რას იტყვი, გაწყობს?
– რაზეა ბაზარი. ჩემი ოცნებაა ეს და თუ გამოვა, ფულს ავიღებთ და ბოლოს არ დამბრიდავ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს, – მიუგო რიტამ გენოს.
– არ დაგბრიდავ. მანიაკი კი არ ვარ. როგორც ქალი, მომწონხარ... მაგრამ კარგად ჩაიბეჭდე თავში, ჩემო გოგონა, რომ არც შენ სცადო, მიპოდლო. გარწმუნებ, არ გამოგივა. არც ახლა და არც მერე. ვიჩალიჩოთ, ფული ავიღოთ და სადმე სკუჩნ ადგილას მოვტყდეთ, იქ ვიცხოვროთ.
– არა, გენო, არ გიპოდლებ. დარწმუნებული იყავი ამაში. ჩემი ქმარი, ყურშა და დანარჩენი კაცები, შენთან ახლოც ვერ მოვლენ – არც ლოგინში უქნიათ ღმერთს. შენ კი სულ სხვა ხარ და გარწმუნებ, ბოლომდე გიერთგულებ.
– რიტა, ბოლომდე სანდო არავინაა. ნუ გეწყინება და არც შენ. იცოდე, რომ უჩემოდ აქედან ცხვირიც არ გაჰყო აივანზე. მთელი ძაღლობა შენ გეძებს და ეგრევე აგაგდებენ. გაიგე?
– კი. გავიგე. – მიუგო რიტამ და ჰკითხა:
– შეიძლება, რაღაც გკითხო?
– მკითხე.
– რა პროფესიის ხარ, გენო?
– ყოფილი სამხედრო ოფიცერი. სადესანტო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, საქართველოში დავბრუნდი და ქილერობა დავიწყე.
– შეიძლება, კიდევ გკითხო?
– მიდი.
 – არ გეშინია, რომ დაგიჭერენ?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ძალიან ფრთხილი ვარ.
– ვინც ზაკაზს გაძლევს, იმან რომ ჩაგიშვას? – ჰკითხა რიტამ გენოს.
– გამორიცხულია, – ჩაეცინა მასპინძელს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შემკვეთმა არ იცის ჩემი ვინაობა.
– არ იცის? – გაუკვირდა რიტას.
– რა თქმა უნდა, არა. სულელი ხომ არ ვარ, რომ გავიშიფრო?
– აბა, შემკვეთია სულელი?
– რატომ ფიქრობ მასზე? – კითხვაზე კითხვით უპასუხა გენომ.
– რომ გადააგდო და ზაკაზი არ შეასრულო, ფული კი აიღო?
– ჯერ ერთი, ფულს საქმის შესრულების შემდეგ ვიღებ, რადგან ასეთი პრინციპი მაქვს. თუმცა, ბე შემიძლია, წინასწარ ავიღო, როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს. მხოლოდ არა მე.
– ზაკაზჩიკმა რომ გადაგაგდოს და ფული აღარ გადაგიხადოს?
– რა, ორი თავი აქვს? – ჩაეცინა გენოს, – ხომ გავუხვრიტე შუბლი. მისგან განსხვავებით, ზაკაზჩიკს ვგულისხმობ, მე ყოველთვის ვიცი მისი ვინაობა. და, საერთოდ, ჩვენს ბიზნესში ფინანსური მხარე აბსოლუტურად მოწესრიგებულია და გადაგდება არ მოსულა. აქ სხვა სირთულეებია.
– რა, მაინც?
გენოს ჩაეცინა და რიტას უთხრა:
– დაკითხვაზე ვარ თუ ინტერვიუზე?
რიტა კალთაში ჩაუჯდა გენოს.
– ძალიან მაინტერესებს, ძვირფასო. შენნაირ კაცთან ჯერ არ მქონია ურთიერთობა და მინდა, ყველაფერი ვიცოდე.
– ყველაფრის ცოდნა დაგაბერებს.
რიტა გაიბუტა და უხმოდ წამოდგა გენოს კათლიდან. მასპინძელმა კი ქალს უთხრა:
– რა სირთულეებია ჩვენს ბიზნესში და ის, რომ თუ თავს არ გაუფრთხილდები, აუცილებლად გაგაგორებენ. აბა, ვის სჭირდება დანაშაულის ცოცხალი მოწმე?
– უცდია ვინმეს შენი მოკვლა?
– არასდროს. ჯერჯერობით ვერავინ გამშიფრა და შენ ერთადერთი ცოცხალი ადამიანი ხარ, ჩემ გარდა, ვინც ჩემზე სიმართლე იცის. დანარჩენები კი, საიქიოში გავისტუმრე.
– რამდენი ადამიანი გყავს მოკლული?
– ბევრი.
– ბევრს გიხდიან საქმეში?
– მყოფნის, – მიუგო გენომ რიტას და დააყოლა, – ინტერვიუ დასრულებულია. ახლა პირად ცხოვრებას მივხედოთ.
***
„მკვლელების უფროსი“ „შაკალა“ და მისი ორი ხელქვეითი რომ დროულად არ დაბრუნდნენ სამსახურში, მინისტრი ანერვიულდა. შემდეგ ცოტაც მოიცადა და კოლეგების მოსაძებნად შაკალას მოადგილე, ყოფილი სნაიპერი ქალი – გუგული ჭაჭია, მეტსახელად „დესიატკა“ („ათიანი“) გაგზავნა. 36 წლის გუგული განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. სადიზმში შაკალასაც კი აჭარბებდა და ნებისმიერ სიბინძურეზე იყო ხელის მომწერი. დესიატკა გამოცდილი, უშიშარი მებრძოლი, სექსოპათოლოგი და გულცივი მკვლელი გახლდათ. თუმცა, მისი შემხედვარე, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ ვერაგ მკვლელთან გქონდა საქმე – ტანწერწეტა და პირმშვენიერი ქალი კინოვარსკვლავს ჩამოჰგავდა და არა, სპეცრაზმის სადისტ მაიორს, რომლის ლაპარაკის მანერა უაღრესად უწმაწური იყო. თუმცა, თუკი ამას საქმე მოითხოვდა, თავს ისე მოაჩვენებდა ადამიანს, იფიქრებდით, კეთილშობილ ქალწულთა პანსიონის სანიმუშო კურსდამთავრებულიაო.
– გისმენ, ნაჩალნიკო, – უთხრა გუგულიმ მინისტრს, როცა კაბინეტში ეახლა. თან, გააბოლა და სავარძელში მოკალათდა.
მინისტრს და დესიატკას ერთმანეთთან მეტად ფამილარული ურთიერთობა ჰქონდათ და პირისპირ რომ საუბრობდნენ, მათი ლექსიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა... მინისტრმა ჭაჭიას ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს დააყოლა:
– წადი და მომიძებნე, სად დაიკარგნენ ის კრეტინები. ღმერთმა არ ქნას, რამე ჩეპეს ჰქონდეს ადგილი, თორემ დაგვენძრა.
– შაკალა ისეთი სირია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი – თქვა გუგულიმ.
– რას გულისხმობ?
– ნებისმიერ რამეს. მაყუთი უყვარს ძალიან და გამორიცხული არაა, დაგოიმდა და იაღლიში მოუვიდა.
– რა იაღლიში? ნუ გადამრიე! – გაფითრდა მინისტრი.
 – აბა, მე რა ვიცი. წავალ და ვჩიჩმავ.
– სად აპირებ ძებნას?
– ველში, უპატრონოთა სასაფლაოზე. იქ ერთი ადგილი გვაქვს, სადაც ტრუპებს ვყრით და უეჭველად იქ წავიდოდა.
– მიდი, მიდი, გაქანდი და ტელეფონით არაფერი შემატყობინო. აქ მოდი და ისე მითხარი.
– სირი და ყვერთავა ხომ არ გგონივარ. რა, შაკალა ვარ? – გაეცინა მაიორ გუგული ჭაჭიას და მინისტრის კაბინეტი დატოვა.
დესიატკა, რომელიც მინისტრის დავალების შესასრულებლად მარტო გაემართა, უკან ორიოდე საათის შემდეგ დაბრუნდა. უნიფორმაზე ეტყობოდა, რომ თიხიან მიწას შეეხო და მინისტრმა ჰკითხა:
– რა გაარკვიე?
ქალმა თავი გააქნია და მინისტრს უთხრა:
– რაც ვივარაუდე, ის მომხდარა. შაკალა და ორი ჩვენიანი მიწიდან ამოვთხარე ველზე. სამივე ტყვიითაა დაბრედილი და აშკარაა, პროფესიონალის ნაჩალიჩებია.
მინისტრი გაფითრდა. ელდა ეცა და მეტყველების უნარი წაერთვა. ბოლოს ნებისყოფა მოიკრიბა. „ნაბეღლავი“ მოსვა, ნერვიულად ამოაბოყინა და გუგულის ჰკითხა:
– მხოლოდ სამი ჩვენიანის ტრუპს მიაგენი?
– კი, – თქვა ჭაჭიამ, – იმ მეოთხის ნაჩალიჩებია და როგორც ეტყობა, იქიდან მოხია. ჩვენი მანქანით გაიქცა, რადგან იქ მანქანა არ იყო.
– ტრუპებს რა უქენი?
– უკან ჩავყარე და მიწა მივაყარე.
– სწორად გიქნია, – წამოწითლდა მინისტრი, – ეყარონ ახლა მიწაში. შენ კი სიტყვა არავისთან დაგცდეს.
– ვისთან უნდა დამცდეს, – ჩაეცინა დესიატკას და გააბოლა.
მინისტრი სავარძლიდან წამოხტა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა. ათიოდე წუთის მერე კი, ჭაჭიას წინ გაჩერდა და ქალს უთხრა:
– მოკლედ ასე, გუგული. საქმე ძალიან ცუდადაა და თუ დროზე არ მოვაყომარეთ, ყველას დედა გვეტირება, მათ შორის, მე – განსაკუთრებით. ამიტომ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოვძებნოთ ის შვეიცარიელი და გავაქროთ. ამ ოპერაციას შენ გავალებ. საიმედო ხალხი ჩართე ამ საქმეში და იმოქმედე. ნახევარ მილიონ ევროს გამოვდივარ და გინდა, სულ შენი იყოს, გინდა, ბიჭებსაც მიეცი. მოკლედ, ახლავე უნდა შეუდგე საქმეს.
– კაი მაყუთს გამოდიხარ.
– მაგარს.
– კონკრეტულად უნდა ვიცოდე, თუ რა საფრთხეზეა ბაზარი.
– ჩემს ლიკვიდაციაზე, – მოკლედ მოუჭრა მინისტრმა ქალს, – იმ შვეიცარიელს ერთი მილიონი ევრო გამოვართვი საქმეში, რომელიც თქვენმა სირებმა ჩააგდეს. მეტი რაღა დამრჩენოდა, უნდა გამერასხოდებინა ის ლოხი და შაკალამ ჩაგვიჯვა. ლოხები ჩვენ გამოვდექით და თავი ავიტკიეთ. თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, თქვენთან რეფორმები უნდა ჩავატარო, რომ ასეთი ჩეპეები აღარ მოხდეს. უფროსის ადგილი თავისუფალია და თუ გადავრჩით, ვიცეპოლკოვნიკობა და უფროსობა გარანტირებული გაქვს.
– მაწყობს, – თქვა ჭაჭიამ, – ახლავე დავიწყებთ ჩალიჩს და ვეცდები, ყველაფერი მოვაყომაროთ. წავედი.
დესიატკა კარისკენ გაემართა. მინისტრმა კი შეაჩერა, თვალი ჩაუკრა და უთხრა:
– თუ ამ საქმეს მომიყომარებ, მაყუთს ხომ მაყუთად მიიღებ, თანაც, ერთი კარგი სადომაზოხისტური სექსიც ჩემზე იყოს.
– მინისტრთან ჯერ არ მიწერავია, – თქვა გუგულიმ, – მასე იყოს, თანახმა ვარ. წავედი.
***
„საქს ენდ ონკოფარმა ინდასტრის“ ოფისიდან გამოსული ჯონ მოზესი საბურთალოსკენ გაემართა. მას ვინმე „ნისლის“ ბინის მისამართი ჰქონდა და მასთან აპირებდა თავის შეფარებას, ნისლს კორპორაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არც პირადად იცნობდა და არც მისი ფოტო ენახა ოდესმე. მისი ეროვნებაც კი არ იცოდა და მხოლოდ საცხოვრებლის მისამართი ჰქონდა. ისიც შემთხვევით, რადგან ერთი თავისი ნაცნობისგან შეიტყო, რომელიც  მალევე გაუჩინარდა. ნისლი ცნობილი დაქირავებული მკვლელი გახლდათ და ეს მეტსახელი განსაკუთრებული პროფესიონალიზმისა და მოხერხებულობის გამო შეარქვეს. საქმეს ისე სუფთად ასრულებდა, რომ არანაირ კვალს არ ტოვებდა – ნისლივით შეუმჩნევლად ქრებოდა ხოლმე. ყოველივე ამის გამო, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმ წრეებში, ვისაც მისი მომსახურება სჭირდებოდა.
ღამის სამი საათი შესრულდა, როცა მოზესმა ნისლის ბინას მიაგნო.  ზარი დარეკა და დაელოდა.
– რომელი ხარ? – მოესმა მოზესს მამაკაცის ხა.
– სინოპტიკოსი ვარ. ნისლი დამეკარგა და ვეძებ, – ინგლისურ ენაზე წარმოსთქვა მოზესმა ეს ფრაზა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ადრესატი ყველაფერს მიხვდებოდა და ბინაში შეუშვებდა.
მართლაც, კარი მალევე გაიღო და ზღურბლზე მდგომმა მასპინძელმა უცნაურ სტუმარს ინგლისურად უთხრა:
– გეტყობათ, უცხოელი ხართ. ჩვენ ადგილობრივი გიჟებიც გვყოფნის და ახლა უცხოელებიღა გვაკლდა. რა გნებავთ?
– ნისლს ვეძებ, – მიუგო მოზესმა მასპინძელს და გაუღიმა.
– გვიანია. თან, ამინდიც არ გიწყობთ ხელს. წადით და მთაში მოძებნეთ თქვენი ნისლი. მშვიდობით, – თქვა მასპინძელმა და კარის მიხურვა დააპირა, მაგრამ მოზესმა შეაჩერა და უთხრა:
– იქნებ შემომიშვათ და ბინაში გავარკვიოთ ყველაფერი?
– თქვენ, რა გიჟი ხართ? რა უნდა გავარკვიოთ? წადით, დაიძინეთ. მეძინება და ძილს ნუ მიფრთხობთ.
– მე თქვენს ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი და ნისლის მძებნელს დაველაპარაკებოდი მაინც. მით უმეტეს, რომ მაცდური წინადადება მაქვს თქვენთან.
– მარტო ხართ? – ჰკითხა მასპინძელმა დაუპატიჟებელ სტუმარს.
– დიახ.
– შემოდით, – მასპინძელმა მოზესი ბინაში შეუშვა, კარი მიხურა და უკან გაჰყვა სტუმარს:
– სამზარეულოში შედით. ხელმარცხნივ.
მოზესი, სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა და ზურგჩანთა იატაკზე დადო. მასპინძელი კი ფეხზე დარჩა. ახალმოსული ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:
– გისმენთ. ჩემთან რა საქმე და მაცდური წინადადება გაქვთ?
– ვალტერ ბრაუნმა მოკითხვა შემოგითვალათ, ბატონო ნისლო. გახსოვთ, ალბათ, ეს კაცი.
– ვერ ვიხსენებ, – თავი გააქნია მასპინძელმა.
– ცრუობთ, – თქვა მოზესმა და მასპინძელს გაუღიმა.
– ვცრუობ? – გაიმეორა მასპინძელმა.
– დიახ, ცრუობთ. ვალტერ ბრაუნი ამ ერთი თვის წინ, სავარაუდოდ თქვენ ისე გააქრეთ, რომ მის კვალს ვერავინ მიაგნო. რა თქმა უნდა, კვალის დაფარვის მიზნით. საცოდავი ვალტერი ცუდი კაცი არ იყო, მაგრამ გრძელი ენა ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზედმეტს გადაჰკრავდა ხოლმე. მას კი დალევა უყვარდა. როგორც ჩანს, თქვენთან ისეთი რამ წამოაყრანტალა, რაც არ უნდა ეთქვა და ამისთვის დაისაჯა. ღმერთმა აცხონოს!
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3