კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ ხელის კანი ზამთრის სუსხიან დღეებში გაუხეშებისა და აქერცვლისგან #48

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არა სახეზე, არამედ სწორედ ხელებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი ქალის ასაკის დადგენა. ამიტომ, მათი სწორად მოვლა, უბრალოდ, აუცილებელია.
გარეთ თუ სახლში, ხელის კანი, ყველაზე დაუცველია. განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში, როცა ქარისა და ყინვისგან ზედმეტად შრება და იქერცლება. ხელის კანს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ თვითონ თავს ვერ დაიცავს.
ბევრნაირი მეთოდი არსებობს ხელისთვის სირბილის დასაბრუნებლად, მაგრამ უკეთესი იქნება თუ მას ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანთ.
 გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა ხელის კანი გამოშრობისა და დასკდომისგან დაიცვათ ზამთრის სუსხიან ამინდში.
*ხელის კანი ძალიან თხელი და ნაზია, ამიტომ აუცილებელია, ყოველდღიურად მათ დასაცავად გამოიყენოთ სპეციალური კრემი. ეს გამოშრობისგან დაიცავს და მის აქერცვლას და დასკდომას არ დაუშვებს. უმჯობესია, თუ კრემი მუდმივად გექნებათ ჩანთაში, მანქანაში ან სამსახურში, სამუშაო მაგიდის უჯრაში და როდესაც კანის გამოშრობას იგრძნობთ, მაშინვე გადაისვათ.
* აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი, როდესაც რეცხავთ ჭურჭელს და მით უმეტეს, ტანსაცმელს. ასევე, თუ გიყვართ ოთახის მცენარეები და გადაწყვეტთ მათ გადარგვას...
*წაისვით ლოსიონი ხელების დაბანის შემდეგ;
*შეარჩიეთ რბილი PH საპონი, რომელიც არბილებს ხელის კანს;
*ზამთარში ხელი მუდამ თბილად გქონდეთ, როცა ქუჩაში ხართ. ამისთვის კი ხელთათმანი გამოიყენეთ ან უბრალოდ, ჯიბეში ჩაიწყვეთ ხელები და ასე დაიცავით კანი სიცივისგან.
*კვირაში ერთხელ, დაუმატეთ მკვებავ კრემს ზეითუნის ზეთი ან იყიდეთ ისეთი, რომელიც მას შეიცავს და გამოიყენეთ ხელებისთვის. წაისვით კრემი თხელ ფენად და  ღამის ხელთათმანი, რომელიც აფთიაქებში იყიდება, ჩაიცვით მთელი ღამით.
*შეურიეთ გლიცერინი, ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი ვარდის წყალი და ამ ნაზავით კვირაში რამდენჯერმე გაიკეთეთ ხელის მასაჟი.  ეს პროცედურა შეგიძლიათ, ზამთრის პერიოდში ყოველ მეორე დღეს ჩაიტაროთ.
ეს მარტივი, ჩვეულებრივი, ყოველდღიური რჩვევები, ნამდვილად დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ხავერდოვნად რბილი და ლამაზი ხელები.

скачать dle 11.3