როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #48
ხარაზიშვილი
1783 წლიდან მეფე ერეკლეს მეფობის ხანიდან რუსებს არ მოსწონდათ ქართველთა მიერ ნაწარმოები გვარები. ამიტომ ქართლ-კახეთის გვარები შეკრიჭეს, შვილი და ძე ჩამოაცილეს, გააწყვეს ფორმატით – ოვი და იევი.
1802-1803 წლებში ასევე მოექცნენ სახაზინო (სახელმწიფო) გლეხების გვარებსაც. 1860-დან 1886 წლებში (ეს მოსახლეობის ბოლო, კამერალური აღწერაა) რუსულ ენაზე წარმოებულ აღწერაში მოხვედრილი გვარები: კოხტაევი – კოხტაშვილის, პატიევი – პატიაშვილის, კევლიევი კევლიშვილის ნაცვლად ჩაწერეს. ამას ხელი წააშველეს აღმოსავლეთ საქართველოში შემოგზავნილმა სასულიერო პირებმაც, სომეხმა ტერტერებმა (ტერ სომხურად მღვდელია). საბუთებით და რეალურადაც, დაიწყეს მართლმადიდებელ ქართველთა გაგრიგორიანება. ასეთ მრავალასეულ გვართა რიცხვში მოხვდა ხარაზოვებიც. ხარაზიშვილი, ხარაზი (უსუფიქსო გვარი), ხარაზია და ხარაზაშვილი ქართული გვარებია.
ხარაზიშვილი ხელოვნურად გახადეს ხარაზოვი და ასე ჩაწერეს. მათი ნაწილი აიძულეს და კათოლიკურ რწმენაზე (შესაძლოა, გრიგორიანულზე) მოაქციეს. ფუძით – ხარაზი 2 500-ზე მეტი გვარი გვაქვს ქართველებს.
წინაპრების საქმე ასე აეწყო, რომ ქართველთა საკუთარ სახელებსა და მათგან ნაწარმოებ გვართა ფუძეებში უდიდესი რაოდენობა ნასესხებია და არაქართული. ამ მხრივ, ასეთივე სურათი გვაქვს სომხებში, ოსებში, აფხაზებში და ასე შემდეგ.
ხარაზი – ნასესხებია არაბულიდან, ნიშნავს წუღა-მაშიის მკერავს, საბას მიხედვით. აქედან არის გვარი ხარაზიშვილი, ხარაზი, ხარაზია, ხარაზაშვილი.
საქართველოში 130 ხარაზიშვილი ცხოვრობს, რომლებიც ხარაზოვებად არიან ჩაწერილები: თბილისში – 55, თერჯოლაში – 18, ქუთაისში – 8. არიან სხვაგანაც.
ებსია-ეფსია
ძნელად ამოსახსნელი გვარია. დასრულებული სახით ებს-ია, მასში გარკვეული აზრია ჩადებული. ეტიმოლოგიის გარკვევა რთულდება მაშინვე, როგორც კი ფუძეს ებს-ეფს-ს სუფიქსს ჩამოვაცილებთ.
ცხადაია წერს, რომ ეფსია-ს ამოსავალია ლეფსაია, ნემსაძის მეგრული ვარიანტი. თავკიდური „ლ“ დასუსტებულა და დაკარგულა „ბ“ თქმაში.
ეფსიას საპასპორტო და ადგილობრივი ვარიანტებია: ებსია, ეფსაია, ლეფსია.
წალენჯიხაში ცხოვრობს 26 კომლი ებსია, რამდენიმე კომლი ცხოვრობს ზუგდიდში.
საქართველოში სულ ცხოვრობს 126 ეფსია: ზუგდიდში – 19, თბილისში –12, სენაკში – 7. არიან სხვაგანაც.
აკოაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – აკო. გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელები – ამაკონი, აკოია. აკო იაკობის კნინობითი ფორმაა.
1733 წელს ასურეთის ხევს მოიხსენიება აკოაშვილი.
„მიკირტუმა აკოაშვილი, მისი მეუღლე, ხანუმა, შვილები ოჰანეზა, დავითა, ოჰანეზას მეუღლე მაია; პიტან გეორგი ბარათოვის გლეხები: აკოაშვილი, ძმა მიხეილი, მოიხსენიებიან სოფელ დიდენაგეთს, აღწერის სიებში“ (1823 წელი).
აკოაშვილები დღეს აკოევებად არიან ჩაწერილები.
საქართველოში 36 აკოაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 35, რუსთავში – 1.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით