კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის და რატომ უწოდა სტალინმა „ევროპელი ვირთხები“ 1938 წელს #48

სტალინს დასავლელი ისტორიკოსები და არა მარტო ისინი, ხშირად ბრალს სდებენ ჰიტლერთან დანაშაულებრივ კავშირში და ამის დასტურად, ეგრეთ წოდებული „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტი მოჰყავთ, რამაც თითქოს და მეორე მსოფლიო ომის გასაჩაღებლად ხელები გაუხსნა ფაშისტ ფიურერს. თუმცა, ისტორიამ დაამტკიცა, რომ სტალინი აბსოლუტურად სწორედ მოიქცა და ჰიტლერს არა სტალინმა, არამედ თავად დასავლეთმა გააჩაღებინა მეორე მსოფლიო ომი, რისი ქვაკუთხედიც „მიუნხენის ხელშეკრულება“ იყო... ისტორიკოს-მკვლევარი ანატოლი აბრამოვი წერს: „სტალინი რომ გენიალურად ერკვეოდა გლობალურ პოლიტიკაში და ამ კუთხით მას ბადალი არ ჰყავდა, აშკარაზე აშკარაა... თუმცა, ეს ფაქტი არც გასული საუკუნის 20-30-იან და შემდგომ წლებში იყო დიდი საიდუმლო. საბჭოთა ბელადი საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის სწორ ნაბიჯებს დგამდა და მართებულ წინადადებებს აყენებდა. იცოდნენ რა ეს მოწინავე სახელმწიფოების ლიდერებმა, ყოველნაირად ცდილობდნენ, არა მარტო ხელი შეეშალათ სტალინისთვის, არამედ წელში გაეტეხათ საბჭოეთი და საამისოდ, ყველანაირ სიბინძურეს სჩადიოდნენ, რაც საბოლოოდ, სწორედ მათ შეუბრუნდათ უარყოფითად... ასეთი რამ მოხდა 1938 წლის 30 სექტემბერს მიუნხენში, როცა „მიუნხენის ხელშეკრულებას“ მოეწერა ხელი და ევროპის თავზე ფაშისტური „დამოკლეს მახვილი“ დაიკიდა.
სტალინი, ჯერ კიდევ არაფორმალური ფაშისტური მოძრაობის გამოჩენისას, წინასწარმეტყველებდა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას და ყოველმხრივ წინააღმდეგი იყო, რომ მას ამისთვის მიეღწია. მეტიც, საბჭოთა ბელადის ემისრები არაერთხელ შეხვდნენ ევროპელ ლიდერებს თხოვნით, რომ ხელი შეეშალათ ჰიტლერის აღზევებისთვის, მაგრამ ყურიც არავინ შეიბერტყა. პირიქით, ევროპის პოლიტიკური ელიტა ყველანაირად ხელს უწყობდა ფაშისტი ფიურერის აღზევებას, იმ იმედით, რომ „მაინ კამფის“ (ჰიტლერის წიგნი „ჩემი ბრძოლა“) ავტორი აბსოლუტურად ზუსტად შეასრულებდა თავის წიგნში გაცხადებული პროგრამის იმ ნაწილს, სადაც თეთრზე შავად წერია – სლავები უნდა განადგურდნენ და გამოთავისუფლებული ტერიტორიები არიელებმა დაიკავონო... საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინი მშვენივრად იცნობდა ამ წიგნს, რომელიც ორიგინალში ჰქონდა „გადაღეჭილი“ და ჰიტლერის პიროვნულ ანალიზსაც იქიდან აკეთებდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1925 წლის 19 აგვისტოს, მაშინ ჯერ კიდევ მისი მდივანი ვიყავი, სტალინის კაბინეტში ვიმყოფებოდი. ამ დროს ოთახში, ყოველგვარი კაკუნის გარეშე, პოლიტიკური სამმართველოს უფროსი, ფელიქს ძერჟინსკი შემოვიდა. მას ხელში წიგნი ეჭირა, რომელიც მაგიდაზე დადო და სტალინს აღელვებულმა უთხრა:
– კობა, შენ ხომ კარგად იცი გერმანული. აი, წაიკითხე ეს სიგიჟე და მერე ვილაპარაკოთ.
სტალინს არც კი შეუხედავს წიგნისთვის, ისე მიუგო ძერჟინსკის.
– დამშვიდდი და დაჯექი, ფელიქს. თუ გინდა, ისე ვილაპარაკოთ.
– არა, არა, კობა, შენ ჯერ წაიკითხე ეს და მერე ვიმსჯელოთ, – არ ცხრებოდა ძერჟინსკი.
სტალინმა ჩიბუხი მოქაჩა და უთხრა:
– დაიგვიანე, ფელიქს. ეს წიგნი ერთი თვის წინ გამოიცა, ზუსტად თვრამეტ ივლისს. ცხრამეტში მომიტანეს და ოცში საღამოს კი უკვე წაკითხული მქონდა, – სტალინი წამოდგა. კარადიდან ზუსტად ისეთივე წიგნი გამოიღო, როგორიც ძერჟინსკიმ მოიტანა, გაოგნებულ ფელიქსს წინ დაუდო და დააყოლა, – ვიცი, რამაც გადაგრია ასე. იმან, რომ აქ წერია – სლავები უნდა განადგურდნენო...
სტალინი, ჩვეულებისამებრ, ხშირად განიხილავდა ჩემთან ახლად წაკითხულ წიგნებს. მით უმეტეს, პოლიტიკური შინაარსისას, მაგრამ ჰიტლერის „მაინ კამფზე“ სიტყვაც არ დაუძრავს. ვფიქრობ, რომ სტალინი სიღრმისეულად სწავლობდა და აანალიზებდა ჰიტლერის ამ საპროგრამო ნაშრომს...“
საინტერესო ისტორიას ყვებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმ ლიტვინოვი: „სტალინი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს არჩევნებს გერმანიაში და დარწმუნებული იყო, რომ მასში ნაცისტები გაიმარჯვებდნენ, რაიხსკანცლერი კი ადოლფ ჰიტლერი გახდებოდა. სტალინის წინასწარმეტყველება სრულად ახდა და 1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერი რაიხსკანცლერად გამოაცხადეს. იმავე საღამოს სტალინმა მიხმო და მიბრძანა, რომ მისი (სტალინის) სახელით ჰიტლერისთვის მისალოცი დეპეშა გამეგზავნა. შემდეგ კი პირადად მიმავლინა ბერლინში. ჰიტლერთან პირადი წერილი და „მაინ კამფის“ რუსული გამოცემა გამატანა თხოვნით, რომ ფიურერს მასზე ნაჩუქრობის წარწერა გაეკეთებინა, რაც ჰიტლერმა შეასრულა კიდეც და წიგნი უკან ჩამოვუტანე სტალინს...“
„მაინ კამფის“ რუსული ვარიანტი 1933 წელს გამოიცა უმაღლესი პოლიგრაფიული შესრულებით, პირადად სტალინის ბრძანებით. თარგმანი 1937 წელს დახვრეტილმა გრიგორი ზინოვიევმა შეასრულა. ის ჯერ სტალინმა წაიკითხა და რამდენიმე შესწორებაც შეიტანა. სტალინისთვის კი ფაშისტური იდეების პროპაგანდა რომ არ დაებრალებინათ, გამოცხადდა, რომ თითქოსდა ჰიტლერის წიგნი შეზღუდული ტირაჟით გამოიცემა და იმიტომ, რომ მას პარტიული მუშაკები გაეცნონო... სინამდვილეში კი, სტალინის ამ სვლას ორმაგი გათვლა ჰქონდა. ერთი მხრივ, ბელადს უნდოდა, დროებით მაინც მოეპოვებინა ფაშისტი, მზარდი მეთაურის კეთილგანწყობა, პარალელურად კი, მასთან ომისთვის მომზადებულიყო. მეორე მხრივ კი, ჰიტლერის პროგრამა სტალინმა საბჭოთა ხალხის მასებს გააცნო. სიძულვილი ჩაუსახა მათ მომავალი მტრის მიმართ და ფაშიზმის გასანადგურებლად მორალურ-ფსიქოლოგიურად მოამზადა...
ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „გერმანიასთან დადებული პაქტის შემდეგ, 46 წელი გავიდა (ჩანაწერი 1985 წელსაა გაკეთებული) და თუ მავანნი კვლავ მიიჩნევენ, რომ ეს იყო  ჰიტლერთან ერთად ევროპისა და შემდგომში კი, მსოფლიო ბატონობის ერთად დაუფლების მცდელობა, ან გონებასუსტნი არიან, ან განგებ ქმნიან ასეთ აზრს, რომ ჩვენი და განსაკუთრებით სტალინის სწორი, საერთაშორისო პოლიტიკა მცდარად წარმოაჩინონ. სტალინი, ჯერ კიდევ ჰიტლერის მტაცებლური პოლიტიკის გააქტიურებამდე, ინტენსიურად მუშაობდა ფაშისტი ფიურერის მოსათოკად და ჩემს წინამორბედს, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს, მაქსიმ ლიტვინოვს აგზავნიდა ხან ბრიტანეთში, ხან  საფრანგეთში და ასევე, სხვა, მთელ რიგ ქვეყნებში, რომ ანტიჰიტლერული ბლოკი შეგვეკრა და გერმანიის რაიხსკანცლერისთვის ევროპაში დიდი უბედურების დატრიალების უფლება არ მიგვეცა. მათ კი რა ქნეს? ჯერ ჰიტლერი დააფინანსეს – დიდი რეკლამა გაუკეთეს და მადა გაუღვიძეს, შემდეგ კი, სუვერენული ევროპის ნახევარი უბრძოლველად დაუთმეს იმ იმედით, რომ ჰიტლერი საბჭოეთს გაანადგურებდა.1938 წლის 30 სექტემბერს კი მიუნხენის ხელშეკრულებაც გაუფორმეს... მას მერე, რაც ედუარდ დალადიე და ნევილ ჩემბერლენი სამშობლოში დაბრუნდნენ, ბრიტანელმა პრემიერმა ლონდონის აეროპორტში „მიუნხენის პაქტის“ შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:  ჩვენს თაობას მე მშვიდობა ჩამოვუტანეო... სტალინმა თავის კაბინეტში მიხმო და მითხრა:
– დალადიე და ჩემბერლენი ევროპელი ვირთხები არიან. მათი ჰიტლერის ჯოჯოხეთური მანქანა უფრო დიდ ბრუნზე („აბაროტზე“) აამუშავეს. ფაშისტ ფიურერს პირდაპირი გზა გაუხსნეს ჩვენკენ და დრო რომ მოვიგოთ, ჰიტლერთან როგორმე თავდაუსხმელობის პაქტი უნდა გავაფორმოთ, თუნდაც ხუთი წლით და რაც შეიძლება, გვიან დავარღვევინოთ ეს პაქტიო...
იმ წლებში მე სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, იგივე პრემიერი ვიყავი და საგარეო საქმეთა კომისარ, ლიტვინოვთან ერთად, აქტიურად ვმუშაობდი ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, სტალინის კურატორობით. თუმცა, ლიტვინოვმა ვერ მოახერხა ეს და სტალინმა მე დამნიშნა მის მაგიერ, ამ  საკითხის მოსაგვარებლად. რაც 1939 წლის 31 აგვისტოს, ათწლიანი თავდაუსხმელობის შეთანხმებით დასრულდა. მართალია, ჰიტლერმა ოცდაერთ-ნახევარ თვეში დაარღვია, მაგრამ დრო მაინც მოვიგეთ და ფაშიზმიც გავანადგურეთ...“
თუკი სტალინმა ბრიტანეთ-საფრანგეთის პროჰიტლერულ პოლიტიკასა და მათ წამყვანებს „ევროპელი ვირთხები“ 1938 წელს უწოდა, საბჭოთა ბელადის ამ მოსაზრებას მოწინავე დასავლეთელი მკვლევრები, მართალია, 68 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც იზიარებენ.“

скачать dle 11.3