კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #48

კითხვა: როგორ მოვიშოროთ სიმთვრალის ცოდვა?
პასუხი: ამ ცოდვისა და სენის მოსაშორებლად განუწყვეტლივ უნდა ევედროთ უფალს. განმარტოვდით მარხვითა და სინანულით და დაფიქრდით იმაზე, სიმთვრალის ცოდვაში ჩავარდნით რა ტკივილს აყენებთ ახლობლებს და საკუთარ თავს. გადაიხადეთ პარაკლისი წმიდა ბონიფანტეს სახელზე, რომელსაც მემთვრალეობისგან განკურნება ძალუძს. ასევე, არსებობს საგანგებო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მემთვრალეობისგან განგკურნავთ. შეიძინეთ ის და სთხოვეთ დახმარება.
კითხვა: სამწუხაროდ, ურწმუნოთა ოჯახში აღმოვჩნდი. ჩემი მამამთილი ათეისტია, ჩემი მეუღლე კი – მოუნათლავი. ძალიან განვიცდი, გადავა თუ არა ეს ცოდვები ჩემს შვილებზე?
პასუხი: თქვენს შვილებზე ეს ცოდვები არ გადავა. შეეცადეთ, თავად თქვენ იცხოვროთ ეკლესიურად და ამით მისცეთ ბავშვებს მაგალითი. მონათვლა კი არცერთ ასაკში არ არის გვიან. არ დააკლოთ ცდა, რომ მეუღლე მოინათლოს, ოღონდ ეს სიმშვიდითა და სიმდაბლით გააკეთეთ.
კითხვა: უფლის მწამს, ეკლესიაში დავდივარ, კეთილ საქმეებსაც ვაკეთებ, მაგრამ ვერ ვიცავ მარხვას. ცოდვილად ვითვლები?
პასუხი: როდესაც ადამიანი თავს მორწმუნედ მიიჩნევს და სურს, ეკლესიური ცხოვრება, თუ ჯანმრთელობაც ხელს უწყობს, აუცილებლად უნდა იმარხულოს, თქვას აღსარება და ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
კითხვა: რამდენ ხანს არის მიზანშეწონილი გარდაცვლილის გლოვა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ?
პასუხი: ქრისტიანი იგლოვს 40 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ქრისტიანი ადამიანის გლოვა მიზანშეწონილი არ არის.

скачать dle 11.3