კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ქირაობს თინათინ ბოკუჩავა ყოველწლიურად 10 000 ლარად და როგორ ისტუმრებს შემოსავალზე მეტ ვალს მისი მეუღლე #48

აწ უკვე ხალხის ორგზის რჩეული თინათინ ბოკუჩავა 1983 წლის მაისშია დაბადებული თბილისში. განათლება უცხოეთში მიუღია, კერძოდ, ბოსტონში, ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (იქ სულ რაღაც 8 თვე ისწავლა, სხვა უმაღლესი სასწავლებელი მის შრომით ბიოგრაფიაში მითითებული არ არის). ქ-ნი თინათინის სპეციალობაა: დიპლომატია და საერთაშორისო სამართალი. მისი სამუშაო გამოცდილება 2009 წლის მარტში დაწყებულა: როგორც კი 8-თვიანი სწავლა-განათლება დაუსრულებია, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში (ვაშინგტონში), სადაც ექვს თვეს იმუშავა; ამის შემდეგ NDI-ს თბილისურ ოფისში განაგრძო საქმიანობა (2011 წლამდე). 2011 წლის მარტში საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 4 თვის შემდეგ, კერძოდ, 2011 წლის ივლისიდან, 2012 წლის აპრილის ჩათვლით, ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იმუშავა დესპანად. 2012 წლის აპრილ-აგვისტოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდა – გენერალური აუდიტის მოადგილედ. 2012 წელს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით; ასევე, 2016 წლის მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია, ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით.
თინათინ ბოკუჩავამ პირველად დეკლარაცია 2012 წელს შეავსო, როგორც აუდიტის სამსახურის მოადგილემ და ოჯახის წევრად მიუთითა ბებია, მედეა ვარდოსანიძე. სწორედ ქ-ნი მედეას საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე (130 კვ. მ.). თუმცა თინათინ ბოკუჩავა „თი ბი სი ბანკში“ ანაბარზე 27 000 აშშ დოლარს ინახავდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წელს ქ-ნმა ბოკუჩავამ, როგორც დესპანმა, ექვსი თვის განმავლობაში  21 139 ევრო აიღო; როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, 4 თვის განმავლობაში, 5 631 ლარი; როგორც NDI-ს ოფიცერმა – 14 973 ლარი.
თინათინ ბოკუჩავას მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში 2016 წელს, მან ოჯახის წევრად მიუთითა: მეუღლე, 1981 წელს დაბადებული კონსტანტინე იოსელიანი და 2015 წელს დაბადებული შვილი – ნიკო. ოჯახის უძრავი ქონება შემდეგნაირადაა გადანაწილებული: დეპუტატის საკუთრებაა ბინა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე (51 კვ.მ.), მისი მეუღლის კი – მიწის ნაკვეთი თბილისში, დიდ ლილოში (1 500 კვ.მ.), არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, რუსთაველის გამზირზე (30 კვ.მ.) და 50-50 პროცენტი ბინისა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (198 კვ.მ.) და საცხოვრებელი სახლისა ქობულეთში (300 კვ.მ.). მასვე ჰყავს ავტომანქანა „მაზდა“. თინათინ ბოკუჩავა ანაბარზე 15 619 აშშ დოლარს ინახავს, კონსტანტინე იოსელიანი დეპოზიტზე – 3 500 ლარს.
2015 წლის განმავლობაში თინათინ ბოკუჩავამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 59 285 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ კი, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, 1 560 ლარი, ხოლო, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნესასოციაციის მენეჯერმა, 2 800 ლარი. 2015 წელს დეპუტატს გასავალიც ჰქონდა – შპს „ედელვაისის“ ქირავნობაში 10 005 ლარი გადაიხადა; კონსტანტინე იოსელიანმა კი „საქართველოს ბანკიდან“ 2012 წელს 60 000 ლარი აიღო (სამი წლით) და 2015 წელს მისი მომსახურება 11 356 აშშ დოლარი დაუჯდა.
რაც შეეხება წინა წლებს: 2012 წელს ქ-ნმა ბოკუჩავამ, როგორც დესპანმა (4 თვის განმავლობაში), 12 037 ევრო აიღო, როგორც გენერალური აუდიტორის დირექტორის მოადგილემ, 5 თვის განმავლობაში, 26 850 ლარი, როგორც პარლამენტის წევრმა, ორ-ნახევარი თვის განმავლობაში – 14 727 ლარი. 2013 და 2014 წლებში, როგორც პარლამენტის წევრმა, 60 410 – 60 410 ლარი მიიღო.

скачать dle 11.3