კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაქუცული და გაქსუებულები #48

„ბედი მომეც, სანეხვეზე დამაგდეო“

 2016 წელს ამ ჩვენს ლარს ისეთი ბედი ეწია, მტერს რომ არ ვუსურვებ. და თუმცა სულ ზემოთ-ზემოთ, მაღლა და მაღლა ასვლის სურვილი მანამდეც ემჩნეოდა კოჭებში, მთლად ასეთი გაფრენის მასშტაბს მაინც ვერ წარმოვიდგენდით.
მაგრამ, წარმოვიდგენდით თუ ვერა, ისეთ თავისუფალ ცურვაშია, ვშიშობთ, არ გასამდეს. ოღონდ, სანამ ჩვენ ვშიშობთ, საქართველოს კომერციული ბანკები, რომლებიც ადგენენ ამ ჩვენი გაქცეული, აწ კი უკვე გაქუცული ლარის კურსს (მარტივად რომ ვთქვა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვით), ფრიად ქსუვდებიან.
სახელდობრ, ამ ჩვენი ეროვნული ბანკის ინფორმაციით (რომელსაც არა და არ უნდა, რომ ლარის კურსის დადგენაში არა მხოლოდ ბანკებმა მიიღონ მონაწილეობა), ამა წლის ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებას, არც მეტი, არც ნაკლები, 48 მილიონი ლარი შეუდგენია (ბარაქალა მათ ლარკაცობას?!), რაც, ასევე, არც მეტი, არც ნაკლები, 26 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.
უფრო მეტიც – 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 532 მილიონი ლარია, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე მესამედით, ანუ 133 მილიონი ლარით მეტი ყოფილა (ბარაქალაც და ლარაქალაც?!).
აქედან გამომდინარე კი, შეგონების – ბედი მომეც, სანეხვეზე დამაგდეო, თანამედროვე ქართული პერიფრაზია – ბედი მომეც, საბანკეზე დამაგდეო (ანუ თვით სანეხვის შემთხვევაშიც კი, მჯობნის მჯობნი, თურმე, არ დაილევა). –

скачать dle 11.3