კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სეპარატისტულ ალყაში #48

ანუ ქართული კვალის ამოსაძირკვად

 რაკი გალის ქართველობას ვერაფერი მოუხერხეს, თუმცა ბოლოს ისიც კი შესთავაზეს, რომ თავიანთ აფხაზურ „ფესვებს“ დაბრუნებოდნენ (სეპარატისტული ვერსიით – გალელები ძალით გაქართველებული აფხაზები არიან), როგორც ჩანს, გალის რაიონის უბრალოდ დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.
ჰოდა, რაკი მიიღეს, გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, ხოლო გალის რაიონის ტერიტორია კი ორ სხვა რაიონს შორის გადანაწილდა. კერძოდ: ზოგი სოფელი ოჩამჩირეს ერგება, ზოგიც – ტყვარჩელის რაიონს.
შუაგულ გალში 25-მდე სამხედრო საგუშაგო განთავსდება და იქვე, სამხედრო აეროდრომიც აშენდება. იმას გარდა, რომ შესვლაც მხოლოდ საშვებით იქნება შესაძლებელი.
თუმცა ოს სეპარატისტებთან შედარებით აფხაზი სეპარატისტების ხელით განხორციელებული გეგმა (რაღა სეპარატისტული – ოკუპანტური) უფრო ჰუმანურია: თუკი 2008-ში დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები ტრაქტორებით გაასწორეს მიწასთან – ქართული კვალის ამოსაძირკვად, გალს ჯერჯერობით მხოლოდ აქუცმაცებენ.
ხოლო, ვინაიდან მცირე ერებს ამ მზისქვეშეთში განვითარების თავისი ლოგიკა აქვთ: ჩვენ ხომ ჩვენი დავიმართეთ, მაგრამ აი, ის კი უნათლესი ჭეშმარიტებაა, რომ ეს ჩვენი სეპარატისტები საკუთარი ორთავ ხელით გაითხრიან სამარეს და ეჭვი მაქვს, მიწის მიმყრელიც კი აღარ ეყოლებათ. –

скачать dle 11.3