კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლევან კალმახელიძე: „ყველაზე დიდი სტიმული ის შეგრძნებაა, როცა ოპერაცია წარმატებით ჩაივლის“ #47

ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც მძლავრ  პროფესიულ-სამეცნიერო ბაზას ეფუძნება, საქართველოში დღეს ამ დარგის პრიორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებად სახელდება. აქ რამდენიმე ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს: პროფესიონალიზმი, ყურადღება პაციენტის მისამართით და სწორად წარმართული მკურნალობა. პაციენტები ხედავენ ზრუნვას და ყურადღებას და შესაბამისად, ექიმებისადმი მათი ნდობის კოეფიციენტიც ესაა.
 ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი კონსტანტინე მარდალეიშვილი, ცნობილია საქართველოს და ევროპის სამედიცინო საზოგადოებისთვის როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო მოღვაწეობითა და ორგანიზებული საქმიანობით. კლინიკა გამორჩეულია ახალგაზრდა, წარმატებული ექიმებითაც. ბატონი კოტეს უშუალო ხელშეწყობით, კლინიკაში წარმატებით მუშაობენ ამ დარგის უკვე წამყვანი ლიდერები. მათ შორისაა, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი ლევან კალმახელიძე.
ლევან კალმახელიძე – მინი-დოსიე: ონკოლოგი, თავისა და  კისრის  ონკოლოგიურ დაავადებათა სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი. 1986 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შემდგომ მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და 1993 წელს  დაიწყო მუშაობა ექთნად ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მალევე ის თავ-კისრის ონკოლოგიურ სნეულებათა განყოფილების ექიმად იწყებს მუშაობას და შემდეგ, ამავე, ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში, 2011 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე   მუშაობს. 2011 წლიდან ბატონ კოტე მარდალეიშვილთან ერთად იწყებს მუშაობას, მის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ ონკოლოგიურ კლინიკაში. 2008 წელს  წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დღეისთვის  ის კოტე მარდალეიშვილის ონკოლოგიის სამეცნიერო  ცენტრში, ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. თუმცა, სპეციალური მიწვევით ოპერაციებს აკეთებს სხვა  ონკოლოგიურ კლინიკებშიც.  
– ბატონო ლევან, რა ტიპის ოპერაციებს ახორციელებთ ამჟამად მარდალეიშვილის კლინიკაში?
– მე გახლავართ ქირურგი-ონკოლოგი, კერძოდ, თავისა და კისრის არეში არსებულ  ორგანოთა ონკოლოგიური თუ არაონკოლოგიური სიმსივნური დაავადებების მკურნალობის სპეციალიზაციით. რაც შეეხება ოპერაციებს,  ჩვენს კლინიკაში ჩატარებული ქირურგიული ჩარევების  სპექტრი საკმაოდ  მრავალფეროვანია და მართალი გითხრათ, გამიძნელდება ყველა მათგანის ჩამოთვლა.
– ბატონო ლევან, ძალიან საგანგაშო სტატისტიკაა ონკოლოგიურ დაავადებათა მატების თვალსაზრისით. თქვენი შეფასებები როგორია?
– სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით. ონკოლოგიური დაავადებების ხვედრითი წილი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის ავადობის მაჩვენებლებში, წლიდან წლამდე პროგრესირდება. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ფარისებრი ჯირკვლის ონკოპათოლოგიის მნიშვნელოვანი მატება.  სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად, 80-იან წლებთან შედარებით,  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 3-ჯერ მეტი ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება. უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი, სხვა გარემო პირობებთან ერთად, მომატებული რადიაციული ფონია, რაც  ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის გამოძახილია. იაპონელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, ხიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდგომ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ავადობის პიკი დაფიქსირდა 30 წლის თავზე. წელს სწორედ 30 წელი გავიდა ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ.
– ბატონო ლევან, საათობით საოპერაციო მაგიდასთან გიწევთ მუშაობა. რა გაძლევთ ამ დაძაბული გრაფიკისა და  სტრესის დაძლევის სტიმულს?
– სტრესს ისევ საოპერაციოში  ვიხსნი. სხვა ადგილი და საშუალება, ელემენტარულად არ მაქვს. სხვათა შორის, ოჯახის წევრებიც განიცდიან მუდმივად ჩემს ასეთ დაძაბულ გრაფიკს. თუმცა, ჩვენი პროფესიაც ესაა. ხანდახან ოპერაციას დილის 8 საათზეც კი ვიწყებ. თითქმის ყოველდღე ოპერაციას ვაკეთებ. ერთადერთი, ვცდილობ, კვირა დღეს ნაკლებად დავიტვირთო.
– კვირა დღეს როგორ ატარებთ?
– კვირა დღეს ვისვენებ. მეგობრების წრეში კი, ძირითადად, შაბათ საღამოს ვცდილობ, განვიტვირთო. ტრადიციულად, ურთიერთობებით, საუბრით, სუფრასთან შეკრებით და ასე შემდეგ. მაგრამ, მაინც ვისვენებ  მას შემდეგ, რაც  ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, ონკოქირურგიაში, პოსტოპერაციულ პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგია დღეს საზოგადოებისთვის ძალიან საშიშ დაავადებასთან ასოცირდება, მინდა გითხრათ, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, რომ ერთ-ერთი დაავადება, რომელიც შეიძლება, სწორი მკურნალობით მორჩეს, ეს  სიმსივნეა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მორჩება, თუმცა პაციენტების საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი აუცილებლად  განიკურნება! განსხვავებით ქრონიკული დაავადებებისგან, რომლის შემთხვევაში,  რამდენიც არ უნდა ეცადოს პაციენტი ან ექიმი, ფიზიკურად, გამორიცხულია სრული გამოჯანმრთელება.
ვფიქრობ, ზოგადად, ყველა დაავადების დროს, განსაკუთრებით კი ონკოლოგიაში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციის კულტურის ამაღლება. პაციენტი ექიმთან არ უნდა მიდიოდეს მხოლოდ უკიდურეს მომენტში და კრიტიკულ სიტუაციაში. მინიმუმ, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იტარებდეს  კვლევებს. პრევენცია და სწორი დიაგნოსტიკა, ექიმის დანიშნულების ზუსტად შესრულება,  დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებებია.

скачать dle 11.3