კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაფიძის გულის ცენტრი – ანდეთ თქვენი გული პროფესიონალებს! #47

ჩაფიძის გულის ცენტრი დღეისთვის მსხვილი,  დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო კლინიკაა, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ფუნქციებით, სადაც წარმოდგენილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის მთლიანი სპექტრი.  ჩვენ მიერ ჩატარებული წლის ლოკალური კვლევების თანახმად, ჩაფიძის კლინიკა  გამარჯვებულია კარდიოლოგიური მიმართულებით, იკავებს  წამყვან ადგილს  და შედის წლის 10 წამყვან კლინიკაში საქართველოს მასშტაბით. უმაღლესი პროფესიონალიზმი, მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და აქცენტი პაციენტის უსაფრთხოებაზე – მისი წარმატებულად დასახელების მთავარი კრიტერიუმებია.
აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის განახლებული გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ქართულ-გერმანული ჰოსპიტალია, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ევროპული სტანდარტების დონის, საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვან სამედიცინო დახმარებას. 1994 წელს  ჩამოყალიბდა „გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი”. 2011 წელს ბად-კროცინგენის გულის ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმით,  განხორციელდა კლინიკის რებრენდინგი და დაარსდა „ჩაფიძის გულის ცენტრი – ქართულ-გერმანული ჰოსპიტალი.“ ცენტრმა 2016 წელს დაამტკიცა თავისი ლიდერობა, როგორც საქართველოს, ასევე, უკვე ევროპულ სამედიცინო ბაზარზე და ევროპის იმ 80 სამკურნალო ცენტრს შორის დაიმკვიდრა ადგილი, რომლებიც  ფლობენ გერმანული აუდიტორული კომპანია KTQ-ს საერთაშორისო სერტიფიკატს. ეს კი ადასტურებს, რომ  კლინიკის   სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი, ტექნოლოგიები, სამედიცინო პერსონალის დონე, შეესაბამება მკურნალობის, დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციის დასავლეთევროპულ სტანდარტებს. „ჩაფიძის გულის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის, აშშ-ის, ავსტრიის, რუსეთის, თურქეთის წამყვან კლინიკებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია  თანამშრომლობა გერმანიის ბად–კროცინგენის გულის ცენტრთან  – „Herz-Zentrum Bad Krozingen“.    
2000 წელს ცენტრში გაიხსნა საქართველოში პირველი კარდიოქირურგიული განყოფილება, პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც უკვე 6 000-მდე მაღალტექნოლოგიური გულის ოპერაციაა ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ ბატონი ზვიადი და მისი გუნდი მსოფლიოს იმ 10 კარდიოქირურგიული კლინიკის პროფესიონალთა რიცხვში შედიან, რომლებიც ფლობენ მანკების მკურნალობის უნიკალურ მეთოდს – ეგრეთ წოდებულ „ოზაკის“ ოპერაციას. 2009 წელს ცენტრში  ამოქმედდა  უახლესი მოდელის სტაციონარული ანგიოკარდიოგრაფიული დანადგარი – /PHILIPS/, ხოლო 2012 წელს დამატებითი –  /SIEMENS/  აღჭურვილი  გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის მეორე ლაბორატორია, ქართულ კარდიოლოგიაში ინტერვენციული მედიცინის პიონერის, პროფესორ ალექსანდრე  ალადაშვილის ხელმძღვანელობით. ეს ერთადერთი კლინიკაა, სადაც 2 დანადგარი მუშაობს პარალელურ რეჟიმში, რაც გამორიცხავს გადაუდებელი შემთხვევის მკურნალობის დაყოვნებას და პაციენტის გართულების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ანგიოგრაფიული დანადგარები საშუალებას იძლევა, გულისა და სისხლძარღვების უმაღლესი ხარისხის რენტგენგამოსახულების (კორონაროგრამა, ვენტრიკულოგრამა) მიღების საშუალებას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა იმისა, რომ პაციენტებისათვის ინვაზიური და ინტერვენციული პროცედურები (სტენტირება) ჩატარდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების  დონეზე.  2009 წელს აღნიშნული ლაბორატორიების ბაზაზე შეიქმნა  კარდიოვასკულარული ინტერვენციების განყოფილება. აღნიშნულ განყოფილებაში დღეისთვის ჩატარებულია 13 000-ზე მეტი კორონაროგრაფია  და 4 000-მდე კორონარული ინტერვენცია (სტენტირება). მთელი დატვირთვით მუშაობს კარდიოლოგიური, პულმონოლოგიური, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტები, სადაც დასაქმებულია მაღალკვალიფიციური პერსონალი – პროფესორები: თამაზ მაღლაკელიძე, პროფ. მიკა წვერავა, ვახტანგ ჭუმბურიძე; მედიცინის დოქტორები: სოფიო უნგიაძე, დავით იოსელიანი, ივა ხოჭოლავა, კახა ეცადაშვილი და სხვები. დარგის გამორჩეული სპეციალისტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
2013 წელს დამთავრებული რეკონსტრუქციისა და განახლების შემდეგ, ცენტრში არის დასავლეთ ევროპული სტანდარტის, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი და პაციენტის მაქსიმალურ კომფორტზე გათვლილი, 1 და 2–ადგილიანი პალატები – სულ 140 საწოლი. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის წარმატებას ადასტურებს ისიც, რომ 2015 წელს აქ მკურნალობა ჩაუტარდა 7 800 სტაციონარულ და 18 000-მდე ამბულატორიულ პაციენტს, რაც 2005 წელს ნამკურნალებ პაციენტების რაოდენობასთან  შედარებით, 10-ჯერ მეტია. რაც მთავარია, პაციენტების მკურნალობის შედეგებით ცენტრი არათუ ჩამოუვარდება, არამედ ხშირ შემთხვევაში, გამოირჩევა უფრო უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლებით, ვიდრე დასავლეთ ევროპის მოწინავე სამედიცინო დაწესებულებები.
„ჩაფიძის გულის ცენტრი“ არის დაწესებულება, რომელიც არ კმაყოფილდება მიღწეულით, მუდმივად ვითარდება და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას აძლევს საშუალებას, მიიღის მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტის სამედიცინო დახმარება ნებისმიერი სირთულისა და მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის ხელმისაწვდომ ფასად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, 0159,
ნ. ჯავახიშვილის ¹1
Tel: +995 322 402301
E-mail:office@ecc.ge
web: chapidzecenter.ge
facebook: ჩაფიძის გულის ცენტრი/Chapidze Emergency Cardiology Center

скачать dle 11.3