კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გრძნობა დაკარგა ზალიკო ბერგერმა ბავშვობის შემდეგ და არის თუ არა ის ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე #47

ზალიკო ბერგერი ახლახან დაბრუნდა მიუნხენიდან, სადაც ერთ-ერთი კონცერტის წამყვანი გახლდათ. როგორც დიზანიერი ამბობს, საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში არაერთხელ ყოფილა, მიუნხენის მდიდრულმა ცხოვრებამ განსაკუთრებით მოხიბლა.
ზალიკო ბერგერი: გერმანიაში ჩემი ვიზიტი იმით დაიწყო, რომ ზურა ხაჩიძე მიუნხენში მიწვეული იყო სოლო კონცერტზე, ერთ-ერთ ბიზნესმენთან – ალი თარისთან, რომელთანაც დამეგობრდა. ამის შემდეგ, ზურამ მითხრა: მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ შემდეგ კონცერტზე შენ იყავი წამყვანიო და დავთანხმდი. ეს იყო ჩემი პირველი გასტროლი. აქამდე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. პუბლიკა იყო – რუსი, გერმანელი, უკრაინელი და ქართველი. აქედან გამომდინარე, თუ რამე გერმანული სიტყვა მქონდა ბავშვობაში ნასწავლი, ყველაფერი გავიხსენე (იცინის). ცოტა კი ვინერვიულე, თუმცა სრული ანშლაგით ჩაიარა კონცერტმა. ვიდრე საღამო დაიწყებოდა, ალი გაგვიმასპინძლდა და ცოტა სასმელი დავლიე. ალკოჰოლმა გერმნაულის გარდა, რუსულ, ინგლისურ და ქართულ ენაზეც ამაჭიკჭიკა (იცინის). ავიყოლიეთ მთელი დარბაზი. იქ სტუმრებთან ჩამოვედი, ვიღაცას ვუთხარი, ჩემი თარჯიმანი ხარ-მეთქი, „ფეისბუქზე“ ლაივი ჩავრთე და მოკლედ, გადავრიე ყველა. ზურამ გახსნა კონცერტი და ოვაციები არ წყდებოდა. რაც შეეხება აჩიკოს, მის გამოსვლაზე სულ გაგიჟდნენ, ყირაზე გადავიდა ხალხი, სცენაზე ამოცვივდნენ (იცინის).
მოგზაურობას ყოველთვის ახლავს ისტორიები. ზურა არის ბავარიის ფანი. წავედით  და იქ ცნობილ ფეხბურთელებთან გადავიღეთ ფოტოები ისე, რომ მე სულ არ ვიცოდი ვინ იყვნენ (იცინის). მერე აჩიკო გამოვამგზავრეთ თბილისში და ჩვენ წავედით ბერლინში, ჩვენს მეგობართან, ნოე ვენცელთან.
– ზურა და შენ დეიდაშვილები ხართ. რომელიმეს გავლენა თუ ყოფილა თქვენს პოპულარობაზე?
– კი, ზურა ჩემი ალალი დეიდაშვილია – დედაჩემის დის შვილი. არა, მსგავს რამეს ვერ ვიტყვი. ზურა ჩემზე ცოტა პატარაა, მაგრამ ბავშვობის მეგობარია. ბავშვობაში, როცა ბორჯომიდან ჩამოდიოდა ხოლმე, როგორც თავად იხსენებს,  ჩემთან, სახლში გაიცნო ირაკლი ჩარკვიანი და კიდევ სხვა ცნობილი მომღერლები. მან შოუ-ბიზნესში თვითონ გაიკვალა გზა.  ზურამ პოპულარობა იმ დროს მოიპოვა, როცა შოუ იყო და ბიზნესი – არა.  ეს ჩვენი პირველი ერთობლივი „პაესტკაა.“
– ბავშვობიდან ბევრი რამ გექნებათ გასახსენებელი.
– ჩვენი ურთიერთობა ბავშვობაში ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. თვითონ იხსენებს, რომ ერთხელ წიგნები დაუხევია ჩემთვის და თავში ჩამირტყამს, თუ რაღაც მსგავსი (იცინის). ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, რადგან ზურა ბორჯომში ცხოვრობდა. თან, დეიდაჩემი გაშორებული იყო ქმართან. ზურას მამას მეორე ცოლი ჰყვდა. როცა გაიზარდა, 15 წლისა  ჩამოვიდა თბილისში. მერე ხშირად ვნახულობდი და დავმეგობრდით. თან, ჩვენ  შორის ასაკობრივი განსხვავებაც უკვე აღარ იგრძნობოდა. მაშინ ლექსებს წერდა და მომღერლობა უნდოდა. თავიდან ვითომ რეპერობდა. ერთი ძალიან სასაცილო ტექსტი ჰქონდა: „დახეული ბოტასები, დახეული პლაში, მაყურებელო, ტაში“ (იცინის).
– ზალიკო, ასეთი პოზიტიური ხასიათით ვის ჰგავხარ?
– დედაჩემის ხასიათი მაქვს, ოღონდ მე უფრო მოზღვავებულ ენერგიას გავცემ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, სახლში სტუმარი მიმიყვანია. მე დამძინებია და ბელას გაუგრძელებია ქეიფი, ისე რომ, ყველა კმაყოფილი დარჩენილა.  მამას უფრო სხვანაირი ხასიათი ჰქონდა. წლების წინ გარდაიცვალა.
– რას გეუბნებოდა მამა, როცა გადაწყვიტე, რომ დიზაინერი ყოფილიყავი?
– როცა მე ამ სფეროში დავიწყე მოღვაწეობა, მამა უკვე მძიმედ იყო დაავადებული. თან, იმ პერიოდში არსად ვჩანდით დიზაინერები. პრესა არ წერდა და ტელევიზორში ჩვენ არ გვაჩვენებდნენ, შესაბამისად, არც იცოდა, დიზაინერი ვიყავი, თუ – რა. მახსოვს, პირველი ინტერვიუ ეველინა ხრონჩესკომ აიღო ჩემგან, როცა რუსეთში ერთ-ერთ ფესტივალზე მივიღეთ ქართველებმა მონაწილეობა. ეს ქალბატონი დღეს „ფეშენის“ დედაა. მერე დაიწერა რომელიღაც ქართულ გაზეთში, რომ „ქართველმა დიზაინერებმა რუსეთი დაიპყრეს“. მამა პროფესორი გახლდათ და ნაკლებად იყო მსგავსი საკითხებით დაინტერესებული.
– როგორი ბავშვი იყავი, გსჯიდნენ ხოლმე?
– საერთოდ, არ გავზრდილვარ მკაცრად. სიმართლე გითხრათ, მეც არ მჭირდებოდა სიმკაცრე – ბავშვობიდან ბეჯითი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით სავსე ვიყავი. მერე დავკარგე ეს გრძნობა... (იცინის). შეიძლება ითქვას, მერვე კლასიდან „გავფუჭდი“ (იცინის). ერთხელ დამსაჯა მამამ, რის გამო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შემომარტყა. ეს მეწყინა და საწოლის ქვეშ შევძვერი, ძალიან თავისუფალი აღზრდის მეთოდები ჰქონდათ ჩემს მშობლებს, სიგარეტის მოწევა მე-11 კლასში დავიწყე. დედაჩემმა რომ გაიგო, სიგარეტს ვეწეოდი, მირჩევნია, სახლში მოწიო, ვიდრე „პადვალშიო“ და იქიდან მოყოლებული, ვეწევი სახლში (იცინის).
– „ლგბტ” საზოგადოების ჩაგვრასთან დაკავშირებით, რა აზრის ხარ?
– მაგაზე ერთ ისტორიას მოგიყვებით. რუსთაველზე ვარ და ძმაკაცებმა დამპატიჟეს ერთ-ერთ ბარში, ტაბიძეზე. ვიფიქრე, ბარემ ფეხით წავალ, ღიპს დავიგდებ-მეთქი. გამოვდივარ ქაშუეთიდან და ბევრი კამერაა. ცოტა ხანი გავჩერდი, იქნებ ინტერვიუ ჩამომართვას ვინემ-მეთქი. ამ დროს უცებ ჩართვაა: დღეს ჩვიდმეტი მაისია, „ლგბტ” საზოგადოება, რაღაცა რაღაცა... ეს გავიგე თუ არა, რომ „მოვცოცხე,“ ორ წამში ვიყავი ტაბიძეზე (იცინის). ვისაც ვიცნობ მაგ საზოგადოებიდან, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ მიმაჩნია, რომ ჩაგვრაა. ყველას ჯვარი წერია, მაგრამ ეგ ისტორიებიც ძალიან ინდივიდუალურია. არა მგონია, ვინმეს ვინმე მოეკლა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ „ლგბტ” საზოგადოებას ეკუთვნოდა, ბევრად ჩახლართული თემებია.
– ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე ხარ?
– უკვე, ტვინი წაიღეს ერთსქესიანთა ქორწინებით, გეგონება, ქორწინების სახლთან რიგი იდგეს და ყვიროდნენ: არიქა, ხელი მოგვაწერინეთო (იცინის). ვინ ითხოვს ხელის მოწერას, ან ვინ მოაწერს საქართველოში ხელს, გინდ დაამტკიცო, გინდ არა (იცინის). სულ არ მაინტერესებს, ვინ რას იზამს. ბევრი ქართველი ვაჟკაცი ჩასულა უცხოეთში და იქ მოუწერია ხელი იმიტომ, რომ თავშესაფარი მიეღო. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართველებს ევროპაში ადგებათ ეგ საქმე.
– ნარკოტიკებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– ყველა სახის ნარკოტიკი მაქვს გასინჯული. მარიხუანა პირველად რომ მოვწიე, კინაღამ მოვკვდი. ბათუმში ვიყავი ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად, ვიქნებოდი 19-20 წლის. ვიდრე მოვწევდი, მანამდე შამპანური მქონდა დალეული. ადგომა რომ დავაპირე, მივხვდი, რომ ფეხებს ვეღარ ვდგამდი. ეს გოგო ჩემზე ბევრად დაბალი იყო და მან ამაყენა სიმწრით. თურმე, ზურგზე მოკიდებული მიმიყვანა სასტუმროში და მთელი ღამე ლოცულობდა, რომ გადავრჩენილიყავი. მე არ მახსოვს, მაგრამ მითხრა, საშინელებები გელანდებოდა და ლაპარაკობდიო. იმის მერე აღარ გავკარებივარ ამ მოსაწევს. ერთხელ მოსკოვში გავსინჯე „ჯადოსნური სოკოები“, რომელიც საოცრება იყო. მახსოვს, ვიყავი უზომოდ ბედნიერი და ჩემ გარშემო იყო დღესასწაული.  ვხედავდი ღრუბლებს და ხელით ვყრიდი აქეთ-იქეთ. იქვე იყო მთვარე და რომ მივწდომოდი, ხელი მიგრძელდებოდა. თუმცა, ოთხ საათში, ბრახ, და სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდი (იცინის). ექსტაზიც მაქვს დალეული და კიდევ, სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი, მაგრამ დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ. პირიქით, მეშინია მსგავსი რაღაცების. თან, ჩემთვის მთავარია, სასმელი დავლიო, რომელიც არ უხდება ნარკოტიკს. ჯამში, მაინც მთვრალი გამოვდივარ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ, მგონი, ლოთი ვარ (იცინის).

скачать dle 11.3