კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ესწრებოდა ეროსი მანჯგალაძე სპექტაკლსაც და „დინამოს“ მატჩსაც ერთდროულად #47

რამაზ ჩხიკვაძე ასეთ კურიოზს ყვებოდა: „ეროსი მანჯგალაძე დიდებულად უთავსებდა ერთმანეთს მსახიობობასა და კომენტატორობას. ერთხელ ისე მოხდა, რომ „დინამოს“ საფეხბურთო მატჩი დღის 3 საათიდან საღამოს 6 საათისთვის გადაიტანეს, არა და საღამოს 7 საათზე ერთსაათიანი საბავშვო სპექტაკლი უნდა გვეთამაშა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აკაკი ხორავამ უარი უთხრა ეროსის დუბლიორის სპექტაკლში დაყენებაზე. ტელერადიოკომიტეტში კი, რომელსაც ბატონი კაკო ძიძიგური ხელმძღვანელოდა, ეროსის დუბლიორი არ ჰყავდა.
– ბატონ კაკო ძიძიგურს ვერ ვუღალატებო, – მითხრა ეროსიმ და სპექტაკლის გაცდენა გადაწყვიტა, რის გამოც, მას ხორავა თეატრიდან დაითხოვდა.
თეატრში ერთი „გუგულა“ გვყავდა, რომელიც სპექტაკლებში ნაკლებად იყო დაკავებული. სამაგიეროდ, დიდებული იმიტატორი იყო. განსაკუთრებულად კარგად ეროსის რადიორეპორტაჟებს ბაძავდა და შევთავაზე, ის დაესვა, ინკოგნიტოდ სტადიონზე საკომენტატორო ჯიხურში ეროსის მოეწონა ჩემი აზრი. გუგულა სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენც ის ჯიხურში დავსვით, სპექტაკლზე გავქანდით. ვითამაშეთ სპექტაკლი, თეატრიდან ჩემი მანქანით პირდაპირ ტელერადიოკომიტეტში წავედით, რომ „სტადიონიდან“ დაბრუნებულ ეროსის ჟურნალში აღნიშვნა გაეკეთებინა, რადგან მაშინ ასეთი წესი იყო. ამ სიჩქარეში, თამაშის ანგარიშიც კი არ გაგვიგია და როგორც კი, ბატონ კაკოს კაბინეტისკენ გავემართეთ, ის თვითონ გამოვიდა იქიდან. ეროსი რომ დაინახა, შეცბა. შემდეგ ჩაეცინა და უთხრა:
– მოხვედი, ეროსი?
– დიახ, ბატონო კაკო. გამოვიქეცი, როგორც კი რეპორტაჟი დავასრულე. საღამოს რეპეტიცია მაქვს. ჟურნალში ხელს მოგიწერთ და წავალო.
კაკო ძიძიგურმა თავის კაბინეტში შეგვიყვანა და სავარძლებში დაგვსვა. შემდეგ რადიო ჩართო და სწორედ ამ დროს იღრიალა გუგულამ ეროსის ხმით: „არის, არის, „დინამო“ ერთით ნულს იგებს!..“
– აბა, აქ ხარ, თუ იქ? – ირონიით იკითხა ბატონმა კაკომ და ხელი რადიოსკენ გაიშვირა.
მთელი კურიოზი კი ის იყო, რომ თამაში თასზე იყო. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა... კაკო ძიძიგურს სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მიუცია ეროსისთვის და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

скачать dle 11.3