ბრძნული აზრები #47
გოეთე: უვარგისი სიცოცხლე ადრეული სიკვდილია.
კანტი: დიდებულებს თუ ხშირად აქვთ საშუალება სიკეთე მოგვიტანონ, იშვიათად აღეძვრებათ ეს სურვილი.
ჰელვეციუსი: დიდ პოლიტიკურ მოღვაწეზე მაღლა ვაყენებ იმას, ვისაც არ სურს, გახდეს დიდი პოლიტიკური მოღვაწე, რამეთუ სულ უფრო რწმუნდება, რომ ქვეყანა ზრუნვის ღირსი არ არის.
სვიფტი: ის ვინც ამაყოფს თავისი ერუდიციით ან განსწავლულობით, არც ერთი აქვს და არც მეორე.
გერცენი: გვეშინოდეს სიკვდილისა არა საფრთხეში, არამედ მაშინ, როცა არაფერი არ გვემუქრება.
დიდრო: ქვეყნად ისეთი სულელი არავინ არის, რომ დროდადრო თავს არ ისულელებდეს.
ვოვენარგი: ზარმაცები ყოველთვის აპირებენ რაღაცის გაკეთებას.
დუკლო: სამნაირია უვიცობა: ერთი – არ არის ცოდნა, მეორე – ცუდად ცოდნა იმისი, რაც იცი, მესამე – ცოდნა იმის, რაც არ უნდა იცოდე.
ჰეგელი: ლომის ხახაში ყოფნა არაფერია, საშინელია მისი პირის გემოს გაზიარება.
ცვაიგი: ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ისაა, ვისაც შეუძლია საკუთარი თავი დაივიწყოს.
შოუ: აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ჰაერში ფრენა ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი – შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ბუასტი: ჭეშმარიტი ცოდნის წყარო – ფაქტებია.
ვოლტერი: ტალანტი სინდისი არაა, გაყიდვა ტკივილს არ მოგაყენებს.
ბეკონი: საოცრებაა ის, რომ ფერწერაში აღგაფრთოვანებს ის, რაც რეალობაში შეიძლება არც კი მოგწონდეს.
ბალზაკი: ყველაზე ცოცხალი მოძრაობა ხშირად ისტორიის ჩიხებში შეიმჩნევა.
სერვანტესი: წიგნებს, რომლებსაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მათსავე სირცხვილს საქვეყნოდ გამოამზეურებს.
ლევ ტოლსტოი: მუსიკა – ეს გრძნობების სტენოგრაფიაა.
პუბლიუსი: სიცოცხლე – ეს ხანმოკლე გასეირნებაა სამარადისო ძილის წინ.
ჰესიოდე: სიბერის პირველი სიმპტომი სიცოცხლის სიყვარულია.
არისტონი: ნებისმიერი სიცოცხლის ისტორიაში არის დამარცხების ისტორია.
პუბლიციუსი: ორჯერ მეტი მოაქვს მას, ვისაც სწრაფად მოაქვს.
ციცერონი: ადამიანი გაცილებით რთულია, ვიდრე მისი აზრები.
ბაირონი: თუ ადამიანი გიყვარს, ყველაფრის ლოგიკა ირღვევა.
მოპასანი: ყველაზე მეტად ქალური ლოგიკის ცხოვრებაში გამოყენებას თავად ქალები აპროტესტებენ.