კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ მიიღებს ნიკო ბერიძე მუსიკალურ შოუებში მონაწილეობას და რა შეხედულება აქვს მას ქალიშვილობის ინსტიტუტზე #47

მომღერალი ნიკო ბერიძე აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ მოღვაწეობას ბათუმში. მის ირგვლივ არაერთი ჭორი აგორებულა, ხან სოფო ნიჟარაძის შეყვარებულობას აბრალებდნენ და ხან – სხვების. მის ცხოვრებაში არსებობს გოგონა, თუმცა თავის რჩეულს შეყვარებულს არ უწოდებს. თუ როგორ ცხოვრობს ბათუმში, როგორია შეყვარებული ნიკო ბერიძე, როგორი გოგონები მოსწონს და როგორი აღიზიანებს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნიკო ბერიძე: ბათუმში ვცხოვრობ. ვმუშაობ აჭარის ტელევიზიის მუსიკალურ პროდიუსერად.  მე  მეხება მუსიკალური მხარე, მუსიკალური კლიპების მონტაჟი. მყავს ბენდი „ოთხი სეზონი”, ასევე, ვოკალური ჯგუფი და ვმუშაობ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრში. ამ ყველაფერთან ერთად, გართობისთვისაც მრჩება დრო და თვითონვე მიკვირს, როგორ ვასწრებ...
– როდის შემოვიდა შენ ცხოვრებაში როკ-მუსიკა?
– სამი-ოთხი წლის ვიყავი როიალთან რომ ვმღეროდი. 5-6 წლის ასაკში ძალიან მინდოდა, გიტარაზე დამეკრა და მივედი ხვიჩა მაღლაკელიძესთან. მაგრამ, ისეთი პატარა ხელები მქონდა, ვერ ვუკრავდი. ხვიჩამ მომისმინა და ვოკალის პედაგოგთან გამიშვა. ერთი წლის მერე, ისევ მივედი გიტარაზე და დავიწყე დაკვრა. საოპერო მუსიკაზე გავიზარდე. იმავდროულად, ვუსმენდი ყველა სახის მუსიკას. ფერადი ტელევიზორი, „ემტივი“ ახალი ხილი იყო, სადაც ვნახე „ქვინი“, „რადიოჰედი“ და სულ მომწონდა. ბავშვობაში ვუსმენდი ტექნოს, ვაგროვებდი ჩანაწერებს. ბათუმში ჩამოჰქონდათ ორიგინალი დისკები, რასაც ძალიან იაფად ჰყიდდნენ და სულ ვყიდულობდი. ერთ დღეს მივედი და რაც მე მინდოდა, არაფერი არ ჰქონდათ. მაინც რაღაც უნდა მეყიდა და ვხედავ, აწერია როკ-ოპერა. მოვუსმინე ქრისტეს და იუდას არიას და მაშინ „დამერხა“. ამან შეცვალა ყველაფერი და დღემდე როკი ჩემთვის ყველაფერია. ჩემს ძმაზეც მე მოვახდინე გავლენა. ახლა ჩემთან ერთად უკრავს ბენდში. კარგი ძმები ვართ. არასდროს გვიჩხუბია ერთი შემთხვევის გარდა და ისიც მთელმა ქვეყანამ გაიგო.
– შენი მოტოციკლით გატაცებაც როკს უკავშირდება?
– არა,  ჩემმა მეგობარმა ამიჩემა, გინდა თუ არა, მოტო იყიდეო და მეც ვიყიდე. ერთხელ  ჩემს ვოკალურ ჯგუფთან ერთად, ყაზახეთში  მივფრინავდი. მაშინ კარგად არ ვიცოდი მოტოციკლის მართვა და ერას მოედნიდან ბენზეში წავედი.  უკან რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობ, რამ წამომიყვანა, მართვა თითქმის არ ვიცი-მეთქი და ამიყოლია შიშმა. გზად, ტელევიზიასთან, ჩემი მეგობარი და ჩემი ძმა შემხვდნენ, მინდა, რომ გავაჩერო და „ჩამეკეტა“ ხელი, ამოვყირავდი და ყბა გავიტეხე. ეს ხდება ღამის სამ საათზე და ექვს საათზე ფრენა გვაქვს. ასე გავფრინდი ყაზახეთში და ამ საშინელ მდგომარეობაში ვიმღერე იქ. თუმცა, ეს რა არის, აქ ყბა მაინც მქონდა გატეხილი. „ქეთო და კოტეზე“ სალაპარაკო ხმაც კი არ მქონდა და არ ვიცი, რა სასწაულით შევძელი, მემღერა. სპექტაკლამდე 15-20 წუთით ადრე, რაღაც ხმა ამომივიდა. ეს დავიჭირე და ჩავატარე ეს სპექტაკლი. იყო შემთხვევა, 41 გრადუსი ტემპერატურითაც მიმღერია. ერთელ ნაღვლის ბუშტის შეტევით გამოვედი ბათუმის თეატრში.
– უცხოეთში ხშირად გაქვთ კონცერტები?
– კი და  როცა უცხოეთში მივდივართ, იქაც ბევრ სიგიჟეს ჩავდივართ. ერთხელ უკრაინაში  ვიყიდეთ არომატები და სასტუმროში კანალიზაციის სუნის დეზოდორი გავუშვით. დავხურეთ კარი და შევედით ჩვენს ნომერში, მაგრამ ისეთი სუნი დადგა, ჩვენთან ხომ შემოაღწია და ორი დღე მთელ სასტუმროში იდგა. ცუდ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი. ყველაზე კარგად მახსენდება ერთ-ერთი წარმატება, რის შემდეგაც მე და მომღერალი თამუნა მიქელაძე ამერიკაში გაგვგზავნეს. ჯერ გვითხრეს, რომ საქველმოქმედო კონცერტზე უნდა გვემღერა, თუმცა ამის გარდა, იქ ბევრი საღამო გვქონდა. ნიუ-იორკში, იმ დარბაზში გავმართეთ კონცერტი, სადაც ერთ დროს მაიკლ ჯეკსონი მღეროდა. ასევე, ვაშინგტონსა და ფლორიდაშიც ვიმღერეთ.
– რას იტყვი დღევანდელ მუსიკალურ შოუებზე. შეიძლება, ისევ გნახოთ რომელიმე მათგანში?
– რა თქმა უნდა, არ მივიღებ. მე ჩემი სიტყვა საკმარისად ვთქვი და მაქსიმალურად ვეცადე, ბოლომდე დავხარჯულიყავი და მადლობას ვუხდი მათ. არ ვნანობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ უნდა მიმეღო მონაწილეობა ისეთ უნიჭობაში, როგორიც „ორი ვარსკვლავია“. მას შემდეგ სამი შოუდან იყო შემოთავაზება. კარგი, მიიღებ მონაწილეობას, მერე რა ხდება? – არაფერი. ჩვეულებრივად უკრავენ ბარებში და რესტორნებში ის მომღერლები, როცა უცხოეთში ამ დონის მომღერლები უკვე ვარსკვლავებს ეთამაშებიან. ჩემთვის შოუ-ბიზნესი არასდროს ყოფილა, ყოველთვის მეკიდა და ახლაც მკიდია. ჩემს თავს მე უნდა მივხედო.
– როგორი უნდა იყოს შენი რჩეული გოგონა?
– ვერ ვიტან პრინცესა გოგონებს. მე მათთან ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საწოლშიც არასასურველები არიან. „ფეისბუქზე” რომ ფოტოები იჩითება, თავზე ყვითელი პეპლებით, ან იდიოტურ ვიდეოებს რომ იღებენ, ტუჩებდაპრუწულები და რაღაცნაირი სახით – ფოტოშოპში აწყობილი გოგონები, ფოტოშოპი რომ არ იყოს, რა ეშველებოდათ. არ მომწონს ასეთი გოგონები. ჩემი რჩეული „გიჟი” უნდა იყოს ჩემსავით და თან – გაწონასწორებული. მას თავისი საქმე უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, უნდა უყვარდეს ის, რასაც აკეთებს. აუცილებლად უნდა მოსწონდეს ჩემი საქმე და იყოს საყვარელი ადამიანის გულშემატკივარი. მე ცვალებადი ხასიათი მაქვს და ცოტა რთული გასაგები ვარ. მთავარი კი ურთიერთგაგებაა ქალისა და კაცის ურთიერთობაში. ეს რომ იკარგება, მაშინ მთავრდება ყველაფერი. ქალის მხრიდან ზედმეტი ყურადღებაც მაღიზიანებს – თვითონ რომ იჩენენ ინიციატივას. შეიძლება, გამოიჩინოს რაღაც დონეზე, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს „დასტოინად“. მე იმას არ ვამბობ, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი არ არიან. არ მივესალმები - შედი ქალო კუხნაში - ამ საზოგადოებას. ეგეთი უნიჭობები თუ ჩვენი ტრადიციაა, მაშინ ჩვენი დედაც... ბევრი რამ გაუკუღმართებულად გვესმის.  ავიღოთ ქალიშვილობის ინსტიტუტი.  მე სრულიად ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს ამ ამბავზე. უფრო მნიშვნელოვანი და ფასეული სხვა რაღაცეებია ქალში, ვიდრე ის პატარა რაღაც, რას მასში იმალება. კიდევ ვერ  ვიტან სუფრაზე დაძალება რომ იციან: დალიე, დალიე. ღირსები არიან, აიღო და ერთ ადგილას გაუკეთო ეგ ყანწი. ესენი უფრო დასაჭერები არიან, ვიდრე ისინი, მარიხუანაზე რომ იჭერენ. იმის  გამო, რაც კეთილშობილად გაქცევს, არ უნდა იჭერდნენ ადამიანს. უდიდესი დირიჟაბლით მარიხუანას ძალიან დიდი კვამლი უნდა გამოუშვა ისე, რომ მთელი საქართველო გადაფაროს და ეს როჟაალეწილი ტიპები უჟმური სახით რომ დადიან, უნდა დააბოლო. ვინც ჩარჩება, უნდა ჩატოვო, ვინც არადა, ყველა კაი ტიპი გახდება.
– როგორც ვიცი, იტალური სისხლი გირევია...
– დედაჩემის ბებია არის იტალიელი მხატვარი. თავადმა გურიელმა გენუადან მოიწვია მხატვრები სოფელ ექადიაში ეკლესიის მოსახატად. მათ მოეწონათ საქართველო და აქ დარჩნენ საცხოვრებლად. ვინაიდან, ქართველები იტალიურ გვარს ვერ წარმოთქვამდნენ, ეძახდნენ მხატვარს და ასე გახდა მისი გვარი მხატვარი. ძალიან პატარა გვარია, მაგრამ დედაჩემი გვარად არის მხატვარი. ყველა, გვარად მხატვარი, ჩემი წინაპარია. იყვნენ გემის კაპიტნები, ჩემებს აღარ უნდოდათ, მეც არ მიყვარს ზღვა და არ გამოვედი კაპიტანი. სოციალური ქსელის საშუალებით აღმოვაჩინე გენუელი ნიკოლოზ მხატვარი. შევეხმიანე ამ იტალიელ ტიპს და აღმოჩნდა ჩემი ნათესავი. მას მერე ვეკონტაქტებით ერთმანეთს.
– ხან ამბობდნენ, სოფო ნიჟარაძის შეყვარებულიაო. ერთი პერიოდი, ხმა გავრცელდა დაინიშნაო, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ეგ ჭორი იყო. ჩემმა მეგობარმა „ფეისბუქზე” დაწერა, რომ დაინიშნა. ვკითხე, ვისზე დაინიშნა, ჩემს თავზეო. რაღა შენს თავზე, მე მომნიშნე და დავინიშნოთ-მეთქი... ატყდა მთელი ამბავი. ყველა ჟურნალისტმა დამირეკა მეორე დღეს. რაც შეეხება სოფო ნიჟარაძეს, ისიც თქვეს, თითქოს სწორედ ამის გამო გამოვვარდი პროექტიდან, რაც ტყუილია. არც ვიცოდი, სოფო დარბაზში თუ იჯდა... მაშინ შევიტყვე, მარინა ბერიძემ რომ გამოაცხადა: ეტყობა, დარბაზში სოფო ნიჟარაძე რომ ზის, ამდენი ემოცია შენგან იმიტომ წამოვიდაო. მე და სოფო მეგობრები ვართ და ბუნებრივია, მეგობრები ერთმანეთს გულშემატკივრობენ. სახელს არავის ვარქმევ. არ მიყვარს სიტყვა შეყვარებული - არავის ვეძახი შეყვარებულს. ჩავთვალოთ რომ არის ჩემს ცხოვრებაში გოგონა, რომელთანაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, ისე კარგად, როგორც არასდროს მიგრძნია. რომ ვთქვა, რომ რომანტიკული ვარ-მეთქი, ტყუილი გამოვა. არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა არის მომენტები, როცა ვარ და ეს ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რათა სულის რაღაც ნაწილი გაილამაზოს.

скачать dle 11.3