კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

10 ნოემბერს, „გარდენ ჰოლის“ ულამაზეს დარბაზში, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ორგანიზებით, გრანდიოზული, რიგით მე-17 ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა #47

მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი” და კომპანია „გორბი“ ბიზნესრეიტინგს, ტრადიციულად, 1995 წლიდან ატარებენ.
ღონისძიებაში სულ 25-მა საუკეთესო ბიზნესკომპანიამ,  ათმა ინვესტორმა და სამმა კონკურსგარეშე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აქედან, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანიად „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ და დავით ზუბიტაშვილი  დასახელდა, რომელიც, ასევე, გრანპრის მფლობელიც გახდა. სპეციალური  ორდენი დავით ზუბიტაშვილს „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა, მალხაზ გულაშვილმა და ქალაქის მერმა გადასცეს.
ღონისძიებაში მონაწილე 10 საუკეთესო კომპანია /ინვესტორიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ „ომეგა ჯგუფი“ და ზაზა ოქუაშვილი დასახელდა.
 ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლე იყო – საქართველოში პირველად, ინვესტორთა დაჯილდოება – „Investment Awards” ჩატარდა, რომლის მიზანიც ინვესტორებისა და საუკეთესო საინვესტიციო პროექტების წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.
წელს სიახლე იყო ასევე, სახელმწიფო კომპანიის ნომინაციაც, სადაც, გამარჯვებულად „საქართველოს რკინიგზა“ და მამუკა ბახტაძე დასახელდა.
ღონისძიებას 35 მედიასაშუალება აშუქებდა, რომელებიც, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ასევე, გამოვლინდა  ჟურნალისტების სიმპათია (საუკეთესო რესპონდენტი) და მისტერ შარმი  – ორივე ნომინაციის გამარჯვებულად სოსო ფხაკაძე დასახელდა.
სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდნენ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, - გადაეცა გრანპრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო – ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც ძვირფასი ლითონებისგანაა დამზადებული.
საუკეთესო ინვესტორი ჟიურის საფუძველზე გამოვლინდა, ხოლო, საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი თავად კომპანიებმა, ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლინეს.
ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ღონისძიება TV „პირველის“ პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
ბიზნესრეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს  ესწრებოდნენ და სპეციალურ ჯილდოებს გადასცემდნენ: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრები და ქალაქ თბილისის მერი. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე იყვნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
„ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნესდაჯილდოების ღონისძიებას, ტრადიციულად, სამომავლოდაც გეგმავს.

скачать dle 11.3