კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოჰკვეთეს ხელის მტევანი მოსკოვში მოქმედი ქართული ბანდიტური დაჯგუფების მეთაურს #47

კრიმინალური ისტორია, რომელზეც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, ათიოდე წლის წინ მოხდა. მასში ნახსენები ადამიანების უმრავლესობა დღესაც ცოცხალია და მათი ვინაობა შევცვალეთ. ამიტომ, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ქორწინება
23 წლის გვანცა კაკაბაძე და 26 წლის მერაბ ცინცაძე ერთმანეთს ბარსელონაში შეხვდნენ. გვანცა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა და კატალონიის დედაქალაქში სამდღიანი ექსკურსიით  ჩავიდა საფრანგეთიდან. მერაბი კი მამამისის ოფისის ფილიალს ხელმძღვანელობდა ბარსელონაში. გივი ცინცაძე საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენი გახლდათ და ტურიზმის სფეროში მოღვაწეობდა. ახალგაზრდებს პირველივე ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და მერაბი ყოველკვირა აკითხავდა გვანცას პარიზში. შეყვარებულები ფანტასტიკურ დროს ატარებდნენ ერთად. მერაბი მდიდარი მამის ფულებს ხელგაშლილად ხარჯავდა. საცოლეს ჩიტის რძესაც არ აკლებდა. წყვილმა მთელი ევროპა შემოიარა ფეშენებელური „მერსედესით“, რომელიც სპეცშეკვეთით იყო დამზადებული. გვანცას ერთი წელი რომ ჰქონდა დარჩენილი უნივერსიტეტის დასრულებამდე, წყვილი დაქორწინდა. ორკვირიანი თაფლობის თვე მათ მექსიკის ზღაპრულ კურორტ აკაპულკოში გაატარეს.
40 კილოგრამი ჰეროინი
თაფლობის თვის შემდეგ გვანცა პარიზში დაბრუნდა და მამამთილმა მას ფეშენებელური ბინა უყიდა. მართალია, მერაბი კვლავ ბარსელონაში მოღვაწეობდა, მაგრამ კვირაში სამ დღეს პარიზში, ცოლთან ატარებდა. ოფისიდან რომ მოდიოდა, უფროსად იქ თემურ ხოშტარიას ტოვებდა, პროფესიით იურისტს, რომელიც 32 წლის იყო და ცინცაძეების ადვოკატობასაც ითავსებდა. ერთ დღეს, ესპანეთის იუსტიციის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა, ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს ორგანიზებულ დამნაშავეთა წინააღმდეგ. კონკრეტულად, კი ეს იყო პოსტსაბჭოური რესპუბლიკებიდან ჩამოსული მოქალაქეების მსხვილი მაფიოზური სტრუქტურა. დააკავეს და დაპატიმრეს  200-ზე მეტი მოქალაქე, რომელთა შორის რამდენიმე ცნობილი კანონიერი ქურდი გახლდათ. მათ გამოძალვასა და რეკეტში, ფულის გათეთრებაში, პროსტიტუციის წარმოებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებდნენ ბრალს. ამ მასშტაბურ სპეცოპერაციაში მოჰყვნენ ცინცაძეებიც. ესპანელი სამართალდამცველები მათ ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებდნენ ბრალს. ბარსელონური ოფისიდან მათი 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს და მხოლოდ მერაბი დააპატიმრეს. მამამისი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა და როდესაც სპეცოპერაციის ამბავი შეიტყო, საქართველოს დედაქალაქში დარჩა... როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, 40 კილოგრამი ჰეროინის სამალავის შესახებ ძალოვნებს თემურ ხოშტარიამ აუწყა. სამაგიეროდ, ესპანელებმა ის პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლეს, მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს და გადამალეს. მერაბ ცინცაძის, ისევე, როგორც სხვა დაპატიმრებულების საქმეს კი, ინტენსიურად იძიებდნენ და საქმეში „ინტერპოლიც“ ჩაერთო.
ზუსტი გასროლა
გივი ცინცაძეზე და კიდევ ექვს ადამიანზე, რომელთა შორის ცნობილი კანონიერი ქურდიც იყო, „ინტერპოლმა“ ძებნა გამოაცხადა. ამიტომ, უფროსი ცინცაძე მიიმალა... მერაბის საქმეში კი ერთადერთი მოწმე თემურ ხოშტარია გახლდათ. მართალია, მას დაწვრილებითი ჩვენება ჰქონდა მიცემული, მაგრამ თავისი სიტყვები სასამართლოზე უნდა დაედასტურებინა და ასეთ შემთხვევაში, 27 წლის ქართველ ახალგაზრდას, მინიმუმ 30-წლიანი პატიმრობა ელოდა. მიმალვაში მყოფი გივი ცინცაძე ყველაფერს აკეთებდა შვილის დასახმარებლად და ესპანელ გამომძიებლებთან საქმის ჩაწყობას ცდილობდა. მან შუამავლის მეშვეობით, 3 მილიონი ევრო შესთავაზა ერთ-ერთ გამომძიებელს, თუმცა ქრთამის მიმცემი ფულიანად დააპატიმრეს, თანხას კონფისკაცია გაუკეთეს, თანხის შემთავაზებელი კი ციხეში ჩასვეს. იმავდროულად, მოახლოვდა მერაბის სასამართლო პროცესი და იმ დღეს, როცა თემურ ხოშტარიას ჩვენება უნდა მიეცა, მოწმე გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს კატალონიის სასამართლოში. ზუსტად დილის 11 საათზე ხოშტარია მეორე სართულზე ავიდა და დაცვასთან ერთად, სხდომის დარბაზისკენ აიღო გეზი. უცებ, სამიოდე მეტრის მოშორებით მდგომმა, მანდატურის უნიფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდა მამაკაცმა „კოლტის“ სისტემის პისტოლეტი ამოაცურა, მოწმეს სამი ტყვია შიგ გულში ესროლა და ჯერ იარაღი დადო იატაკზე, შემდეგ კი ხელები ასწია და ახარხარდა... მოწმის მკვლელი იქვე დააკავეს, რომელიც ფსიქიკურად დაავადებული მიგელ მორტესი აღმოჩნდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს. პროცესი იმ დღეს ჩაიშალა. ორი კვირის შემდეგ კი, მოსამართლემ მერაბ ცინცაძეს მხოლოდ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, იარაღის არალეგალურად შენახვის გამო. ნარკოტიკების ბრალდება კი, მოუხსნეს და სასჯელის მოსახდელად ადგილობრივ ციხეში გაამწესეს.
გატაცება მოსკოვში
ძებნილი გივი ცინცაძე მოსკოვში, ნიკოლინა გორაზე მდებარე ელიტურ სახლში იმალებოდა, რომელიც მას თავისი დის, ელენე ცინცაძის სახელზე ჰქონდა გაფორმებული. მას მერე, რაც მერაბს სასჯელი შეუმსუბუქეს, უფროსი ცინცაძისთვის ბრალდებისა და ძებნილობის მოხსნის შანსი გაჩნდა. ამიტომ, შედარებით თავისუფლად გადაადგილდებოდა. ერთ დღეს კი, რესტორნიდან გამოსული გივი ოთხმა ნიღბიანმა „ჯიპში“ ჩატენა. მისი ორი თანმხლები პირი კი ფეხებში დაჭრეს და გაიტაცეს. მეორე დღეს გამტაცებლები ცინცაძის მეუღლეს დაუკავშირდნენ, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა და გამოსასყიდად 3 მილიონი დოლარი მოსთხოვეს. მოხდა შეთანხმება და მოთხოვნილი თანხის გადაცემაზე მოსკოვის მახლობელ ტყეში, ოთხი დღის შემდეგ, საღამოს 6 საათზე შეთანხმდნენ. ფული გივის მეუღლეს, ნანას უნდა მიეტანა, რომელიც მოსკოვში მოქმედი ბანდიტური დაჯგუფების ლიდერის, ავთო ბუხაიძის და იყო. ნანამ ფული აღნიშნულ ადგილზე რომ დადო და წამოვიდა, ფულის ასაღებად მისული გამტაცებლები ავთოს ბანდიტებმა შეიპყრეს და მოკვლის მუქარით გატაცებული გივის ადგილსამყოფელი ათქმევინეს. გივი გამოიხსნეს, გამტაცებლებს კი, რომლებსაც თბილისელი ოთარ ქურციკიძე მეთაურობდა, ხელ-ფეხი დაამტკვრიეს. თავად ქურციკიძეს მარჯვენა ხელის მტევანი მოჰკვეთეს.
დნმ-ის ანალიზი
სანამ ცინცაძეების თავს ზემოაღწერილი ამბები ხვდებოდა, თბილისში, ფეხმძიმობის მეცხრე თვეში მყოფი გვანცა კაკაბაძე მოულოდნელად გაუჩინარდა... შეიკრიბა ცინცაძეების მთელი ნათესაობა და მათი ხელქვეითი ბანდიტები, მაგრამ გოგონას კვალს ვერავინ მიაგნო. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ გვანცა შურისძიების მიზნით, ქურციკიძის ბრძანებით გაიტაცეს. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო. ძებნამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამასობაში გავიდა ერთი წელი. მერაბი ესპანეთის ციხიდან გათავისუფლდა და ცოლის ძებნაში პირადად ჩაერთო. ნარკომოვაჭრე ცინცაძეების კლანმა, გვანცას გაუჩინარების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოთხი ეკლესია ააშენეს იმ იმედით, რომ მათ ღმერთი დაეხმარებოდა. თუმცა, დადებითი შედეგი არ ჩანდა. ვერ ხვდებოდნენ, გოგონა ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ და როცა ყველა იმედი გადაეწურათ, მერაბ ცინცაძეს ერთ-ერთმა დაქირავებულმა ინფორმატორმა აუწყა, რომ მისი ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟი, მთიანი აჭარის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდნენ... მერაბმა და მამამისმა, რომელსაც ძებნილობა უკვე მოხსნილი ჰქონდა და თავის ძველ საქმიანობას აგრძელებდა, რამდენიმე შეიარაღებული კრიმინალი იახლეს და ინფორმაციის გადასამოწმებლად პირადად გაემართნენ აჭარაში... გვანცას შორეული ნათესავის სახლში რომ შევიდნენ, მერაბს ელდა ეცა, რადგან გვანცას მონგოლოიდური გარეგნობის ჩვილი ეჭირა ხელში და აჭმევდა... მერაბი ბავშვთან მივარდნას აპირებდა და ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა, რომ მის თანმხლებ პირებს არ შეეჩერებინათ. მერაბი ღრიალებდა: ბოზო, ჩათლახო, აი, თურმე რით იყავი დაკავებული პარიზში და ვიღაც ჩინელისგან ბავშვი გააჩინეო...  გვანცა ყველაფერს უარყოფდა და თავის გაუჩინარებას ასე ხსნიდა: დედასთან ვიყავი, როცა მოულოდნელად, ტკივილი დამეწყო და სახლშივე ვიმშობიარე. ბავშვს რომ შევხედე, მივხვდი, ასე რომ იფიქრებდა ჩემი ქმარი და ამიტომაც გავერიდე. მე ვიცნობ მერაბს და დარწმუნებული ვიყავი, ჩვილს არ დაინდობდაო... ეს ისტორია კი იმით დასრულდა, რომ ჩვილს დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დადასტურდა, რომ ბავშვი მერაბ ცინცაძის იყო. ჩინურ-მოგოლოიდურ გარეგნობას კი, რაც შეეხება, აღმოჩნდა, რომ გვანცას დიდი ბებია ჩინელი ყოფილა წარმოშობით და ჩვილს წინაპრის გენი გადაეცა.
P.S. ცინცაძეები დღესაც მსხვილ ბიზნესს აწარმოებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. მაგრამ, ამბობენ, რომ ნარკოტიკებით აღარ ვაჭრობენ. მერაბ ცინცაძეს კი, სამი შვილი ჰყავს და მისი პირველი გოგონა – ელენე, რომელსაც  ჩინური სისხლიც ურევია,  პირმშვენიერი ბავშვია.

скачать dle 11.3