მაცდური და დახვეწილი „Good Girl“- მაღალ ქუსლებზე კაროლინა ერერასგან #47
კაროლინა ერერა – ქალი, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დიზაინერად მთელ მსოფლიოში. გამოირჩევა დახვეწილობით, გრაციოზულობითა და იმავდორულად, უყვარს ბუნებრიობა. მან, თავისი პირველი კოლექცია 1980 წელს წარუდგინა საზოგადოებას და ყველზე მკაცრი, პრეტენზიული მოდის კრიტიკოსებისგან საკმაოდ უცნაური შეფასება – „გემოვნებიანი” დაიმსახურა. მისი კოლექციები დღემდე აღაფრთოვანებს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, მოდის მოყვარულებს და კრიტიკოსებს. კაროლინა ერერას სამოსი გამოირჩევა გრაციოზულობით, დახვეწილობითა და მდიდრული სისადავით.
დიზაინერული წარმატებების გარდა, ის ასევე, წარმატებულია პარფიუმერულ საქმიანობაში. ცნობილი სუნამო – „212“, სწორედ მან შექმნა და ფაქტობრივად, გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა.
მისი ახალი სუნამო „Good Girl“ მეამბოხე, თავდაჯერებული, სიმდიდრის მოყვარული, მაცდური ქალბატონებისთვისაა შექმნილი. კაროლინა ერერა ცნობილია ქალურობითა და ელეგანტურობით და სწორედ ეს შტრიხები შეიგრძნობა იმ ულამაზეს, მუქი ფერის, ოქროსფერქუსლიანი ქალის ფეხსაცმლის ფორმის ფლაკონში, რომელიც ნებისმიერი ქალბატონის ოცნებაა. დიზაინერი პარფიუმის მოყვარულებს ამ ახალი სუნამოთი, კიდევ ერთხელ აწვდის მესიჯს, რომ ქალი განუმეორებელია, მით უმეტეს, თუ ის მაღალ ქუსლებზე დგას, მაცდურად იღიმის, თქვენკენ მოდის და ნელ-ნელა იღვიძებს მასში „კარგი“ გოგოს „ცუდი“ თვისებები.
ეს სურნელი ნამდვილად ინოვაციური და მომაჯადოებელია, ხოლო ფლაკონის ფორმა – იმდენად ორიგინალური, ძნელია, მას გვერდი ოვაციის გარეშე ჩაუარო.
სუნამოს „GOOD GIRL“-ის მთავარ ინგრედიენტად გამოყენებულია ტუბეროსა, რომელიც იდეალურად ერწყმის ჟასმინისა და დიპტერიქსის ნოტებს. ეს სუნამოს, თბილ, ამოუცნობ არომატს აძლევს, ხოლო, კაკაოსა და მოხალული ყავის შერწყმა არაბუნებრივად მიმზიდველს ხდის.
კაროლინა ერერას მაღალ ქუსლებზე შემდგარი, ნიუ-იორკელი „კარგი გოგო“ – დახვეწილი, ქალური, ელეგანტური, მიმზიდველი, მაცდური, სექსუალური და იმავდროულად, თავდაჯერებული და ძლიერია.
ასე რომ, თუ გსურთ, საზოგადოებაში დახვეწილი, გრაციოზული, გემოვნებიანი, სექსუალური და მიმზიდველი „Good Girl“-ის” იმიჯი გქონდეთ, აუცილებლად ესტუმრეთ „ისი პარის“ მაღაზიათა ქსელს და კაროლინა ერერას ეს მომაჯადოებელი სურნელისა და ორიგინალური დიზაინის სუნამო, თქვენი საკუთრება გახდება.