კითხვა-პასუხი #47
კითხვა: რომელი შამპუნი უხდება თმას ყველაზე მეტად? მაქვს ნორმალური ტიპის თმის სტრუქტურა.
პასუხი: სხვადასხვა შამპუნი ინდივიდუალურად მოქმედებს ადამიანის თმაზე. გირჩევთ, სცადოთ ნორმალური თმისთვის განკუთვნილი ბალზამისა და კონდიციონერის შემცველი შამპუნები და თქვენთვის ყველაზე მისაღები ასე შეარჩიოთ.
კითხვა: აბუსალათინის ზეთის გამოყენება მირჩიეს წარბისა და თმის ხარისხის გამოსასწორებლად. მისი წასმით პრობლემას გადავჭრი? რაიმე უარყოფითი შედეგები ხომ არ აქვს, მაგალითად, ხომ არ ამოჰყავს სახეზე თმა და რეალურად შეიძლება, მისი გამოყენებით წარბების დაგრძელება?
პასუხი: აბუსალათინის ზეთის გამოყენება უსაფრთხოა, მაგრამ მისი ასეთი თვისებების შესახებ, არ არის მტკიცებულებები, თუმცა გამოყენება ხდება. წარბებზე რეკომენდებულია, წაისვათ ზეთოვანი ხსნარი, შემდეგი შემადგენლობით: 1/2 ჩაის კოვზი სელის ზეთი, 10-15 წვეთი აბუსალათინის ზეთი, 1-2 წვეთი ქაფურის ზეთი. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ხსნარის ყოველდღიური წასმა აუმჯობესებს წარბების ზრდას, იცავს მათ ცვენისა და გაუფერულებისგან, მზისა და ქარის არასასურველი ზემოქმედებისგან.
ზრდის გასაძლიერებლად წარბებსა და წამწამებზე შემთბარი ნუშის ზეთით გაჟღენთილი ბამბის თხელი ფენა დაიფინეთ. ზემოდან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და 10-15 წუთის განმავლობაში დოლბანდით დაიმაგრეთ.
კითხვა: თუ არსებობს რაიმე ნიღაბი სახეზე ფორების შესავიწროებლად ნორმალური კანისათვის?
პასუხი: სახეზე ფორების გაფართოება, ცხიმიანი კანის ნიშანია. თუ გაფართოებული გაქვთ ფორები, უპირველესად, შეამცირეთ ცხიმიანი საკვების, ჩიფსების, ტკბილი, გაზიანი სასმლის მიღება. დღეში 2 ლიტრამდე წყალი სვით, ყურადღება მიაქციეთ, რომ კოსმეტიკა, რომელსაც ხმარობთ, იყოს უცხიმო. თუ ხმარობთ „რუმიანას”, იხმარეთ პუდრის სახით და არა კრემი. თქვენი კანი საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას. დილა-საღამოს გამოიყენეთ სახის გელი ცხიმიანი კანისთვის. ხშირად შეისხით სახეზე ცივი წყალი. იხმარეთ ტონიკი, ნაკლებად რომ შეიცავდეს სპირტს. ის ავიწროვებს ფორებს. დილით წაისვით ცხიმის ამლაგებელი დამატენიანებელი კრემი. საღამოსთვის შეარჩიეთ რომელიმე სპეციალური კრემი. კარგი იქნება, თუ თიხის ნიღბებს გაიკეთებთ კვირაში ერთხელ.
ახლა რამდენიმე საშუალების მომზადებას გასწავლით:
* ტონიკი - აადუღეთ 500 მილილიტრი წყალი, მუჭით ჩაყარეთ შიგ როზმარინი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ ჩაიხარშება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გაფილტრეთ და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი. შეინახეთ ცივ ადგილზე. გაიწმინდეთ სახე მასში დასველებული ბამბით დილასა და საღამოს, თუ ძლიერად გაქვთ გაფართოებული ფორები, თუ – არა და მარტო საღამოს. როცა ეს ტონიკი დაგიმთავრდებათ, ფორებიც შევიწროვდება შემდეგ, ეფექტის შესანარჩუნებლად, ეს ტონიკი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
* წყლის აბაზანა - ადუღებულ წყალში ჩაყარეთ თანაბარი რაოდენობით ბარამბო, პიტნა, ოხრახუში, ბეგქონდარა. გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლის ქვეშ გაჩერდით 5-8 წუთი. ასუფთავებს და ავიწროებს ფორებს.
* ნიღაბი – ათქვიფეთ კვერცხის ცილა, რომ მიიღოთ სქელი ბეზე, დაამატეთ მესამედი კვერცხის გული და 20 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე, თვალის ირგვლივ არა. გაიჩერეთ 15 წუთი დ შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.