როგორ ვისწავლოთ უიღბლობის დროულად შეჩერება #47
იმ პროგრამაზე, რომელიც ადამიანის ბედშია ჩაწერილი, დამოკიდებულია ჩვენი იღბლიანობა. ენერგია, დრო, ძალა, ფული, რომელსაც საქმეში დებთ, ყოველთვის დადებით შედეგს არ მოიტანს. ამიტომ, ყოველგვარი შედეგისთვის წინასწარ მოემზადეთ.
მაშინ, როცა, თუნდაც პატარა წარუმატებლობა დაიწყება, დროულად შეჩერება ისწავლეთ. სხვაგვარად, შეიძლება, ბევრი წააგოთ. დიდი წარმატების შემდეგ კი, ვარსკვლავები გირჩევენ, ტაიმაუტი აიღოთ და დროებით შეისვენოთ.
წარმატება იმასთან მიდის, ვინც მას იზიდავს. ბედის წყალობის შემთხვევაში, მადლიერება გამოხატეთ. მაგალითად, დაასაჩუქრეთ თქვენი თავი ან ის, ვინც ამაში დაგეხმარათ.
თუ უარყოფითი აზრები მოგდით, სასწრაფოდ შეცვალეთ დადებითით. გარშემო კი იღბლიანი ადამიანები შემოიკრიბეთ. წარმატება, ისევე როგორც მარცხი, გადამდებია. ბედის მომდურავისგან თქვენ უარყოფითს იღებთ.
კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ბედ-იღბალი და სასიკეთო ენერგეტიკა ამა თუ იმ სიტუაციაში იმატებს. თუ არ იცით, როგორ გაიუმჯობესოთ სიტუაცია, მაშინ თქვენს ზოდიაქოს ნიშანს დააკვირდით:
ვერძის ნიშნით დაბადებულებს იღბალი სხვების ხელშეწყობით გაუღიმებთ. ეს კი მათ ფინანსურ შემოსავლებზე მოახდენს სასიკეთო გავლენას. ასევე, გაჩნდება ფულის მოზიდვის ახალი წყარო და იღბალიც ერთიორად გაიზრდება.
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან იღბალი ნაცნობებისა და მეგობრების ხელშეწყობით მოვა. ამიტომ, მათ გვერდით მეტი დრო დაჰყავით.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს იღბალი გაუღიმებთ სამსახურთან დაკავშირებით. დააკვირდით გარემოებებსა და მოვლენებს. ნუ დაიზარებთ შრომას და კარიერაში წინსვლასაც მიაღწევთ.
კირჩხიბებს იღბალი გაუღიმებთ უცხო მხარეში ან სწავლაში. ნებისმიერ შემოთავაზებაზე კარგად დაფიქრდით.
ლომებს კარგი შესაძლებლობები ექნებათ სამსახურებრივი თვალსაზრისით. შესაძლოა, იღბალმა ქონების გაზრდაზე იმოქმედოს. ამიტომ, ნებისმიერ საქმეს ფრთხილად, წინდახედულად და დაკვირვებით მიუდექით.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს იღბალს ახალი პარტნიორები მოუტანენ. თუ ვინმემ რამე ერთობლივი საქმიანობა შემოგთავაზათ, უარს ნუ იტყვით. ეს სამომავლოდ დადებითად აისახება თქვენს ბედ-იღბალზე.
სასწორებს იღბალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაუღიმებთ. ასევე, თუ გვერდით თანამოაზრეებს შემოიკრებენ, მინიმალური შრომის ფასად, მაქსიმალურ შედეგებს მიაღწევენ.
მორიელები იღბლიანები იქნებიან სიყვარულში, და ასევე, თუ პროფესიულ საქმიანობას სერიოზულად მიუდგებიან. მათ მეტად უნდა გამოავლინონ ემოციები რომანტიკული ურთიერთობების დროს.
მშვილდოსნები იღბლიანები არიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ასევე, ბედი უღიმით ფინანსური საკითხების მოწესრიგებაში. ამიტომ, მეტი ინიციატივა და ყურადღება გმართებთ.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის იღბლიანია ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაცია, ბედი გაგიღიმებთ სასურველი კავშირების დამყარებაში. ფორტუნა თქვენ მხარესაა, იმოქმედეთ თამამად. შესაძლოა, მეგობრების წყალობით, სარფიან საქმეს მოჰკიდოთ ხელი და მათ ამაზე უარი არ უთხრათ.
მერწყულებისთვის იღბლიანია ფინანსური გარიგებები. სიახლეების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის იღბლიანია ახალი საქმის წამოწყება. წამოწყებული საქმე თქვენს ბედში სასიამოვნო და დადებით სიახლეებს შემოიტანს. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები და იმოქმედეთ აქტიურად.