კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სისასტიკე ჩაიდინეს მოსკოვში ქართველებმა ნური ასათიანის მეუღლისა და შვილების მიმართ და როგორ დასაჯა ისინი ღმერთმა ციხეშივე #47

ცოტა ხნის წინ „იმედზე“ დაიწყო ახალი პროექტი – „შენ შეგიძლია ცეკვა“, რომლის ერთ-ერთი ქორეოგრაფი მზია ორველაშვილია. ქუთაისის ქასთინგში კი მონაწილეობას 70 წლის ძალიან საყვარელი ქალბატონო, ნური ასათიანი იღებდა. მან როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის მოხიბვლა შეძლო.
მზია ორველაშვილი: ნურიმ დამირეკა და მითხრა: 70 წლის ვარ, პროექტში მინდა, მონაწილეობა და თუ შეგიძლიათ, დამეხმაროთ ცეკვის დადგმაშიო.  „შენ შეგიძლია ცეკვის“ ქორეოგრაფი ვარ, შესაბამისად, მაშინვე პროდიუსერებთან დავრეკე და რადგან ჯერ შესარჩევი ტური არ იყო დაწყებული, უარი არ უთქვამთ. ნურის დავთანხმდი, თუმცა გამიკვირდა: რა უნდა იცეკვოს 70 წლის ქალმა-მეთქი. სამწუხაროდ, საქართველოში ხომ ამ ასაკში ძირითადად ოჯახის მოვლაზე არიან გადასულები და საკუთარ თავს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ამ დროს შემოვიდა გაპრანჭული, თავმოვლილი ქალი, ძალიან პოზიტიური და ენერგიული. ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა, მაგრამ თავიდან ცოტა შემეშინდა. ვიფიქრე: „ნაგრუსკა“ არ მიიღოს, მალე არ გადაიწვას. მაგრამ, გაკვეთილების მერე მე უფრო ვიღლებოდი, ვიდრე ნური.
– ქალბატონო ნური, მომიყევით თქვენ შესახებ.
ნური ასათიანი: ერთი წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი, მანამადე მოსკოვში ვცხოვრობდი, ჩემს შვილებთან ერთად. ისინი ახლაც იქ ცხოვრობენ. ერთ დღესაც, ტელევიზორს ვუყურებ და ვხედავ, რომ „იმედზე“ იწყება ახალი პროექტი – „შენ შეგიძლია ცეკვა“ და მონაწილეების ასაკი არ არის განსაზღვრული. იმ წუთას გავიფიქრე: მე ამ პროექტში მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. ბავშვობაში ვცეკვავდი, მეათე კლასამდე სცენაზე ვიდექი. მუხლებზე სამუხლეებით ჩამოვუვლიდი ხოლმე სცენას, მერე მოვიხსნიდი ფაფახს, გაიშლებოდა ჩემი ნაწნავები და ინგრეოდა დარბაზი. დავწერე ჩემი რეზიუმე, პლუს, გადავაგზავნე ვიდეო, სადაც რესტორანში ვცეკვავ, რადგან ჩემი მოძრაობები აინტერესებდათ.
– როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას?
– მეუღლე 13 წლის წინ გარდამეცვალა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ისეთი ადამიანი იყო, უარს არ მეტყოდა, ყოველთვის ყველაფერში მიწყობდა ხელს.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– პიონერთა ხელმძღვანელად ვმუშაობდი ქუთაისში. თბილისში დაგვიბარეს ყველა პიონერთხელმძღვანელი, სადაც მოსკოვიდან ჩამოსულები იყვნენ „მასოვჩიკები“, და ისინი გვამზადებდნენ. შემდეგ უნდა წავსულიყავით მოსკოვში, „ვედეენხაზე“ გამოვსულიყავით და მოგვცემდნენ დიპლომს „არტისტ მასოვჩიკ“. ჩემს ნათესავთან ვცხოვრობდი დიდუბეში. ერთ დღესაც გავიარე ქუჩაში და დავინახე მამაკაცი, რომელიც თეთრი ბრეტელებიანი მაისურით იჯდა. გავიფიქრე: რა კარგი კაცია და ეს რა აცვია-მეთქი და გავაგრძელე გზა. მასაც დავუნახივარ და მაშინვე უთქვამს: მე ამას ვითხოვო და მართლაც შევქმენით ოჯახი. ძალიან წარმატებული ადამიანი იყო ჩემი ქმარი – საქართველოს, საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს ჩემპიონი ბილიარდში. მოსკოვში ცხოვრობდა, თავისი სპეციალობით მუშაობდა, თან თავისი სკოლა ჰქონდა და ბავშვებს ავარჯიშებდა. სხვათა შორის, ჩემი ბიჭიც სპორტსმენია, თბილისში ჩოგბურთს თამაშობდა ძალიან კარგად. ყველა ეუბნებოდა: დედა, რა ფეხები გაქვს, რა ფეხები და იმ ფეხებზე დაეჯახა მანქანა, ბარძაყში გადატყდა. ეს იყო საშინელი პერიოდი. ერთი წელი ვერ ვარჯიშობდა, ჩამოშორდა სპორტის ამ სახეობას. შემდეგ მამამ წაიყვანა მოსკოვში და ერთ წელიწადში ბილიარდში გახდა ჩემპიონი. ყოველთვის საქართველოს სახელით გამოდიოდა. მსოფლიო ჩემპიონტზეც იყო, გაიმარჯვა, მსოფლიოს 8 გზის ჩემპიონს მოუგო. როდესაც ჩემმა გოგომ დაამთავრა უნივერსიტეტი, მასთან ერთად მეც გადავედი მოსკოვში საცხოვრებლად. 20 წელი ვიცხოვრე იქ. მერე ჩემმა გოგომ გახსნა ქართული რესტორანი და მე დავეხმარე „პოვრების“ მომზადებაში, რადგან კულინარიასთან ძალიან ახლოს ვარ. წიგნიც კი მაქვს დაწერილი, დაბეჭვდას ვაპირებ, რომელიც სამ ენაზე იქნება. მხოლოდ კერძებზე არ ვწერ, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა გაწმინდო მინა, გარეცხო ფარდა, დაკიდო – სასარგებლო რჩევებია დიასახლისებისთვის.
მზია: მეც სულ ჭკუას მარიგებს. მირჩევს, როგორი კაცი უნდა იყოს ჩემ გვერდით, როგორ უნდა მოვიქცე.
– როგორი მამაკაცი მოგწონთ მზიასთვის?
ქალბატონი ნური: ჩამოყალიბებული პიროვნება. მზია პატარაა, მაგრამ ცხოვრების რთული გზა გამოიარა. საოცრად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. შრომისმოყვარეა და ისეთი ადამიანი უნდა ჰყავდეს გვერდით, რომელიც შეიყვარებს, პატივს სცემს მასაც და მის შვილსაც.
– ვინმე კარგი ბიჭი ხომ არ შეურჩიეთ უკვე?
– კი, გეგმაში მაქვს. მოსკოვში ვაპირებ წასვლას და უნდა ვნახო კარგი ბიჭი. მაჭანკლობა არ მეხერხება, მაგრამ მოვინდომებ.
მზია: ამას წინათ ბიჭი მომეწონა. მხოლოდ ნურის ვუთხარი და... აბა, მოაცილე აქედანო.
ქალბატონი ნური: ახლა ამას რად უნდა ტინგიცელა ბიჭი, 23 წლის, ნერვებს რომ მოუშლის. ამას უნდა ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელიც აცხოვრებს და ასიამოვნებს. მან უკვე ცუდიც ნახა, კარგიც, რაც წუთიერი იყო, დანარჩენი კი სულ ბრძოლა, შეურაცხყოფა, გულის ტკენა შეხვდა. ერთადერთი სიხარული ჰყავს – შვილი, მის ირგვლივ ტრიალებს. ამიტომ, არის ასეთი ყურადღებიანი, ადამიანური, მშრომელი. მან უნდა ეძებოს ისეთი, რომელსაც მხარზე თავს დაადებს და თავის შვილთან ერთად ბედნიერად იცხოვრებს.
მზია: მეც ძალიან მინდა, რომ გვერდით მყავდეს ისეთი ადამიანი, ვინც მეც და ჩემს შვილსაც ყურადღებას მოგვაქცევს, ვისთვისაც ვიცხოვრებ და ვინც ჩვენი გულისთვის იცხოვრებს. საშას 2 წელია, დავშორდი. ყველა მეკითხება: 2 წელი გავიდა და შეყვარებული არ გყოლია, როგორ ძლებო? მე სამსახური მაქვს, მყავს შვილი, ოჯახი, რომელსაც არ გადავაბიჯებ. საშასთან ურთიერთობა არ ყოფილა შეცდომა, რადგან ძალიან მიყვარდა და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში იყო. მე საშამ ისიც მასწავლა: როგორია იდეალური კაცი და როგორი – არაიდეალური. უკვე შემიძლია გარჩევა. ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ პატარები არიან ტვინით და არ მინდა. ისეთი გავხდი, უკვე მეშინია საკუთარი თავის – აღარავინ, რომ აღარ მომეწონოს.
– რით გარდაიცვალა, ქალბატონო ნური, თქვენი მეუღლე?
ქალბატონი ნური: მოსკოვში, სახლში დაგვაყაჩაღეს, თავში იარაღი ჩაარტყეს. ერთი წლის თავზე გარდაიცვალა. სისხლი ჩაექცა ტვინში, ჩაეშალა ტვინის პარკუჭი. ბოლო ერთი კვირა აპარატზე იყო შეერთებული. მახსოვს, ეკლესიაში ვიყავი, სანამ წირვა არ დამთავრდება არ გამოვდივარ ტაძრიდან. იმ დღეს თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა და ეკლესიიდან გამომაქცია – ჩანთას ხელი ვტაცე და სახლისკენ გავვარდი. სასწრაფო დამხვდა, საავადმყოფოში მიჰყავდათ.
– შვილები სახლში იყვნენ დაყაჩაღების დროს?
– ჩემ გარდა, სამივე სახლში იყო. ჩემი ბიჭი და მეუღლე იწვნენ. გოგომ გაუღო კარი, მოტყუებით გააღებინეს. „ვანაში” ჩაკეტეს გოგო. ქართველები იყვნენ. ბიჭს ურტყამდნენ, გოგომ ყვირილი ატეხა: ჩემს ძმას ხელი არ დააკაროთ, თორემ კარგი დღე არ დაგადგებათო. მერე ჩემს ქმარზე გადავიდნენ, ფული რაც ჰქონდა, მისცა, მაგრამ მაინც არ გაჩერდნენ. ჩვენ არ დაგვისჯია ისინი, უფალმა დასაჯა – ყველა ციხეშივე გარდაიცვალა.

скачать dle 11.3