კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცალმხრივი სიყვარულის პრობლემა #47



ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიყვარული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ეიფორია და დეპრესია, მღელვარება და პასიურობა, დაბნეულობა და მთების გადაგორების სურვილი ახასიათებს. ფაქტია, რომ  სიყვარულს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. შეყვარებულისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყოვლისმომცველი გრძნობა ყოველთვის დადებით ემოციებს როდი აღძრავს, მეტადრე მაშინ, როცა შენ გიყვარს, მას კი არა; ან შენ კვლავ გიყვარს, მას კი უკვე აღარ. ასეთ დროს ყველაზე მგზნებარე ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოდის და სრულიად პარალიზდება.
როგორ მოვიქცეთ?
2-3 დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. ეს ფროიდისეული სუბლიმაციის მეთოდია, როცა სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისკენ მიმართვა ადამიანს წარუმატებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
მომხდარი ლოგიკურად გააცნობიერეთ, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. მაგალითად, იფიქრეთ იმაზე, რომ  სიყვარული ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა – კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას, ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი, არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. უხმეთ გონებას – განა ამას იმსახურებთ?!
დაიწყეთ იმის კეთება, რასაც მგზნებარე რომანის გამო კარგა ხანია, ვერ მოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატების შემთხვევაში, მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია. უიღბლო სიყვარულიც უწინდელივით მძიმე და დამთრგუნველი აღარ მოგეჩვენებათ.
თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და დაუოკებელი ვნება მისკენ მიმართეთ. ასე, დამცავი ვაქცინის დოზასაც მიიღებთ და აღარც წარსულ გრძნობაზე ფიქრი გაგაწამებთ. ოღონდ ზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.
უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზე მეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველგვარი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენც ასეთი ბრძანდებით, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხო სიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.
ნუ დაუჯერებთ მას, ვინც გარწმუნებთ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება, წრფელად გიყვარდეს. ასეთი ფრაზები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეგონებებს წააგავს, მავნე ჩვევასთან გამოთხოვება რომ არ სურთ. სძლიეთ ემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით.
გამოსავალი სიყვარულის დამთავრებაა. აირჩიეთ მეგობარი, დაუჯექით პირისპირ, მოუყევით ყველაფერი გაცნობიდან განშორებამდე და არავითარ შემთხვევაში, არ იფიქროთ გრძნობებსა და ემოციებზე. ეცადეთ, ყოველივეს ოფიციალური მოხსენების სახე მისცეთ. „მოხსენების” მეორე ნაწილი იმ გრძნობებს დაუთმეთ, ამ ურთიერთობისას რომ განიცადეთ. მესამე ნაწილში გააანალიზეთ, რას განიცდით ამწუთას და წერტილი დასვით.
გჯეროდეთ, რომ მალე გავა ზამთარი და დადგება გაზაფხული – ისევ აყვავდება ნუში, კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი.

ფერები გეტყვიან

გამოაღეთ გარდერობი და კარგად დააკვირდით, რა ხდება შიგნით. ეს არ ეხება იმას, დალაგებულია თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში გარდერობი. მთავარი იმ ტანსაცმლის ფერებია, რაც იქ არის მოთავსებული. რომელი ფერი ჭარბობს.
წითელი: ექსპანსიური ხართ და გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუ დომინანტი ვერ იქნებით, ამას ვერ გადაიტანთ. არ გიყვართ წაგება. ცდილობთ, მიზანს ყველა საშუალებით მიაღწიოთ. იმპულსურიც ბრძანდებით, რაც ზოგჯერ პრობლემებს გიქმნით.
თეთრი და შავი: გულღია და გახსნილი ადამიანი ნამდვილად არ ხართ. საიმედოდ „იმალებით“ კლასიკის მიღმა. არავის აჩვენებთ თქვენს ჭეშმარიტ ნატურას. თქვენთვის ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გადაწყვეტილია. გიადვილდებათ ცხოვრება წესებით.
ყავისფერი: თქვენთვის მთავარი კომფორტია. გიყვართ სიმყუდროვე, ცხოვრება ექსცესების გარეშე. გაურბიხართ კონფლიქტებს. სულით კონსერვატორი ხართ, ჯიუტი და პრინციპული.
ყვითელი, ფორთოხლისფერი: მომავალს იმედითა და ოპტიმიზმით შესცქერით. მოგწონთ, როცა ახალ ემოციებს იღებთ. მთავარია, რეალობას არ მოწყდეთ და ფანტაზიების სამყაროში არ გადაეშვათ. დაფიქრდით: ხომ არ იქნებოდა თქვენთვის უკეთესი, მომავლის პროექტებიდან ერთი მაინც განგეხორციელებინათ. შეეცადეთ, იყოთ მეტად პრაქტიკული.

რა არის  ქორწინება

ნახევრად ხუმრობით. ანუ, შეგიძლიათ გაიღიმოთ. პრობლემას სევდა და მწუხარება არ შველის. მხოლოდ ართულებს სიტუაციას.
„სიყვარული ცხოვრების სინათლეა, ქორწინების შემდეგ კი, ელექტროენერგიის გადასახადი მოდის”.
 „ქორწინება არის ერთობა მეფის, პატარძლის და ორი მონისა, მთლიანობაში ორი ადამიანისა”.
„სიყვარული არის როგორც ბრმად დაბადებული კატა, მაგრამ ქორწინება კატარაქტის  ყველაზე წარმატებული ოპერაცია,  ყველაზე საიმედო  ექიმის მიერ გაკეთებული.“
 „ქორწინება არის არა დასასვენებელი სახლი, არამედ შენობა, რომელსაც გამუდმებით უნდა მშენებლობა და შეკეთება”.
„სადაც უსიყვარულოდ ქორწინება არსებობს, იქ ქორწინების გარეშე სიყვარულიც უნდა არსებობდეს” – ეს სიტყვები  ბენჯამენ  ფრანკლინს ეკუთვნის.
„საქორწინო ბეჭედი არის  მედალი გამბედაობისთვის, რომელსაც თითზე ვატარებთ”.
„ვინც კარგი მეგობარია, კარგ მეუღლეს შეირთავს, რადგან კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭზეა დაფუძნებული”
„ზოგიერთი ქორწინება სასიკვდილო განაჩენია, რომელიც წლების განმავლობაში აღესრულება”.
„ძირითადი განსხვავებები ქორწინებაში იმით იწყება, რომ ქალი მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობს, კაცი კი ძალიან ცოტას ისმენს”.
„მამაკაცის ფანტაზია ქალის საუკეთესო იარაღია”.
„წარუმატებელი მამაკაცი  ქორწინებაში  არის პრობლემა, რომელიც ქალებს მოსვენებას არ აძლევს”.
 „წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი ცოტათი ყრუ.”
„ქალები ბედნიერები არიან, რადგან კაცები არ არიან და ქალებზე დაქორწინება არ უწევთ”.
„ქალი არის აქლემი, რომელიც მამაკაცს უდაბნოს გადალახვაში ეხმარება”.

скачать dle 11.3