კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნათლიყავა #47

ანუ ძირს მყრალი კაპიტალიზმი!

 ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, რფ-ის პრემიერ-მინისტრმა ყავა „ამერიკანოს“ გადანათვლა მოინდომა. კერძოდ, „რუსიანო“ დავარქვათო.
სხვათა შორის, ეს იდეა მას ევრაზიული სამთავრობოთაშორისო საბჭოს სხდომაზე მოუმწიფდა ამღიარებელ თავში.
იდეა კი შემდეგნაირად მომწიფებულა: ბელორუს კოლეგებთან ბაასისას, როდესაც მათ კონსტრუქციული ქმედებებისთვის აქებდა, ბელორუსიის პრემიერ-მინისტრს შეუნიშნავს, რომ ასეთ ქმედებებში მას ყავა ეხმარება, რაზეც დიმიტრი მედვედევს უპასუხია, რომ „ამერიკანოს“ ხსენება არაპოლიტკორექტულია (და კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება?!).
და თუმცა ეს ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, მისი ფესვები უფრო შორს მიდის (თუ მოდის). სახელდობრ, ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბრიდან უთქვამს უარი ზოგიერთ ყირიმულ კაფეს ყავა „ამერიკანოთი“ მომსახურებაზე. და თვით ასეთი წარწერებიც კი გაჩენილა, თურმე: „ყურადღება! არამდგრადი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, მენიუში არ გვაქვს ყავა სახელწოდებით „ამერიკანო“, მოითხოვეთ ყავა „ყირიმული“.
მეტიც, ყავის ზოგიერთ ავტომატზე „ამერიკანოსთვის“ უკვე გადაუწერიათ „რასიანო“.
თუმცა. მე თუ მკითხავთ, არა მხოლოდ სახელწოდება უნდა გადააკეთონ, საერთოდაც უნდა თქვან უარი, ისეთ ბურჟუაზიულ გადმონაშთზე, როგორიც ყავაა და განა მხოლოდ ყავაზე?! –

скачать dle 11.3