კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანუ კანაფი შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია?!

 მართალია, „გირჩნი“ დაგვპირდნენ, რომ ამიერიდან სულ განსხვავებულებს შემოგვთავაზებდნენ და საზოგადოებასთან მხოლოდ და ოდენ ელექტრონულად გააჩაღებდნენ კომუნიკაციას, თუმცა, როგორც ჩანს, არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში.
ჰოდა, რაკი არ არის, მთავარმა „გირჩმა“ დაიქადნა, რომ, თუკი მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ხელისუფლება ახალ წლამდე ნარკოტიკების შესახებ დაკავშირებულ კანონმდებლობას არ შეცვლის, არც მეტი, არც ნაკლები, 2016 წლის 31 დეკემბერს თავიანთ ოფისში საჯაროდ დათესავენ მარიხუანას (პათოსით: ქატო – აქა, ფქვილი – იქა?!).
რაც მთავარია, ამ საჯარო ხვნა-თესვის მიზანი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაა.
სავარაუდოდ, წამებულის მანტიის მოსხმა სურთ (განა, როგორც ქარის წისქვილებთან, როგორც კანაფის ფოთლებთან ჩაუქ მებრძოლებს), რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი  ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ „გირჩთა“ ინიციატივაა, გაუქმდეს სამხედრო-სავალდებულო გაწვევა, რადგან ის (ანუ სამშობლოსთვის მსახურება) ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა ყოფილა და ამის პარალელურად, კანაფის თესვით იმუქრებიან, როგორც ჩანს, ადამიანის უზენაეს უფლებად დაბოლებას აღიარებენ.
ანუ ტყეში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარტოფისში) პლანი ამოსულა, „გირჩი“ ვიყო, „გირჩი“ ვიყო. –

скачать dle 11.3