კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სა-უცხო-ოდ გაწვრთნილები #47

„გმადლობთ, ბოდიში…“

 სანამ ჩვენ „ნატოს“ კართან ვდგავართ და აქეთ – ვიზალიბერალიზაციას ველით, იქით კი – მცოცავი ოკუპაცია გვიტევს, ავღანეთში ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა გერმანიის საკონსულოზე განხორციელებული შეტევა მოიგერია.
არათუ მოიგერია, იმდენად წარმატებითაც, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა (ურსულა ფონ დერ ლეიენმა) ჩვენებურ თავდაცვის მინისტრთან (ლევან იზორიასთან) სამადლობელი უსტარიც აფრინა.
მომყავს ციტატა: „ქართველი ჯარისკაცებისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალების დაუყოვნებელი მოქმედებით, შესაძლებელი გახდა მოვლენების უფრო უარესი განვითარების თავიდან აცილება და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.“
გერმანელმა მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ქართველი სამხედროების ხსენებული ქმედება საქართველო-გერმანიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის დასტურიც ყოფილა (და, აბა, რატომ უწევენ წინააღმდეგობას ჩვენს წევრობას?!). ამიტომაც იმედოვნებს, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწევთ ამ ერთობლივი მისიის განხორციელებისას.“
ერთობლივი მისიები, იცოცხლე, კარგია, მაგრამ არც ის იქნება ურიგო, საკუთარი მისიების შესრულებაშიც თუ წამოგვეშველებიან პარტნიორები. იმიტომ რომ, ეს ჩვენი ელიტური სამხედრო კონტინგენტი, სწორედაც რომ, მხოლოდ კოალიციის სამხედრო მიზნების გადასაჭრელადაა გაწვრთნილი. ან, უკეთეს შემთხვევაში, იქნებდა ჩვენი სამხედრო პრობლემების გადასაჭრელად საჭირო მომზადებაშიც დაგვხმარებოდნენ?! –

скачать dle 11.3