კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამები დედობის მოლოდინში #47

ანუ დაანებეთ თავი ჩემს… საშვილოსნოს?!

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ერთნაირსქესიანთა ქორწინებების მთელ დედამიწაზე დასამკვიდრებლად აშშ-ს მიერ გამოცხადებულ სტრატეგიას. უცნობია, ვინაიდან ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანის გაღმელი პარტნიორის ახლად არჩეული პრეზიდენტი (დონალდ ტრამპი) მხოლოდ ორსქესიანთა დაქორიწინების ხისტი მომხრეა.
თუმცა ამერიკელ მეცნიერებს კვლევის შედეგად დაუდგენიათ, რომ, ჰა და ჰა, 5-10 წლის შემდეგ მედიცინა ისეთ სიმაღლეებს მიაღწევს, რომ მამაკაცები შვილებსაც კი გააჩენენ.
თქვენ წარმოიდგინეთ, დამოუკიდებლად გააჩენენ, არათუ 9 თვეს მუცლით ატარებენ. ამის მიღწევა კი საშვილოსნოს გადანერგვითაა შესაძლებელი და, ზედაც, ჰორმონოთერაპიით.
ჩვენ, ცხადია, არაფერი ვუწყით, რამდენი მამაკაცი მოინდომებს შვილოსნობას, მაგრამ აი, ის კი მეტად საინტერესოა, საიდან მოიტანენ ამდენ საშვილოსნოს?! იმედია – ძალით არ ამოგვაცლიან. –
იმას გარდა, რომ იბადება კიდევ რამდენიმე კითხვა: მათ შორის, ვინ დააფეხმძიმებს მამაკაცებს და თუ დაფეხმძიმდებიან, ისევ მამაკაცები ერქმევათ?! თუმცა პირადად მე მაინც ყველაზე მეტად საშვილოსნოების წყარო მაინტერესებს…

скачать dle 11.3