კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეველოპერული კომპანია „M2 უძრავი ქონება“ მზრუნველობამოკლებული, შშმ ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია „M2-თან” მნიშვნელოვანი მემორანდუმი გააფორმა

 კომპანია „M2” საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც საიმედო, ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების შემქმნელი, არამედ როგორც ბევრი მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი. ამჯერად კომპანიამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ეს გულისხმობს, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში „M2” იწყებს საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელიც სრულად იქნება მორგებული მათ საჭიროებებზე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, ამ ეტაპზე საოჯახო სახლის პროექტი დასრულებულია და მშენებლობა იანვრიდან დაიწყება, რომლის დამთავრების შემდეგ, სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF უზრუნველყოფს.
საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
ირაკლი ბურდილაძე (კომპანია „M2-ის” გენერალური დირექტორი): თავდაპირველად მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენი კომპანია და ჯანდაცვის სამინისტრო ერთად ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტს მზრუნველობამოკლებული და შშმ ბავშვებისთვის. ზოგადად, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ლიდერის პოზიციაზეა, უნდა ჰქონდეს ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა და აფინანსებდეს მსგავს წამოწყებებს. კომპანია „M2-ისთვის” კი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ყველა საცხოვრებელი კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. სწორედ ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე 260-მდე პანდუსი მოეწყო. „M2-ის” თითოეული თანამშრომლისთვის საამაყოა ისეთ საქმეში წვლილის შეტანა, როგორიცაა საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა, რადგან ბავშვები კეთილმოწყობილ, კომფორტულ, ოჯახურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გაიზრდებიან, რაც ხელს შეუწყობს,  მათ თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრად იგრძნონ. კომპანია ყოველთვის იქნება მსგავსი პროექტების ინიციატორი. ჩვენ მიერ განხორციელებული თითოეული პროექტი კი, სწორედ ასეთ ადამიანებზე იქნება გათვალისწინებული, რაც გულისხმობს კიდეც მაღალ ევროპულ სტანდარტს.
ზაზა სოფრომაძე  (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე): სოციალური პასუხისმგებლობა – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საზოგადოებასთან მიმართებაში. კონკრეტული მემორანდუმი კი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია „M2-თან” გააფორმა, ხელისუფლებასა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი პროექტები ყოველთვის გამოხატავს საზოგადოების მხარდაჭერას და მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორედ საზოგადოებას ვემსახურებით. ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია ყველასთვის – სახელისუფლებო სტრუქტურისა და კერძო სექტორისთვისაც. სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა ნება, დააფინანსოს მსგავსი ტიპის სახლის მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს შშმ და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საოჯახო სახლის აშენებას. ასეთი რამ პირველად მოხდება და დარწმუნებული ვარ, საუკეთესო შედეგს გამოიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი სრულ თანხვედრაშია სახელმწიფო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს, რომ შშმ და მზრუნველობამოკლებული ბავშვები არ უნდა ცხოვრობდნენ ბავშვთა სახლში, რომელიც ნუცუბიძეზეა. მათი განთავსება მიზანშეწონილია სწორედ ისეთი ტიპის სახლებში, როგორიც ამ პროექტის ფარგლებში აშენდება. ახალი სახლი საშუალებას მისცეს ბავშვებს, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მიღებული სერვისი მიიღონ როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ასევე, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში დამკვიდრებას. მნიშვნელოვანია, რომ საოჯახო ტიპის პატარა სახლი განკუთვნილი იქნება დაახლოებით 10 ბავშვისთვის. მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენი პრიორიტეტი სწორედ სოციალური მიმართულებაა. ასევე, მინდა, აქტიურობისკენ მოვუწოდო კომპანიებს, რომ მსგავს პროექტებში ჩაერთონ, რაც საბოლოოდ, ჩვენი საზოგადოების განვითარებასა და ქვეყნის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. პროექტში მონაწილე ყველა მხარეს დიდ მადლობას მოვახსენებ თანამშრომლობისთვის.

скачать dle 11.3