კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უწევდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავლა გიორგი ორბელაძეს და როგორ პოზირებდა ის შორენა ბეგაშვილთან ერთად, ოჯახურ გარემოში #46

გიორგი ორბელაძე, დაახლობით 7 წლის, წინ სამოდელო კონკურსის გამარჯვებული გახდა და მაშინ მას ყველა, როგორც „მისტერ საქართველოს”, ისე იცნობდა. დღეს გიორგი ერთ-ერთი ფიტნესცენტრის კომერციული დირექტორი და მენეჯერია, ასევე, „მენ ფიზიკის” კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი.
გიორგი ორბელაძე: მაშინ 18 წლის ვიყავი და ეს იყო  ერთ-ერთი საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება. ერთი თვით გავემგზავრე სამხრეთ კორეაში, კონკურსზე „მისტერ მსოფლიო”. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მამაკაცი ვარ საქართველოდან, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობდა, მას შემდეგ სხვა არავინ წასულა. იყო შემოთავაზებები – როგორც მოდელს სხვადასხვა აქტივობაშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მოდელობა ჩემს პროფესიად არ ქცეულა. ფინანსისტი ვარ და ამ პროფესიით წავედი. დავამთავრე უნივერსიტეტი, სამი წელი საბანკო სფეროში ვმუშაობდი, მაგრამ 10 თვის წინ გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი კერძო ბიზნესში, კონკრეტულად, ფიტნესის სფეროში.
– როდესაც ვარჯიში დაიწყე, ალბათ, გეუბნებოდნენ: რად გინდა, ამდენს რომ ვარჯიშობ...
–  ფიტნესთან დაკავშირებით არ მქონია პრობლემები, უბრალოდ, საქართველოს ჩემპიონატისთვის რომ ემზადები, ამ დროს თავი გაქვს გადადებული მომზადებისთვის, ფაქტობრივად, სხვა ვერაფრისთვის იცლი. საათობრივად იკვებები სპეციალური საკვებით. კონტეინერებით დადიხარ სამსახურში, მეგობრებთან. დღეში ორჯერ მქონდა ვარჯიში, ყოველდღიური რუტინა. მოკლედ, სხვა რამისთვის აღარ გრჩება დრო. საყვედურებია  ახლობლებისგან: ჩვენთვის არ გცალია, დაგვივიწყე, ბოლოს დამახინჯდი, რას ჰგავხარ, აღარ გინდა და ასე შემდეგ.
–  როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდი.
– მონაწილეობა მივიღე „მენ ფიზიკის” კატეგორიაში, რომელიც დღესდღეობით, ყველაზე პოპულარულია. ძირითადი ფიტნესმოდელები ამ კატეგორიაში იყრიან თავს. ბოდიბილდინგი ის კატეგორიაა, რომელიც ყველასთვის მისაღები არ არის. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სიმახინჯეა, ადამიანურ საზღვრებს სცილდება. „მენ ფიზიკი” არის კატეგორია, რომელშიც მამაკაცს უნდა ჰქონდეს ისეთი სხეული, რომელიც ყველასთვის მისაღებია. ძირითადი  ყურადღება ექცევა პროპორციებს, სხეულის სილამაზეს, მთლიან ვიზუალს. გამოდიხარ საცურაო შორტებით, ისე, როგორც პლაჟზე. ანუ, „მენ ფიზიკის” გამარჯვებული უნდა იყოს ისეთი ტიპი, რომელიც სანაპიროზე ყველაზე მაგარი იქნება. შეჯიბრისთვის 6-თვიანი სერიოზული მომზადება გავიარე. შედეგმაც არ დააყოვნა და 5 ივნისს საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მოსამზადებელი პერიოდი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველია მასის ეტაპი, როცა მეც და სხვა სპორტსმენებიც ვჭამთ ყველაფერს, რაც გვიხარია. სირთულე ის არის, რომ ამ დროს ვარჯიშობ მძიმე წონებზე და ტრავმის მიღების ალბათობა დიდია. შემდეგია რელიეფის დამუშავების პროცესი, რომლის დროსაც, თავს იზღუდავ, გაწერილი გაქვს საკვების რაციონი, ვარჯიშებიც რთულდება და ბოლოს, შრობის პერიოდია, როცა ძალიან რთულია დიეტა. საშეჯიბრო სხეულის ცხიმის პროცენტი დაახლოებით 4-5-მდეა, 3 პროცენტის ქვემოთ კი, ადამიანი კვდება. შესაბამისად, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ხარ და სიფრთხილის დაცვა აუცილებელია. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ზოგი უძლებს, ზოგი – ვერა. მე გავუძელი. ისეთი შედეგი მივიღე, საკუთარი თავით გაოცებული ვიყავი. სხეულის ისეთი ტრანსფორმაცია მოხდა, რომ „იუ თუბზეც” არ მინახავს, ასეთი ტრანსფორმაცია განეცადოს ვინმეს 6 თვეში.
–  პირადი მწვრთნელიც ხარ? მახსოვს, როგორ მიიღო შენი გამოწვევა და ასე ვთქვათ, აზიდვებით „თავანს” გაბარებდა სტეფანე.
–  პროფესიით მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ინდივიდუალურად ვავარჯიშებ ქალებსაც და კაცებსაც, ვისაც მოსწონს ჩემი მეთოდი. სტეფანეს მეგობრულად ვეხმარები, ვავარჯიშებ. მაშინ ვიდეო გავრცელდა – ტომ ჰარდმა დაღუპულ ამერიკელ ვეტერანებს მიუძღვნა და 22 აზიდვა გააკეთა. შემდეგ ეს აიტაცეს და ერთმანეთს იწვევდნენ. ასე გამომიწვია მეგობარმა და მერე მე ჩემი მეგობრები გამოვიწვიე, მათ შორის, სტეფანეც.
–  რისი დაყენება უნდათ გოგონებს, ვინც შენთან მოდის სავარჯიშოდ?
–  ძირითადად, წონის პრობლემაა, რომელიც ქალბატონებს აწუხებთ. თუ წონის პრობლემა არ არის, მაშინ უნდათ ფორმების შეცვლა და ძირითადად, საჯდომეზე აქვთ ყურადღება გამახვილებული. უნდათ დიდი საჯდომი, ან დაიწვრილონ წელი. გენეტიკური მონაცემები ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ სწორად ივარჯიშებს, სწორ კვებას დაიცავს, მაშინ შეუძლებელი არაფერია. ზოგჯერ გოგონები მოდიან და მეუბნებიან: არ მინდა დავიკუნთოო. მე ვუხსნი: ვცდილობ, რომ დავიკუნთო და გამომდის, ეს ყველას კი არ გამოსდის. თუ ვარჯიში უნდათ, არ უნდა შეეშინდეთ იმის, რომ დაიკუნთებიან. თუ ქალს ჰორმონული დარღვევები არ აქვს, ქალში ცოტაა მამაკაცური ჰორმონები, რის გარეშეც კუნთი არ იზრდება, შესაბამისად, ქალს კაცივით კუნთები არ გაეზრდება.
–  მოდელადაც მუშაობ. ცოტა ხნის წინ შენ და შორენა ბეგაშვილს გქონდათ გადაღება, სადაც ოჯახურ გარემოში, ხალათებში პოზირებდით.
–  ხშირად არ მაქვს ფოტოსესია. თუ შემოთავაზება დამაინტერესებს და ჩემს პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, მაშინ არ არის პრობლემა. მე არ ვარ პროფესიონალი მოდელი და რასაც ჩამაცმევენ, იმას არ ჩავიცვამ.
–  რას გულისხმობ?
–  მაგალითად, ქალის სამოსით არ გადავიღებ ფოტოებს. შეიძლება, გადავიღო ჩემთვის, ვიღადაო. მაგალითად, ჩემს ფეიჯზეა ვიდეო, სადაც პარიკი მაქვს და ქალს ვასახიერებ. თუ მისაღებია ჩემთვის, რატომაც არა, პირიქით მსიამოვნებს ფოტოსესიებში მონაწილეობა. საცვლებით გადაღებული ფოტოები არ მაქვს, მაგრამ ჩემი ფოტოები რომ ნახოთ, ნახევრად შიშველი ვარ ყველგან. ანუ, იმის კომპლექსი არ მაქვს, რომ შიშველი ტანი გამოჩნდეს. ჩემს გვერდზე მიდევს სასაცილო ვიდეოები და ისიც ფიტნესს ეხება, სხვა სფეროს არ გადავწვდები.
–  თუმცა, ბოლო დროს გადაწვდი და დავით თარხან-მოურავის თემას შეეხე.
–  ეს ადამიანი გახდა ინსპირაცია ჩემი ვიდეოსთვის. მისი საუბრის შემდეგ მომივიდა აზრად, ეს ვიდეო ჩამეწერა, მაგრამ ისიც სპორტს ეხებოდა. ჩამოვთვალე სპორტსმენები, ვისი შთამომავალიც ვითომ მე ვარ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაახლოებით 200 ათასი ნახვა აქვს ამ ვიდეოს. ზოგი წერდა: რა კარგი ბიჭია და როგორ გააფრინა... შვარცენეგერის შთამომავალი ჰგონია საკუთარი თავიო... ვიღაცეებმა კი დაიჯერეს, რომ მართლაც ვიყავი.
– შენი და შორენას გადაღების შესახებ მომიყევი.
– ეს იყო ჩვენი პირველი ერთობლივი გადაღება. „ანჯელის“ ხალათებისა და „მონტაგოს“ ყვავილების რეკლამაა. მუშაობის პროცესი საერთოდ არ მღლის, პირიქით, მსიამოვნებს. ძალიან კარგი ადამიანია შორენა. ერთად კარგად ვიხალისეთ და საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი ფოტოებიც გამოვიდა.

скачать dle 11.3