ბრძნული აზრები
კანტი: ადმიანებს ყველაფერს ასწავლიან პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნობით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით. ესე იგი, სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.
შექსპირი: უმჯობესია, ბრძოლაში დაცემა, ვიდრე დამარცხების ფასად სიცოცხლის ყიდვა.
ჰოპე: რაც ადვილია, ის იშვიათად ყოფილა კარგი.
ლამერტი: ნუ ჩავთვლით ბუნების საშუალებებს შეზღუდულად! ადამიანის ხელოვნების დახმარებით ის შეიძლება უსაზღვრო გახდეს.
დიდრო: რატომ ვემორჩილებით უმრავლესობას? იმიტომ, რომ მართალია? არა, იმიტომ, რომ ძლიერია.
შილერი: ჩვენზე მაღლა მდგომი პიროვნების უყურადღებობა და უზრდელობა მისდამი სიძულვილს აღგვიძრავს; მისი თავის ერთი დაკვრა და გაღიმება კმარა, რომ შევურიგდეთ.
მონტენი: რომელ წოდებასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, ღარიბი კაცი მეტწილად სინდის-ნამუსიანობისკენ, ნდობისკენ ისწრაფვის, მდიდარი – ყალთაბანდობისკენ.
გერცენი: გულახდილობა თუ სრული არ არის, საშიშია. იშვიათია ისეთი შემთხვევა, როცა შეუძლებელი ხდება, ყველაფერი თქვა ან ყველაფერი დამალო.
პითაკოსი: სიკვდილი სარფიანია ადამიანისთვის. ცოცხლად დარჩენილნი გვაქებენ და ხშირად ქებას არაფრით ვიმსახურებთ, გარდა იმისა, რომ აღარ ვართ.
ტურგენევი: სწავლა არა მარტო სინათლეა, ხალხური ანდაზის მიხედვით, ის აგრეთვე თავისუფლებაცაა.
ბალზაკი: თავისუფლება მცონარობა კი არ არის, არამედ უფლებაა, ნებისმიერად გამოიყენო დრო და შეარჩიო საქმიანობა.
ჰელვიციუსი: ჭკვიანი ადამიანები დიდხანს უღრმავდებიან თავიანთ აზრებს, ბრიყვები მაშინვე აჟღერებენ.
მოემი: ვინც მთელ თავის შესაძლებლობებს იმაში ხარჯავს, რომ კარგად გაერთოს, ხანგრძლივო მოწყენილობისთვისაა განწირული.
გოეთე: ახალგაზრდა პოეტები თავიანთ მელანში ბევრ წყალს ურევენ.
ციცერონი: შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ჯიუტად თავის შეცდომების გამართლებას მხოლოდ ბრიყვები ცდილობენ.
ედისონი: შემთხვევით აღმოჩენებს მხოლოდ მომზადებული ტვინები აკეთებენ.
ნიზამი განჯელი: დრომ ხომ სხვა სწორი გზა არ იცის, გარდა იმისა, რომ ერთი დაანგრიოს, მეორე გააუმჯობესოს.
მოპასანი: თუ ქალში სხეულის გარდა კიდევ რამეს აღმოაჩენ – ეს სასიამოვნო მოულოდნელობაა.
ბაირონი: თუ ადამიანი გიყვარს, ყველაფრის ლოგიკა ირღვევა.