კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა დაკავშირებული მომხდარი გახმაურებული მკვლელობა სექტასთან და ვის ემორჩილებიან უსიტყვოდ თბილისში მომრავლებული სექტების წევრები #46

ცოტა ხნის წინ, თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვილის მიერ დედის მკვლელობა რიტუალური მკვლელობის ნიშნებს შეიცავდა, გააქტიურებული სექტების შესახებ თემა კვლავ აქტუალური გახდა. საზოგადოება ამ თემაზე ორი წლის წინაც ალაპარაკდა, როცა თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ორმა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რასთან გვაქვს საქმე, რამდენად მომძლავრებულია ჩვენთან სხვადასხვა სექტა და რა საფრთხე ელის მათგან საზოგადოებას, ამის შესახებ პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ეკლესიის დარგში, ქეთევან პავლიაშვილს გავესაუბრეთ.
 ქეთევან პავლიაშვილი: იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი სამართალდამცავი ორგანოებისგან, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს რიტუალურ მკვლელობასთან. ეს მოვლენა დამახასიათებელია სექტისთვის, ეს არის მათი რიტუალი და „სულიერი მოთხოვნილება”. ის, რომ დედამ გააბრაზა შვილი, რომელსაც, დავუშვათ, მოუწოდა ზნეობრივი ცხოვრებისკენ, ჩვეულებრივი ყოფითი კონფლიქტია. მაგრამ ის, რომ მან დედა ასეთი ბარბაროსობისთვის გაიმეტა, შემთხვევითი საბაბით კი არ მოხდა, უკვე სექტანტობასთან გვაქვს საქმე. მიზანი და მიზეზი იყო სხვა – როცა მიზეზი არსებობს, საბაბს, თუ სურვილი გაქვს, იპოვი. შესაბამისად, განხორციელდა ის, რაც მათში დევს. არის სექტები, რომლის წევრებსაც წესად აქვთ, მოკლან ვინმე ან შეჭამონ. თუმცა, არ აქვთ თვითდაზიანების „მუხლი”. ამ ადამიანებს, დარღვეული ფსიქიკის გამო, ახასიათებთ ქმედებების ინტერპრეტაცია, ფორმა – მათი ფანტაზიის ნაყოფია. მათთვის არსებობს მხოლოდ შავი და თეთრი ფერი. შავი ნიშნავს, რომ კაცობრიობა არის ამოსაწყვეტი, თეთრი კი – მათ „ღმერთს”, მასთან მიახლოებას. ყველა სექტას ჰყავს ლიდერი, რომელსაც აბსოლუტურად ემორჩილებიან სექტის წევრები. მათ მიაჩნიათ, რომ, ვინც არ არის სექტის წევრი, მან არ იცის სიყვარული. გახსოვთ, ერთ-ერთ მკვლელს გამოეხმაურა გოგონა სოციალურ ქსელში, ტექსტით: სიყვარული შენ იცი, რომ ეს ჩაიდინე. ვინც შენ გძრახავს, იმან რა იცის სიყვარულიო. ეს ხალხი მისდევენ თავის „სწავლებას”. მთელი შეგნებით სწამთ, რასაც აკეთებენ. ჩვენ ყველას გვახსოვს თვითმკვლელობათა შემთხვევები. ეს იყო ორი-სამი წლის წინ და რიტუალურ მკვლელობებს უკავშირდებოდა. ბოლო პერიოდში სამი ახალგაზრდა გაუჩინარდა უგზო-უკვლოდ. ეს არაა შემთხვევითი.
– რამდენადაა გააქტიურებული დღეს საქართველოში სექტები?
– ბოლო წლებში ჩვენთან სექტების დიდი მომძლავრება შეინიშნება. მათი რიცხვი იმდენად დიდია, რაოდენობას ვერც კი ჩამოვთვლი. მსოფლიოში არ არსებობს სექტა, რომელიც საქართველოში არ მოქმედებს. გავრცელებულ სექტათა თითქმის უმეტესობა ჩვენთანაა შემოსული, მათ შორის, განსაკუთრებით აქტიური და აგრესიულია სინკრეტული სექტები, მასში ერთად არის გაერთიანებული, როგორც ქრისტიანული რელიგია, ასევე აღმოსავლური და დასავლური სექტების ნაზავი.  ასეთ სექტათა წევრების უმრავლესობა არასრულწლოვანია, რომელთა მოზიდვა, ჩათრევა და კონტროლი, უფრო ადვილია. ამ ახალგაზრდების უმეტესობა ისეთი ოჯახებიდანაა, სადაც მშობლებს, სხვადსახვა მიზეზების გამო, შვილებისთვის არ სცალიათ.
– სად არის საქართველოში ყველაზე გააქტიურებული სექტების საქმიანობა?
– ყველაზე აქტიურია სექტები თბილისში, ფოთსა და ზუგდიდში, უფრო მეტიც, ყველაზე საშიში სექტა მოქმედებს ზუგდიდში, რომელიც რელიგიური სექტაა. ყველა მოვლენის დროს აქცენტირება ხდება თბილისზე, როგორც დედაქალაქზე. ზუგდიდი ახლოსაა ფოთთან, რომელიც საქართველოს საზღვაო კარიბჭეა. სწორედ ფოთის ნავსადგურში შემოდის სხვადასხვა სექტის ლიტერატურა. ლაგოდეხი სავსეა ბაპტისტებით, კვაკერებით, აქ არის ასევე „ხსნის არმია;” ზუგდიდში – შავი, თეთრი ანგელოზები, წმიდა სანთლის მისია; სხვადასხვა სექტა ფუნქციონირებს სიღნაღში, ყვარელში. თანამედროვე სექტები ორ კატეგორიად იყოფიან: არსებობს ძველი, ტრადიციული, ისტორიული სექტები და სახელდახელოდ, ეგრეთ წოდებული „სწავლების” გარეშე შექმნილი სექტები. საქართველო ისტორიულად არასდროს ყოფილა სექტანტების ქვეყანა. ეს ერთადერთი ეკლესიაა მთელ მსოფლიოში, სადაც სექტა არ წარმოშობილა. სიტყვა სექტა ნიშნავს ეკლესიაში, რელიგიაში წარმოშობილს. მაგრამ, ის სექტები, რომლებიც მსოფლიოში ჩნდება 60-იანი წლებიდან, დაკავშირებულია გლობალიზაციის პროექტების გააქტიურებასთან. რეალურად, ამ სექტებს პოლიტიკური მიზნები აქვთ. არცერთი არ არის რელიგიური შინაარსის. მათი გარეგნულად ვითომ რელიგიური ფორმების მიუხედავად, ყველას პოლიტიკური დანიშნულება აქვს. ამერიკაშიც, ევროპაშიც ასეთი სექტები დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩათრეულნი. 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში, როცა ხრუშჩოვის პერიოდში ძალიან გააქტიურდა ეკლესიის, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა, სექტებს კანონით მიეცათ თავისუფალი მოქმედების უფლება. მაშინ დაიწყო მათი მომძლავრება. 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის ეგრეთ წოდებული დაშლის შემდეგ, ჩვენთან თავისუფლად შემოვიდნენ ეს სექტები, განსაკუთრებით, ისეთი საშიშებიც, მაგალითად: შავი და თეთრი მაგიის სექტა. მის შესახებ ჩვენთან ბევრს არაფერი გაუგია. ეს სექტა ჯერ რუსეთში შევიდა, შემდეგ – უკრაინაში და ბოლოს, ჩვენთან. ისინი მოქმედებენ ჰუმანიტარული დახმარების „ლოზუნგით”. მაგალითად, ეხმარებიან დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ან ბუნებრივი კატასტროფების დროს დაზარალებულებს. 90-იან წლებში შეიქმნა სექტები, რომლებიც მოწოდებულია სწორედაც ადამიანის ლიკვიდაციისკენ – თუნდაც, ისეთი მკველელობებისკენ, რაც ახლახან თბილისში მოხდა. ეს სექტები, რომელთა უმეტესობა სპეცსამსახურების ჩარევის შედეგად იქმნება, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. მათში ითრევენ ბავშვებს, თესავენ სიძულვილს. ისინი, ტრადიციულ რელიგიურ ელემენტებთან ერთად, სხვადასხვა ფილოსოფიურ მოძღვრებას აერთიანებენ. ეს სექტები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე იგივე „ემოები“, „გოთები“ და ასე შემდეგ. სხვათა შორის, არაერთხელ მითქვამს, რომ თბილისში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხშირად დაფიქსირებულა „ემოების“ შეკრება და საჭიროა მეტი ყურადღების გამოჩენა. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ ისინი ისეთი საშიშები არ არიან, როგორც ზუგდიდში მოქმედი სექტა.
– რით დასტურდება თბილისში და სხვა ქალაქებში მათი აქტიურობა?
– ისინი ერიდებიან ცენტრალურ უბნებს, რაიონებს. მე მსმენია მათი თავშეყრების შესახებ გლდანში, სანზონაში, წყნეთში. ისინი, ძირითადად, იკრიბებიან მიწისქვეშა გადასასვლელებში, სასაფლაოებზე, მიტოვებულ შენობა-დაწესებულებებში. რიტუალებს ატარებენ ხალხისგან მოშორებით. როგორც კი წინააღმდეგობას აწყდებიან კონკრეტული ადამიანებისგან, მათ მიმართ იწყებენ აგრესიას. შესაძლოა, ამ ფაქტორსაც ჰქონდა ადგილი გახმაურებული მკვლელობის შემთხვევაში. თუ მეტი ყურადღებით დავაკვირდებით, ჩვენთვის არ იქნება რთული სხვადასხვა სექტის მიმდევრების ცნობა. ისინი გარეგნულად გამოკვეთილნი არიან. ყველა სექტას თავისი ნიშან-თვისებები აქვს. პატარა ელემენტებით განსხვავდება მათი ექტრავაგანტული ჩაცმულობა და გარეგნობა. ჩაცმულობაში ჭარბობს შავი ფერი. აქვთ განსხვავებული თმის ფერი და ვარცხნილობა. საყურე წარბში, ცხვირში, ტუჩში. შავი ფერის პომადა და თვალები ჩაშავებული აქვთ ჩრდილებით. ისინი ატარებენ სამკაულებს რქების, სატანის, ლახვრის გამოსახულებებით. ზოგი სამკაულზე უფლის გამოსახულებასაც ატარებს. უსმენენ მძიმე როკ-მუსიკას. ისინი მხოლოდ ერთმანეთთან არიან კონტაქტურები. საზოგადოების სხვა წევრებთან ვერ ურთიერთობენ, ერთგვარი კომპლექსიც კი აქვთ. მათ ახასიათებთ ზიანის მიყენება ცხოველებისთვის – ძაღლებისთვის, კატებისთვის. მათი წამებით მოკვლა და დანაწევრება მათთვის ჩვეული რიტუალია. უკვე 15 წელია, ვლაპარაკობ საფრთხეზე, რაც ჩვენს საზოგადოებას ემუქრება გააქტიურებული სექტების მხრიდან. დიდი ხანია, მე და ჩემი კოლეგები ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. უკეთესი იყო, უფრო ადრე მიღებულიყო ზომები, სანამ ასეთი სასტიკი დამოკიდებულება განვითარდებოდა მშობლებთან, და-ძმებთან მიმართებაში. რეალურად ვითარება არის ძალიან მძიმე. ჩვენ საქმე გვაქვს განათლების პრობლემასთან, ინფორმაციულ ვაკუუმთან, გულგრილობასთან. არ შეიძლება, სექტების მიმარ ყურადღება არ გამოვიჩინოთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ როგორც საზოგადოებამ, ასევე ხელისუფლებამ, რომ ამ ვითარებამ კიდევ უფრო მწვავე ხასიათი არ მიიღოს. საჭიროა, შესაბამისმა სამართალადამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ ეს სექტები. შეიტყონ, რა არის მათი საქმიანობა, მიზნები და რა მხრივ უქმნიან ისინი სახელმწიფოს ხიფათს, უნდა მიიღონ ზომები, რათა მათ თავისუფალი ქმედებების უფლება არ ჰქონდეთ. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლოს მიღებულმა კანონმა რელიგიის შესახებ, გვირგვინი დაადგა სექტების გააქტიურებულ საქმინაობას.

скачать dle 11.3