კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები #46

ის ვინც მიყვარდა, თავის ოჯახთან ბედნიერია, მე კი ყველაზე დიდი განძი – შვილი დამიტოვა
ყველას ეგონა, ცხოვრებაში წარმატებებას მივაღწევდი და საუკეთესო ოჯახსაც შევქმნიდი. ამისთვის გარეგნობაც და გონებაც მიწყობდა ხელს. თუმცა, რომ იტყვიან, თვალი სცესო, სწორედ ასე მოხდა. ვერც ოჯახი შევქმენი და ვერც იმ მიზნებს მივაღწიე ცხოვრებაში, რაც გულით მსურდა. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ, როგორც კი საქმე სერიოზულ სახეს მიიღებდა, მაშინვე უკან ვიხევდი. არჩევა-არჩევაში, წლები გავიდა და ვიფიქრე, ასე არაფერი გამოვა, შვილს მაინც გავაჩენ და გავზრდი-მეთქი. დემეტრე ჩემს მეგობართან გავიცანი და პირველივე ნახვისას გადავწყვიტე, მასთან დამეწყო ურთიერთობა. შევამჩნიე, არც თავად იყო ჩემ მიმართ გულგრილი. მოკლედ, მეორე დღესვე შევხვდი და მის „დაჩაზე” ავედით. ცოტა დავლიეთ, ვისაუბრეთ და საწოლშიც არ გავძალიანებივარ. იქიდან დაბრუნებულმა კი, თავი საშინლად ვიგრძენი. მივხვდი, ეს ადამიანი მჭირდებოდა და მის გარეშე ვეღარ გავძლებდი. მოკლედ, ჩვენმა შეხვედრებმა ყოველდღიური სახე მიიღო. ორ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მივახარებდი დემეტრეს ამ ამბავს. თუმცა, ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა. როგორც კი გაიგო, მისგან შვილს ველოდებოდი, ზურგი მაქცია. მითხრა, მე არაფერს შეგპირებივარ, ცოლის მოყვანას არ ვაპირებ და ვერც მაგ ბავშვზე ავიღებ პასუხისმგებლობასო. მეწყინა, დავიბენი, შემეშინდა... აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. არჩევნის წინაშე დამაყენა – ან ბავშვი აირჩიე და ან მეო. მორწმუნე ვარ და აბორტზე არც კი მიფიქრია. დღეს, უბედნიერესი დედა ვარ, ულამაზესი, ორი წლის შვილი მყავს. დემეტრემ კი ცოლიც მოიყვანა და შვილსაც ელოდება. ჩვენკენ არც იხედება. მხოლოდ ერთხელ მოვიდა ჩემთან სახლში და მითხრა, ცოლი მომყავს და არ მინდა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ რაიმე იცოდესო. ბავშვისთვის ზედაც არ შეუხედვს.  ხშირად მეუბნებიან, რად გინდოდა, ბავშვი რომ გააჩინე, ზედმეტი ბარგი აიკიდე, გყოლოდა საყვარელი მამაკაცი გვერდით და გეცხოვრა მშვიდადო. ვგიჟდები, ამას რომ ვისმენ! როგორ შემეძლო, იმ მამაკაცის გვერდით ყოფნა, ვისაც ჩემგან შვილი არ უნდოდა და ანგელოზივით ბავშვზე ახლაც უარს ამბობს? რა თქმა უნდა, ძნელია, ამ ყველაფრის გააზრება და იმ გაფიქრებაც კი, რომ მიგატოვეს. მაგრამ, შვილი რომ გყავს და ცხოვრებას აზრი აქვს, ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს? მართლია, როცა ურთიერთობა დავიწყე, არ მიფიქრია, რომ დემეტრეს ცოლად გავყვებოდი ან მისგან შვილს გავაჩენდი, მაგრამ ამას ვერც დაგეგმავ. დღეს, ის ადამიანი, ვინც მიყვარდა, თავის ოჯახთან ბედნიერია, მე კი ყველაზე დიდი განძი დამიტოვა ნიაკოს სახით და ამისთვის მადლობელი ვარ.
ნელი, 39 წლის

скачать dle 11.3