დაამზადეთ იდეალური სკრაბი ტუჩებისთვის სახლის პირობებში #46
გინდათ, გქონდეთ რბილი ტუჩები მკვდარი უჯრედების გარეშე? ამისთვის შეგიძლიათ სპეციალური სკრაბი გამოიყენოთ, რომლის დამზადებასაც თავად შეძლებთ სახლის პირობებში, თანაც ძალიან მარტივად.
მარწყვის სკრაბი – 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ბოლოს, დაუმატეთ დაჭყლეტილი მარწყვი. ეს სკრაბი იდეალურია ტუჩების სიგლუვისთვის.
თაფლის სკრაბი – 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი აურიეთ კარგად. დაუმატეთ ცოტა დარიჩინი, რომელიც ტუჩებს მეტ მოცულობას მიანიჭებს.
ყავის სკრაბი – ყავისგან მომზადებული სკრაბი აცოცხლებს ტუჩებს და აძლევს არაჩვეულებრივ შეფერილობას. ამ სკრაბის მომზადება ძალიან მარტივია. გჭირდებათ მხოლოდ 1 სადილის კოვზი მსხვილად დაფქული ყავა და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. აურიეთ ყავა და ზეითუნის ზეთი, რბილად წაისვით ტუჩებზე და გაიჩერეთ 5 წუთამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.
ლიმონის სკრაბი – ლიმონი კვებავს კანს ვიტამინებით. ლიმონის სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. შეურიეთ თაფლი და შაქარი. შემდეგ დაუმატეთ ლიმონი და მიღებული მასა დაიდეთ ტუჩებზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და დაიბანეთ ოდნავ თბილი წყლით.