როგორ შეზღუდა სტალინმა „ნატო“, მისი დაარსების პირველივე დღეს #46
მიუხედავად იმისა, რომ სტალინი დედამიწის ერთ მეექვსედს უპირობოდ განაგებდა, აბსოლუტური ძალაუფლება გააჩნდა და ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეეძლო, ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. თუმცა, მისი მოკრძალება მთავრდებოდა, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს შეეხებოდა და სწორედ მაშინ იყო სტალინი დაუნდობელი, შეურიგებელი და სასტიკიც კი... ისტორიკოსი ალექსეი ანტონოვი წერს: „სტალინის ყოფა ისეთივე უბრალო იყო, როგორც ათეულმილიონობით საბჭოთა ადამიანისა. ეს მთელმა ქვეყანამ კარგად იცოდა და სწორედ ამიტომაც უყვარდა ის ხალხს. საბჭოთა ბელადს არასდროს ჰქონია სწრაფვა ფუფუნებისა და კომფორტისკენ. თუმცა, ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა, – მშრომელი ხალხი კომფორტსა და კეთილდღეობაში უნდა ცხოვრობდესო და ყველაფერს აკეთებდა საამისოდ. თითქმის ასეთი იყო ძველ კავკასიელ და რუს ბოლშევიკთა უმრავლესობა, საპირისპირონი იყვნენ ებრაული წარმოშობის ბოლშევიკ-რევოლუციონრები ტროცკის მეთაურობით... შეიძლება, მავანს სასაცილოდაც კი არ ეყოს ჩემი სიტყვები, მაგრამ ტროცკისა და ტროცკიზმის დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათმა სნობიზმმა – მათმა პარაზიტულმა ლტოლვამ, სხვის ხარჯზე კარგად და კომფორტულად ეცხოვრათ. ბოლშევიკთა ეგრეთ წოდებული „ზავხოზი“ (სამეურნეო განყოფილების გამგე) აბელ ენუქიძე იხსენებდა: „1918 წლის ოქტომბერია. რევოლუციის წლისთავი ახლოვდება და ლენინთან პოლიტბიუროა შეკრებილი. გადაწყდა, რომ რევოლუციის წლისთავი ღირსეულად აღგვენიშნა. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც უცხოელი დიპლომატებისა თუ კერძოდ მოწვეული სხვა სტუმრების გამასპინძლებით უნდა დასრულებულიყო სასტუმრო „ასტორიაში“. სხდომიდან გამოსული პოლიტბიუროელების აბსოლუტური უმრავლესობა უზადოდ, მოდურად, ახალთახალ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. მხოლოდ ლენინს და სტალინს ეცვათ ისე, როგორც ყოველთვის: ილიჩს (ლენინს) – გაცრეცილი „ტროიკა“ და ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმელები; სტალინს კი – ძველი შინელი და სამხედრო ჩექმები. ლენინთან ახლომეგობრული დამოკიდებულება მქონდა და შევბედე:
– ვლადიმერ ილიჩ, საწყობში საუცხოო „ტროიკა“ და ფეხსაცმელები მაქვს. მოდი, მოგიტანთ და მოირგეთ. მოგიხდებათ-მეთქი.
ილიჩს გაეცინა და უარის ნიშნად თავი გააქნია. სტალინს შევხედე და იგივეს თქმას ვაპირებდი, მაგრამ მან დამასწრო და ქართულად მითხრა:
– ახლა არ მითხრა, პიჟონივით გამოგაწყობო.
სტალინთან კიდევ უფრო ახლომეგობრული დამოკიდებულება მქონდა და ვუთხარი:
– ილიჩს ვერ შევბედე, კობა, მაგრამ სირცხვილი არ იქნება, ბანკეტზე ლორდებთან, ბარონებთან და დიპლომატებთან ძველმანებში გამოწყობილი რომ გამოჩნდები?
სტალინს გაეცინა და მომიგო:
– სირცხვილი ისაა, შენი შვილი რომ მეზობელს დაემსგავსებაო.
მე კი ჯიუტად არ მოვეშვი:
– მაინც, რატომ არ გინდა, ახალ სამოსში გამოეწყო?
– ძველი უფრო საიმედოა, – მიპასუხა და თან, დააყოლა, – სამოსიც ძველი მეგობარივითაა, რაც უფრო ძველი და გამოცდილია, მით უფრო საიმედოა...
ილიჩმა, მართალია, არ იცოდა ქართული, მაგრამ ჩვენი საუბრის შინაარსს კარგად ჩასწვდა და მითხრა:
– სტალინი მართალია. იმ ბატონ ლორდებს, ბარონებსა და სხვა ბურჟუებს ძველი სამოსითაც მშვენივრად ვაიძულებთ, ჩვენი ხელისუფლება სცნონო...
და, მართლაც, საზეიმო ბანკეტზე ლენინისა და სტალინის სიტყვებმა ისეთი მქუხარე რეაქცია გამოიწვია უცხოელ სტუმრებში, რომ მათი ჩაცმულობისთვის ყურადღება არავის მიუქცევია...“
უბრალოებისა და არამოდურობის მიუხედავად, სტალინი ყოველთვის უდიდეს ყურადღებას აქცევდა ქვეყნის მოწყობასა და აღმშენებლობას. ბელადის უშუალო ბრძანებით, შესაბამისი თანამდებობის პირები მთელი უზარმაზარი ქვეყნის მასშტაბით მყისეულად ნერგავდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. აუმჯობესებდნენ კიდეც მათ და უცხოელი ტურისტი ისევე კომფორტულად და დაცულად გრძნობდა თავს, მაგალითად, სოჭისა და ყირიმის კურორტებზე, როგორც ნიცასა და მონტე-კარლოში... მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა თუ სხვა, შედარებით პატარა და შორეულ ქალაქშიც, ისევე გემრიელად შეეძლოთ, ესადილათ ადამიანებს რესტორნებში, როგორც პარიზში, ნიუ-იორკსა თუ მილანში... ერთი სიტყვით, რომ არა მეორე მსოფლიო ომი და ფაშისტები, საბჭოთა კავშირი ისეთი სწრაფი და სწორი ტემპებით ვითარდებოდა, რომ 1945 წლისთვის შეერთებულ შტატებს 12 პროცენტით გაასწრებდა...
მიუხედავად ომისა და დიდი მატერიალური ზარალისა, 1949 წელს მოსკოვში ჩამოსულმა ფრანგმა გენერალმა შარლ დე გოლმა აღფრთოვანება ვერ დამალა საბჭოური აღმშენებლობით და თავის საზეიმო სიტყვაში თქვა:
– საბჭოეთი დიადი ქვეყანაა. მან დიდ ომში გაიმარჯვა და ეს გამარჯვება დიადი ლიდერის, იოსებ სტალინის დამსახურებაა. მე მას პირადად და მთელი ფრანგი ერის სახელით, ჯანმრთელობას ვუსურვებ არა მარტო საბჭოეთის, არამედ მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ...
დე გოლის ამ ვიზიტის შესახებ ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „შეხვედრა და საზეიმო ბანკეტი რომ დასრულდა, სტალინმა ფრანგი სტუმარი მანქანამდე მიაცილა, მაგრად ჩამოართვა ხელი და უკან გამობრუნდა, მანიშნა, გამომყევიო. კაბინეტში რომ შევედით, სტალინმა დაჯდომა შემომთავაზა და მკითხა:
– რას იტყვი, როგორ მოგეწონა ფრანგი გენერალი?
– პრინციპული და ჭკვიანი კაცია, თანაც კარგი დიპლომატი.
– სანამ ცხელია, აქვე უნდა გამოვჭედოთ, – მითხრა სტალინმა და გააბოლა.
მე ვერაფერს მივხვდი და ვკითხე:
– რას გულისხმობ?
– „ნატოს“ წევრობას, – პირდაპირ მითხრა სტალინმა.
– რას ამბობ, კობა, ეგ ხომ გამორიცხულია. „ნატოს“ ბლოკი ფრანგების გარეშე წარმოუდგენელია. თანაც, დე გოლს წინასწარ აქვს მოწერილი ხელი წევრობაზე და მხოლოდ ფორმალობები დარჩა.
– ფრანგის კეთილგანწყობაზე ჩვენ მიმართ და მის ინდივიდუალიზმზე უნდა ვიმოქმედოთ და გამოვიყენოთ. საფრანგეთი „ნატოში“ დიდი ძალა იქნება. ჩვენ ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს, მაგრამ მათ შემატებს. ეს კი მაინც ცუდია. ხვალ პირისპირ შეხვედრაზე შევეცდები, ფრანგის გახედნას და ვნახოთ, რა გამოვაო, – მითხრა სტალინმა...“
მეორე დღეს სტალინი და დე გოლი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს და კრემლის კაბინეტში ოთხი საათის განმავლობაში ისაუბრეს. საღამოს კი, ფრანგი გენერალი სამშობლოში გაფრინდა. ერთი კვირის შემდეგ „ნატოს“ ქვეყნების მეთაურთა შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ახალი სამხედრო კავშირი ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო. მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტას ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალობა ეგონა, თუმცა შეცდნენ. დე გოლმა ამ, ერთი შეხედვით, ნორმალურ შეხვედრაზე ორი მოულოდნელი მოთხოვნა წამოაყენა. პირველი – „ნატოს“ ინგლისურ აბრევიატურასთან ერთად ფრანგული აბრევიატურაც უნდა ჰქონოდა; მეორე და მთავარი – გენერალმა დე გოლმა „ნატოს“ წესდების შეცვლა მოითხოვა და მასში შეატანინა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფრანგებს არ ჰქონდათ ვალდებულება, რომ „ნატოს“ მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში უპირობოდ მიეღოთ მონაწილეობა... ნატოელები შოკირებულები იყვნენ. ორგანიზაციის არსებობის საკითხი ეჭვქვეშ დგებოდა და დე გოლის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებს: „როდესაც „ნატოს“ სკანდალი მძვინვარებდა, სტალინს პირადი ინიციატივით ვეწვიე კაბინეტში და ვკითხე:
– კობა, სიმართლე გითხრა, არ მჯეროდა, როცა ამბობდი, ფრანგი გენერალი უნდა გავხედნოო. როგორ მოახერხე მისი დარწმუნება, რომ „ნატოს“ ომებში მონაწილეობა არ მიიღოს?
– ისევე, როგორც ეს რუსეთის არმიამ შეძლო ათას რვაას თორმეტში, – მიპასუხა სტალინმა.
– ვერ ვხვდები? – მხრები ავიჩეჩე მე.
სტალინმა ჩიბუხი გააბოლა. გაეცინა და მითხრა:
– დე გოლს ვუთხარი, რომ მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც მამაც გენერალსა და დიდი ერის წარმომადგენელს. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს და „ნატო“ ჩვენზე წამოვიდეს, რაც სავსებით რეალურია, პარიზში შესული რუსული არმია ისევე მალე არ გამოვა იქიდან, როგორც ეს ნაპოლეონის დროს მოხდა-მეთქი. მას მცირე საიდუმლოც გავუმხილე და ვუთხარი, რომ მართალია, არ მსურს, მაგრამ სუპერბომბიან საბჭოთა თვითმფრინავებს ძალიან სწრაფად შეუძლიათ პარიზამდე მიღწევა-მეთქი...“
სტალინისა და დე გოლის პირისპირ საუბარი არასდროს გამოქვეყნებულა ოფიციალურად, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ სტალინმა შეძლო დაუდეგარი ფრანგი გენერლის გახედნა.“