კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დახვრიტეს „ჩეკას“ გენერალი ბერიას უშუალო ძალისხმევით #46

ლავრენტი ბერიასთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის, უმძიმესი იყო სამშობლოს ღალატის მუხლი, კონკრეტულად კი – მისი „თანამშრომლობა“ აზერბაიჯანის მუსავატურ დაზვერვასთან... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სპეცსამსახურების ექსპერტი, იური შვეიცერი წერს: „მუსავატურ დაზვერვასთან ბერიას თანამშრომლობის ბრალდება რეალურ საბუთს ეყრდნობა, რომელიც „ჩეკას“ არქივში ჯერ კიდევ 1924 წელს მოხვდა ბაქოდან. მაშინ, როდესაც გასაბჭოებული აზერბაიჯანის დედაქალაქის ერთ-ერთი გასაიდუმლოებული სარდაფის სამალავში, საბჭოთა კონტრდაზვერვამ მუსავატების არქივს მიაგნო. ეს საბუთი იყო მუსავატი პოლკოვნიკის, ჰასან ბაირამოვის მიერ შედგენილი აგენტებისა და თანამშრომლების სია, რომელშიც 20 წლის ლავრენტი ბერია უძვირფასეს აგენტად, მეტსახელად „აბრეკად“ იყო მოხსენიებული... მუსავატი პოლკოვნიკი ბაირამოვი, „აბრეკს“ მოიხსენიებდა, როგორც საზრიან, მამაც და თავდადებულ ადამიანს და აღნიშნავდა, რომ მას ბაქოელი ბოლშევიკების წინააღმდეგ ძალიან აქტიურად იყენებდა... ეს საბუთი, თავისთავად, ნამდვილად გამოდგება ადამიანის გასამტყუნებლად და თითქოს წყალი არ გაუვა... მაგრამ, ამ ისტორიაში არის ერთი „მაგრამ“, რომელიც თავდაყირა აყენებს მთელ ამ ისტორიას და ბერიას არა მხოლოდ ამართლებს, არამედ თვალნათლივ წარმოაჩენს ამ ადამიანის (ბერიას) გმირობასა და ბოლშევიკებისადმი თავდადებას...
ლავრენტი ბერია 1918-1919 წლებში მართლაც თანამშრომლობდა მუსავატურ დაზვერვასთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ ემსახურებოდა, არამედ – პირიქით... ახალგაზრდა ბერია მუსავატებთან სწორედ იატაკქვეშა ბოლშევიკების დავალებით მუშაობდა და მათ სტრუქტურებში ისე ღრმად შეაღწია, რომ ცენტრს (ბოლშევიკური შტაბი) ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდიდა. სწორედ ბერიას მიერ მოპოვებული ინფორმაციების წყალობით გახდა შესაძლებელი როგორც „ბაქოს აჯანყების“ მოწყობა, ასევე ბაქოს არსენალის აღება. იქიდან კი ათასობით ცეცხლსასროლი იარაღის გამოტანა, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა აზერბაიჯანის გასაბჭოებაში... საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ ლავრენტი ბერიას მიერ მოფიქრებული ოპერაციის შედეგად მოხდა ისე, რომ აზერბაიჯანულმა ბრუჟუაზიამ თავადვე დააფინანსა საკუთარი დამხობა... აზერბაიჯანის „ჩეკას“ მაღალჩინოსანი, თადარიგის გენერალი იუსუფ მამედოვი 1951 წელს ასე იხსენებდა ამ ისტორიას: „1918-1919 წლებში მე პოლკოვნიკ ჰასან ბაირამოვის ადიუტანტად ვმუშაობდი და მის პირად აგენტებთან კონტაქტი მევალებოდა. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ლავრენტი ბერია, რომელიც ბაირამოვთან პირად კონტაქტზე იმყოფებოდა და შეიძლება ითქვას, მის არაფორმალურ მრჩევლადაც კი ითვლებოდა. პოლკოვნიკ ბაირამოვს უშუალოდ ევალებოდა ბაქოში ყოველგვარი უსაფრთხოების კონტროლი, დაცვა და ბაქოს აჯანყება არ გამოეპარებოდა, რომ არა ლავრენტი ბერია. მეტიც, სწორედ ბერიამ მოუდუნა ყურადღება ბაირამოვს და „დაუსაბუთა“, რომ ბოლშევიკები არანაირ ძალას არ წარმოადგენდნენ ბაქოში, არაფერს აპირებდნენ და ამ მხრივ, საშიშროება არ არსებობდა, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილი იყო. პირიქით, ბოლშევიკები გამალებით ემზადებოდნენ აჯანყებისთვის და დიდძალი ცოცხალი ძალაც გააჩნდათ, რომელიც მკაცრ სტრუქტურებად ჰყავდათ დაყოფილი. მათ გეგმაში იყო ერთადერთი, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი. ანუ ის, რომ მათ არ გააჩნდათ საკმაო შეიარაღება და მართალია, ფულიც ჰქონდათ იარაღის შესაძენად და ყიდვაც შეეძლოთ, მაგრამ ბაქოს მისადგომები ისე საიმედოდ იყო გადაკეტილი, იქ იარაღს ვერც ხმელეთით შეიტანდი და ვერც ზღვით... ამგვარად, ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დასრულდებოდა და ამით მხოლოდ ბურჟუაზიული აზერბაიჯანის არსენალი შეივსებოდა. ერთ-ერთ იატაკქვეშა თათბირზე, რომელიც ბაქოში გაიმართა და მას ცენტრიდან მოვლინებული „ჩეკას“ მაღალჩინოსანი მოგილევი ესწრებოდა, ბერიამ თქვა, რომ ჰქონდა სამეტაპიანი გეგმა, რომელიც საბოლოოდ, წარმატებული აჯანყებით უნდა დასრულებულიყო, რაც აბსოლუტურად ზუსტად განხორციელდა...“
 იუსუფ მამედოვმა თავის მონათხრობში გამოტოვა ის ფაქტი, რომ მოგილევმა აბუჩად აიგდო ბერია. უთხრა, რომ მას საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა და ისე, რომ წესიერადაც არ გაეცნო მის გეგმას, უგულებელყო ის... მოგვიანებით, მოგილევი სასტიკად დაისაჯა ამ საქციელისთვის და 1939 წელს, უკვე „ჩეკას“ გენერალი, საბოტაჟის ბრალდებით დახვრიტეს, რაშიც უდავოა, ბერიას ხელიც ერია... ის ბაქოს საიდუმლო თათბირი კი, მოგილევის გამო ჩაიშალა და მხოლოდ მას მერე მოიწონეს ბერიას გეგმა, როდესაც საქმეში ფელიქს ძერჟინსკი ჩაერთო. ბერია მას პირადად შეხვდა თბილისში, სადაც ბაქოდან ჩავიდა და დაწვრილებით უამბო ყველაფერი... ბერიას გეგმით, ჰასან ბაირამოვი დარწმუნდა, რომ რეალურ რევოლუციურ ძალას ბაქოში ანარქისტები წარმოადგენდნენ და მათი წევრების დაპატიმრება და დაკითხვები დაიწყო. ბერიასვე რჩევით, ბაქოში დიდძალი ცეცხლსასროლი იარაღი შეიტანეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ანარქისტების გამოუვლენელი საბრძოლო ბრიგადები აჯანყების დაწყებას გადაწყვეტდნენ. ბერიას გეგმის მესამე ეტაპი იყო ბაქოს არსენალის აღება, რომელსაც გაძლიერებულად იცავდნენ. მისი უსაფრთხოების გეგმა კი, სწორედ ბერიამ მოიპოვა და გადასცა ბოლშევიკ არალეგალ მეომრებს. ბაქოს არსენალის აღების მერე, ბაქოს ცნობილი აჯანყებაც დაიწყო. ბოლშევიკებმა ყველა საკვანძო წერტილი დაიკავეს და ქალაქში ბოლშევიკთა რეგულარული ძალებიც შევიდნენ... თავზარდაცემული პოლკოვნიკი ბაირამოვი „ჩეკას“ მოწინავე ჯგუფმა საკუთარ კაბინეტშივე დააპატიმრა და ჯერ თბილისში ჩაიყვანეს, იქიდან კი, რუსეთში გადაიყვანეს. გაასამართლეს და დახვრიტეს.
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ, როდესაც ბერია დაპატიმრებულ ბაირამოვს „ჩეკას“ შენობაში შეხვდა და თავი ბოლშევიკად წარუდგინა, მუსავატ მაღალჩინოსან კონტრმზვერავს ეს ხუმრობა ეგონა და არ დაიჯერა...
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ბერიას ეს დამსახურება ოფიციალურად არასდროს გამჟღავნებულა. არც გაფორმებულა და მხოლოდ ფელიქს ძერჟინსკიმ აჩუქა მას მაჯის საათი, რომელსაც ბერია სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა, ძალიან ამაყობდა და ამბობდა: ეს ჩემი პირველი „ჩეკისტური“ ჯილდოაო...
ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ხრუშჩოვმა და კამპანიამ უკუღმა, ბერიას საზიანოდ გამოიყენეს ბერიას მუსავატურ დაზვერვაში მუშაობის ფაქტი და ამის დასტურად, პოლკოვნიკ ბაირამოვის ჩანაწერები წარადგინეს...
1953 წლის 28 დეკემბერს, ერთობ საგულისხმო და საინტერესო ფაქტი მოხდა. გადამდგარ „ჩეკას“ გენერალს, უისუფ მამედოვს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, „ჩეკადან“ მანქანამ მიაკითხა. „ლუბიანკაზე“ დაკითხვაზე წაიყვანეს, საიდანაც ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. მას გული გაუსკდა და გამომძიებლის კაბინეტში დალია სული, რომელიც მისგან საიდუმლო-რევოლუციური და ეგრეთ წოდებული, „ჩეკას დღიურების“ გადაცემას მოითხოვდა.
1963 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეულმა მამედოვის ძმისშვილმა გამოსცა ბიძის დღიურები, რომელშიც ყველაზე დიდი ადგილი ლავრენტი ბერიას უკავია და შავზე თეთრად წერია, რომ ქართველი „ჟანდარმერიის მარშალი“ საბჭოეთის ისტორიის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, მსოფლიო სპეცსამსახურების ისტორიაში უდიდესი მზვერავი იყო... სულ მალე, ამერიკულმა ოფიციოზმა გაყიდვიდან ამოიღო ეს წიგნი და ასეთი საქციელი იმით დაასაბუთა, რომ ბერიას ქება-დიდება საფრთხეს უქმნიდა შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასო.

скачать dle 11.3