კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აქვს საერო პირს სხვისი აღსარების ჩაბარების უფლება და რა შემთხვევაში შეუძლია მას, სასულიერო პირის მაგივრად, ადამიანის მონათვლა #46

„გვინდა თუ არა, სიკვდილი არსებობს და ადამიანს სიკვდილის ჟამს გარკვეული საცდურები აქვს. თვით იესო ქრისტე ელოდებოდა სიკვდილს და ადამიანური ბუნებით ევედრებოდა მამა ღმერთს, რომ თუ საშუალებაა, ამარიდე ეს სასმისიო. თვით ღმერთი ადამიანური ბუნებით გაურბის სიკვდილს. სიკვდილის წინ არსებული საცდურების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – როგორი წმიდანიც არ უნდა იყოს ადამიანი, მაინც არავის უნდა სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ იმქვეყნად არის ნათელი, მარადიულობა, სიკეთე, უფალი, სიყვარული. ერთადერთი, ბერი პაისი ათონელი იყო, რომელმაც, როცა გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა, ცეკვა დაიწყო სიხარულისგან: როგორც იქნა, იმქვეყანად მივდივარო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამხელა სულიერება არ გაგვაჩნია. თუ სიკვდილს ველოდებით, ამისთვის სასურველია, აღსარების თქმა, ზიარება, უფალთან ურთიერთობა. მაცხოვარი სიკვდილის წინ, სანამ ჯვარს გააკრავენ, გეთსამანიის ბაღში ილოცებს. როდესაც ის ხედავს იუდას და მღვდელმთავრებს, ამბობს: წუთისოფლის მთავარი მოდის და მას ჩემთან არანაირი ადგილი არ აქვს. ანუ, წუთისოფლის თავადად მიჩნეულია არაწმიდა სული, თუმცა ყველაფრის მთავარი უფალი ღმერთია. უბრალოდ, ადამიანებმა ამქვეყნის ხელმწიფება, მეუფება, დროებით ეშმაკს გადასცეს. ადამიანს ყველაფერი ჰქონდა მიცემული. ღმერთმა ადამიანი დაადგინა მეუფედ, მაგრამ ეშმაკმა მას წაართვა ამ სოფლის თავადობა და ადამიანის დაცემიდან უფლის განკაცებამდე ამქვეყნის თავადობა მიტაცებული ჰქონდა ეშმაკს. და ამ დროს ამბობს უფალი ამ ქვეყნის თავადი მოდის, მაგრამ მას ჩემში ადგილი არ აქვსო. ანუ, არანაირი ცოდვა არ არის ჩემში და რომც მოვიდეს, არ მეშინია მისიო. ამიტომ, თუ გვინდა, სიკვდილის არ გვეშინოდეს, უნდა გავეშოროთ ცოდვებს, რომ მას ჩვენში ადგილი არ ჰქონდეს.
– რა საცდურები ეცხადება ადამიანს ეშმაკისგან სიკვდილის წინ?
– 1. თუ ადამიანი მრისხანებისას წყენიანობისკენაა მიდრეკილი, სიკვდილის წინ ბოროტი სული მას თავის მაწყენართა სახეებს უჩვენებს და შთააგონებს, რომ მათი ბრალია, მისი ცხოვრება ასე რომ წარიმართა. ანუ, მთელი ცხოვრება თუ დაბოღმილი და განაწყენებული ვიყავით, სიკვდილის ჟამს გვეცხადება ეშმაკი  და გვაჩვენებს იმ ადამიანთა სახეებს, რომლებმაც გვაწყენინეს და გვეუბნება: ახლა რომ კვდები, შენი ცხოვრება წესიერად რომ არ წარიმართა, ეს ამ ადამიანების ბრალიაო. 2. ზოგჯერ დემონი იღებს მომაკვდავის ახლობლების სახეს და მოაჩვენებს, რომ თითქოს ისინი მასზე ჩურჩულებენ: ნეტავ, მალე მოკვდეს, დავიღალეთ მისი მოვლითო. ასე ხდება, როცა ადამიანი დიდი ხნის ჩაწოლილია და მძიმედაა ავად. 3. თუ ადამიანი ძუნწი და ხარბი იყო, მას ეშმაკი უნერგავს აზრებს: ვის დარჩება შენი ქონება? სამწუხაროდ, ასეთი აზრები ადამიანებს არა მხოლოდ სიკვდილის წინ, მანამდეც მოსდით: ნეტავ, რისთვის ვიშრომე, ნეტავ, ვინ იცხოვრებს ჩემს სახლში და ასე შემდეგ. უნდა იცოდეთ, რომ, რაც გაგაჩნიათ, თქვენი არაფერია. ღმერთმა მოგცათ ყველაფერი და რაც შენი სიკვდილის შემდეგ რჩება, ეცადე, გონივრულად გაანაწილო. 4. თუ ადამიანი სიცოცხლეში ძალიან ვნებიანი იყო, მას სიკვდილის წინ დემონი სიძვის საძაგელ, ბილწ სურათებს უხატავს. 5. თუ ადამიანი ამპარტავანი იყო, სიკვდილის წინ მას დემონი შთააგონებს, რომ ის დიდი მოღვაწე იყო. ასეთები ძალიან ბევრნი არიან: მამაო, მე იცი, როგორი ადამიანი ვარ; იცი, მე ვინ ვიყავი; იცი, რეები მაქვს გაკეთებული; მე ცოდვილი არ ვარ, არ მჭირდება აღსარების თქმა. 6. თუ ადამიანი სასოწარკვეთილებაში იყო, დემონები სიკვდილის წინ წარმოუდგენენ მას მის ცოდვებს და ეუბნებიან: ამ ცოდვებით შენ ღმერთს შეურაცხყოფდი და როგორ უნდა შეხვდე მას და როგორ გაქვს შენ ცხონების იმედიო. ამ დროს ნათქვამი უნდა გქონდეს აღსარება, ან მღვდელი უნდა იყოს შენთან და ამბობდე აღსარებას, მაგრამ თუ ის არ არის, მაშინ ოჯახის წევრებს უნდა უთხრა აღსარება: თქვენ გგონიათ, რომ კარგი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ეს ცოდვები მაქვს ჩადენილი. მერე უთხარით მღვდელს და ის მომიტევებს. ასეთი პრაქტიკა აქვს ეკლესიას: თუ მღვდელი არ არის, შეგიძლიათ, მონათლოთ მომაკვდავი თუ მოსანათლი იყო; ან აღსარება ჩაიბაროთ, ოღონდ შენ კი ვერ მიუტევებ, ეტყვი: ღმერთმა შეგინდოს და შემდეგ მოუყვები მღვდელს, რომელიც მას შენდობის ლოცვას წაუკითხავს.
– როგორ გამოიცდებიან ადამიანის სულები სიკვდილის შემდეგ?
– სულებს, ღმერთის კერძო სამსჯავროს წინ, უძღვის სულთა გამოცდა ეგრეთ წოდებულ საზვერეებზე, რომელთა გავლითაც, ისინი ანგელოზთა თანხლებით ხვდებიან ჰაერთა სფეროში, ბოროტი სულები აკავებენ მათ და ამხელენ სიცოცხლეში ჩადენილ ყველა ცოდვაში. ანგელოზები კი მიუთითებენ სულის კეთილ საქმეებზე და ზრუნავენ მის გამართლებაზე. კეთილი სულები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი განუყრელი ხელმძღვანელები არიან ყოველგვარ კეთილ საქმეებში, განსაკუთრებით, მფარველი ანგელოზი, ყოველი ნათლისღებულისთვის ღმრთისგან გამოგზავნილი, არ გვტოვებენ სიკვდილის მძიმე წუთებშიც. მეორე მხრივ, წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ბოროტი სულების მთელი მოქმედება მიმართულია ჩვენი დაღუპვისკენ. წმიდა მაკარი ეგვიპტელი უდაბნოში მის თანმხლებ ანგელოზს ეკითხებოდა: „გთხოვ, ამიხსნა, რატომაა წმიდა მამათა მიერ გარდამოცემული, გარდაცვალებულთათვის მსხვერპლშეწირვის აღსრულება ეკლესიაში მესამე, მეცხრე, მეორმოცე დღეს და რა სარგებელი აქვს ამისგან განსვენებულის სულს?“ ანგელოზი პასუხობდა: „ღმერთმა თავის ეკლესიაში არ დაუშვა არაფერი უსარგებლო და გამოუყენებელი, რამეთუ, როცა მესამე დღეს ეკლესიაში ხდება მსხვერპლშეწირვა, მაშინ გარდაცვლილის სული, მისი მცველი ანგელოზისგან იღებს წუხილის შემსუბუქებას, რომელსაც ის სხეულიდან განშორების შემდეგ გრძნობს. იღებს, რადგან მისთვის აღვლენილია დიდებისმეტყველება და მსხვერპლშეწირვა ღმრთის ეკლესიაში და მასში იბადება კეთილი იმედი. ორი დღის განმავლობაში სულს ეძლევა ნება, მასთან მყოფ ანგელოზებთან ერთად იაროს მიწაზე, სადაც მოესურვება. ამიტომ, სული სხეულის მოყვარული, დაეხეტება ხან სახლის ახლოს, სადაც განეშორა სხეულს, ხან კუბოს სიახლოვეს, სადაც ასვენია მისი სხეული. კეთილისმყოფლის სული კი დადის იმ ადგილებში, სადაც სიმართლის კეთების ჩვეულება ჰქონდა. მესამე დღეს კი, ის, ვინც მკვდრეთით აღდგა, უბრძანებს – მიმსგავსებულად მისი აღდგომისა – ყოველი ქრისტიანის სულს, ამაღლდეს ცაში ყოველთა ღმრთის თაყვანისსაცემად“. ღმერთის თაყვანისცემის შემდეგ, მისგან ანგელოზებს ებრძანება, აჩვენონ სულს სხვადასხვა წმიდანის საამო სავანეები და სამოთხის მშვენიერება. ყოველივე ამას სული მოინახულებს ექვსი დღის განმავლობაში. ჭვრეტს რა ყოველივე ამას, ის იცვლება და ივიწყებს წუხილს, რომელიც სხეულში ყოფნისას ჰქონდა. მაგრამ, თუ ის ცოდვილია, წმიდანთა ტკბობის ხილვისას, იწყებს წუხილს და საკუთარ თავს საყვედურობს. ექვსი დღის მართალთა მთელი სიხარულის ხილვის შემდეგ, სული კვლავ აღიყვანება ანგელოზთა მიერ ღმერთის თაყვანსაცემად. ამის შემდეგ კი, სული ჩაჰყავთ ჯოჯოხეთში და აჩვენებენ მას სხვადასხვა ადგილს, ადამიანების ტანჯვას, წამებას, რომლის დროსაც სულები განუწყვეტლივ გოდებენ. სული წამების ამ ადგილებში სულ დაიარება 30 დღის განმავლობაში, ძრწის, რათა თვითონაც არ მიესაჯოს იქ ჩაკეტვა. მეორმოცე დღეს ის კვლავ აღიყვანება ღმრთის თაყვანსაცემად და ამჯერად, უკვე მსაჯული განსაზღვრავს მის ადგილსამყოფელს. ასეთია ანგელოზური განცხადება მაკარი ეგვიპტელისა, მიცვალებულთა სულების მდგომარეობის შესახებ. იმ მდგომარეობას, რომელშიც გადის სული და რომელშიც არსებობს სხეულთან განშორების მომენტიდან საშინელ სამსჯავრომდე, ღმერთშემოსილმა მამებმა გაურკვეველი მდგომარეობა უწოდეს. ამ დროს სული არ იღებს სრულ მისაგებელს არც ბოროტებისთვის და არც სიკეთისთვის. ამიტომ, საშინელ სამსჯავრომდე კიდევ შესაძლებელია ცვლილებები სულთა მდგომარეობაში. მაგალითად, ეკლესიის ლოცვებით, ზოგიერთი ცოდვილი შესაძლოა, გათავისუფლდეს ტანჯვისგან ან უკიდურეს შემთხვევაში, მიიღოს ტანჯვის შემსუბუქება.

скачать dle 11.3