კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგროვა გიორგი კანდელაკმა საბანკო დეპოზიტებზე 63 000 აშშ დოლარი #46

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიიდან გიორგი კანდელაკი  1982 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით ისტორიკოსიცაა და პოლიტოლოგიც. მისი შრომითი ბიოგრაფია 2003 წელს დაწყებულა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოში“, არჩევნების მხარდამჭერ პროგრამაში, ვებსაიტის რედაქტორობით; იმავე წლის მიწურულს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარი გახდა (2004 წლის აპრილამდე). ამის პარალელურად, 2003 წლის დეკემბრიდან 2005 წლის მაისამდე, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთის, „24 საათის“, რედაქტორის მოადგილეც იყო. 2005 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის მთავარ კონსულტანტად მუშაობდა. 2005-2008 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკური სამსახურის მთავარი მრჩეველი იყო. 2008 წელს საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით; 2012 წელს მერვე მოწვევის პარლამენტშიც იყო ხალხის რჩეულად და 2016 წლის მოწვევისაშიც იქნება.
გიორგი კანდელაკის მიერ პირველად შევსებული საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია 2009 წლით თარიღდება, ოჯახის წევრებად კი მითითებულია: მამა – რევაზ კანდელაკი, დედა – ანა კანდელაკი და და – თამარ კანდელაკი.  ოჯახი იმხანად არ ფლობდა არანაირ უძრავ-მოძრავ ქონებას. თუმცა გიორგი კანდელაკი „პროკრედიტბანკში“ გახსნილ შემნახველ ანაბარზე 5 000 აშშ დოლარს ინახავდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის ექვსი თვის განმავლობაში გიორგი კანდელაკმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 27 927 ლარი აიღო; თამარ კანდელაკმა, როგორც კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მონიტორინგის სპეციალისტმა – 2 560 ლარი, ხოლო ქ-ნმა ანამ, როგორც ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს მედდამ – 1 000 ლარი.
გიორგი კანდელაკის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მშობლები, და, ცოლი – კაუნასში, 1981 წელს დაბადებული ლაურა გრინევიჩიუტე და 2014 წელს დაბადებული შვილი ლუკა. ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება საცხორებელი ბინა თბილისში, დიღმის მასივში (70 კვ. მ.) რევაზ კანდელაკის საკუთრებაა.  გიორგი კანდელაკს კი ჰყავს 2008 წლის ავტომანქანა Nissan Qashqai.
გიორგი კანდელაკი საბანკო დეპოზიტებზე 40 722 აშშ დოლარსა და 23 000 აშშ დოლარს ინახავს, მისი მეუღლე კი 3 000 და 5 000 ევროს.
2015 წლის განმავლობაში გიორგი კანდელაკმა, როგორც  საქართველოს პარლამენტი წევრმა,  61 665 ლარი მიიღო, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა – 3 000 ლარი; თამარ კანდელაკმა, როგორც მედიის განვითარების ფონდის პროექტის კოორდინატორმა – 5 400 ლარი, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების მენეჯერმა – 3 240 ლარი; ლაურა გრინევიჩიუტემ, როგორც დანიის ლტოლვილთა საბჭოს სამხრეთ კავკასიის ოფისის კომუნიკაციების კონსულტანტმა – 4 108 ევრო, ხოლო, როგორც რურარული ინტერნეტის განვითარების ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა – 8 439 ევრო.
2009 წლის განმავლობაში გიორგი კანდელაკის სადეპუტატო წლიურმა შემოსავალმა 44 877 ლარი შეადგინა; 2010 წელს – 53 476 ლარი, 2011 წელს – 58 109 ლარი, 2012 წელს – 56 706 ლარი; 2013 წელს – 61 919 ლარი; 2014 წელს – 61 665 ლარი.

скачать dle 11.3