კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეც – ღამურა, შენც – ღამურა #46

ანუ ძრწოდე, უკრაინავ!..

 მიუხედავად იმისა, რომ ის (მიხეილ სააკაშვილი) მის (დონალდ ტრამპის) არჩევამდე გადადგა, ჯერჯერობით მაინც ბუნდოვანია, რა პოზიციას გამოამჟღავნებს თეთრი სახლი უკრაინის პრობლემისა და, ზოგადად, ფერადი რევოლუციების, ისევე, როგორც „ნატოს“ გაფართოების თემისადმი.
ბუნდოვანია, ვინაიდან თავისი წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპმა არაერთხელ მიანიშნა, რომ აშშ-მა არ უნდა არჩინოს არც ჩრდილოატლინტიკური ალიანსი და არც ევროპელ პარტნიორებს უნდა დაუდგეს ფარად და მახვილად, ვინაიდან თავის კონტინენტზე უნდა დაეტიოს.
სამაგიეროდ, ნათელია, რომ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის დიდმა შავმა კატამ ჩაირბინა. მომყავს ციტატა (აწ უკვე ნაგუბერნატორალის ნათქვამიდან): „ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს ჰგავს. მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს.  მე და პეტრო პოროშენკო, ფაქტობრივად, ერთ დროს ჩავედით უკრაინაში, მე – საქართველოდან, ის – მოლდოვიდან (შენც ღამურა, მეც ღამურაო?!).
მეტიც, იმედი ჩვენც გადაგვიწურა (არც საქართველოში ვაპირებ დაბრუნებასო); კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და დავმარცხდები ან გავიმარჯვებ არა საქართველოში, არამედ – უკრაინაში (ანუ ძრწოდე, უკრაინავ, სააკაშვილი მოდის!)“.
ამ მიზნის მიაღწევად კი მან უკვე შექმნა ოპოზიციური პარტია, სხვათა შორის, მეტად პროზაული სახელწოდებით: „ახალი ძალების პლატფორმა“.
ჩვენ არ ვიცით, ვის გააერთიანებს ახალი უკრაინელი ოპოზიციონერი თავის პარტიულ რიგებში (იქნება, თავისი აქაური ამომრჩევლის ნაწილის წაყვანასაც კი გეგმავდეს ქართული დემოკრატიის უკრაინაში ექსპორტისთვის), მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სამყარო მეტად სამართლიანია: ყველამ, ვისაც ეს ჩვენი ნაპრეზიდენტალი მოსწონდა, ოცნება აისრულა: იქით – ოკეანის გაღმა ექსცენტრული პრეზიდენტი აირჩიეს, აქეთ – შავ ზღვაზე, მარჯვნივ, ექსცენტრული ოპოზიციონერი მიიღეს.
ჰოდა – ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, ვისიამოვნოთ სანახაობით! –

скачать dle 11.3