კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ატირა რემბომ საკუთარ ქორწილში პატარძალი და ვისგან დასჭირდა მას ანა კობახიძის გამოსყიდვა #45

15 ოქტომბერს ლევან მდინარაძეს, იგივე დიჯეი რემბოს და მის მეუღლეს, ანა კობახიძეს ქორწილი ჰქონდათ, რომლის ორგანიზებაშიც თავიდან ბოლომდე თავად იყვნენ ჩართული. შესაბამისად, ქორწილი განსხვავებული, ორიგინალური და ლამაზი გამოვიდა.
რემბო: ქორწილისთვის სამზადისი 6 თვის წინ დავიწყეთ. მაშინ დავჯავშენთ ადგილიც, მომღერლებიც. უბრალოდ, ქორწილის წინ დარბაზი გვქონდა მოსაწყობი, დეკორაცები – ასაწყობი. ყველაფერი ჩვენი გემოვნებით გავაკეთეთ. უნდა ყოფილიყო თეთრი, სადა, ლამაზი. ქორწილის წინა დღეს დარბაზში ვიყავით და ყველაფერს ჩვენი ხელით ვაწყობდით. სანთელიც კი პირადად ჩვენთვისაა დამზადებული.
ანა: გაფორმებაში ძირითადად ფრთები და ბუმბულები დომინირებდა. სირაქლემის ბუმბულები, რომელთა სიგრძე 35 სანტიმეტრიდან 40 სანტიმეტრამდეა, ამერიკიდან გამოვიწერეთ, რადგან აქ ვერ ვიშოვეთ, ისევე, როგორც ვაზები.
რემბო: ფუნიკულიორის დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიულია, რამე ზედმეტი რომ მოგივიდეს, შეიძლება, მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს. საკმებიც ჩვენ მივიტანეთ, გადასაფარებლებიც, ასევე, განათება, რომელიც ამ დარბაზში ასეთი მასშტაბისა და რაოდენობის პირველად იყო. ჩვენი სცენაც შევიტანეთ – სტანდარტულზე მაღალი. ყველა დეტალი შევფუთეთ.
ანა: წინა დღეს დარბაზში მეც ვიყავი. დეკორაციების აწყობაში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მერე სახლში გამიშვეს. მოსამაზადებელი ვიყავი და მეორე დღეს მივფრინავდით. სხვათა შორის, ქორწილის დღეს ყველას მე მოვასწარი გამზადება.
რემბო: ჩემმა მეგობრებმაც დააგვიანეს და არავის აღარ დაველოდე, გავიქეცი და უკან მომდევდნენ გიჟებივით: სად ხარო. ჩემთვის მთავარი ფიგურა ქორწილში ანა იყო. კაბაც ისე კარგად იჯდა და მაკიაჟიც კარგი იყო: არც ასუქებდა, არც ათხელებდა, რომ დავინახე, დავმშვიდდი. მაკიაჟიც წინასწარ გაიკეთა. რაც არ მოგვეწონა, ანუ, რაც არ გამოჩნდებოდა  კარგად ფოტოზე, კორექტირება გავუკეთეთ. სიძის სავიზიტო ბარათი დედოფალია. ამიტომ, ბევრი რამ მოვუხსენი, ჩემს თავზე ავიღე და საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა, ყველა ნასიამოვნები დარჩა.
– ყველაფერს შეთანხმებულად აკეთებდით?
რემბო: სულ გვქონდა იმის შიში, რომ წინა პერიოდში არ გვეჩხუბა ან არ გვეკამათა. მაგრამ, მსგავსი რამ არ მომხადარა.
ანა: რაც არ მოგვწონდა, ვივიწყებდით და იმას ვაკეთებდით, რაც ორივეს გვინდოდა.
რემბო: ქორწილამდე ძალიან ვიყავი გამხდარი და სპეციალურად 6 კილოგრამი მოვიმატე ვარჯიშითა და კვებით. კვირაში 6 დღე ვვარჯიშობდი. ასე იყო ანაც. პლუს, ამ ყველაფერს ემატებოდა ცეკვაც.
ანა: ბოლოს ზომბებივით ვიყავით, მაგრამ ქორწილში კარგად გავერთეთ. ისე ჩაიარა, არც კი მახსოვს, რობოტებივით ვიყავით. ასე მგონია, იქ მხოლოდ მე და ლევანი ვიყავით.
რემბო: ორი მომღერალი გვყავდა, ასევე, „გუფი ლენდი”, დიჯეი. ჩვენც ბევრი ნომერი გვქონდა მომზადებული. ბოშებიც გვყავდა, რომელიც ყველასთვის სიურპრიზი იყო, მათ შორის, ანასთვისაც. ჩემი გოგო მოიტაცეს და გამოსყიდვა დამჭირდა. ფულითა და ცეკვით დავიბრუნე უკან. როცა ქორწილს აკეთებ, როგორი თანამედროვეც არ უნდა იყოს, ტრადიციული ელემენტებიც აუცილებელია. შესაბამისად, თამადის როლიც მნიშვნელოვანი და აუცილებელი გახლდათ. ამიტომ, გვყავდა ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს ჩემს ოჯახს და ანას ოჯახსაც. თამადას დამატებით ეხმარებოდა წამყვანი, რომელიც სტუმრებს ამხიარულებდა. თუმცა, პირველი წამყვანი მე ვიყავი.
ანა: მთელი ქორწილი მიკროფონი არ გაუგდია ხელიდან.
რემბო: სულ დაძაბული ვიყავი, რადგან ჩემი მოწყობილი ივენთი იყო და მინდოდა, ყველაფერი კარგად გამოსულიყო. ბევრი რაღაც სხვას დავაგეგმინე, რომ არ მცოდნოდა, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი, ვნერვიულობდი. 
– სად დაიწერეთ ჯვარი?
რემბო: ჯვარი ანჩისხატში დავიწერეთ. ქორწილი თბილისობას დაემთხვა და ცოტა ხელი შეგვეშალა, გადაადგილება ჭირდა. სხვა გადაღებებიც გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მხოლოდ ერთი მოვასწარით.
– რა სიურპრიზები გქონდათ სტუმრებისთვის?
ანა: თავიდან „ქართული” ვიცეკვეთ. მეოთხე სადღეგრძელოს შემდეგ უნდა ეცეკვა და ისე ნერვიულობდა ამბობდა: ერთი სადღეგრძელო კიდევ დავლიოთ, გადავწიოთ მეხუთეს შემდეგო.
რემბო: ქართული ცეკვა იმაზე ცუდად გამომივიდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ, რომ არც მეცეკვა, არც ეს შეიძლებოდა. ყველაზე მეტად ამაზე ვნერვიულობდი, სიტყვითაც გამოვედი: შეიძლება, იდეალური ცეკვა ვერ ნახოთ, მაგრამ გულით ვიცეკვებ-მეთქი. სამაგიეროდ, რაჭული ვიცეკვე კარგად, თან მანამდე მხოლოდ 2 მოძრაობა ავახსნევინე და დანარჩენი ჩემით გავაკეთე. სრული იმპროვიზაცია იყო, ანაც კი გაგიჟდა.
ანა: მე ხომ რაჭველი ვარ. რაჭველი სტუმრები გვყავდა და გაგიჟდნენ, ყველა ტიროდა. „ტანგოც” ვიცეკვეთ, რომელიც წინასწარ მოვამზადეთ.
რემბო: რადგან ჩვენი ქორწილი იყო, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც სიტუაცია მოითხოვდა. სტანდარტულად ტორტიც არ დავჭერით 10 საათზე და ხალხი არ გავუშვით სახლში 11 საათზე. 12-ზე დავჭერით, გვინდოდა, ხალხს ბოლომდე ესიამოვნა. მემოგრამით განსაკუთრებით გაერთო უფროსი თაობა – ბებიები, ბაბუები, ბიძები. პირველად ნახეს, როგორ იღებდნენ ფოტოს, რომელიც იქვე იბეჭდებოდა. ვიდეო გავუშვით, რომელზეც ხელის თხოვნა იყო გადაღებული. წინა დღეებში დავამონტაჟებინე, მეც არ მქონდა ნანახი. მინდოდა, ჩემთვისაც სიურპრიზი ყოფილიყო.  ყველა ტიროდა, მათ შორის, ანაც.
ანა: ძალიან ლამაზი ქორწილი გამოგვივდა და მეორე დღეს ზღაპარშიც წავედით. მოკლედ, ორი კვირა ვიყავით ზღაპარში.
რემბო: ამ დღეს ვიგრძენი მეგობრების გვერდში დგომა. ძალიან ბევრი რამ მქონდა მისატანი დარბაზში: მაგიდები, სკამები, დეკორციები, განათება და ყველაფერში დამეხმარნენ. გვერდში დამიდგნენ ბოლომდე.
– საკმაოდ ძვირად ღირებული ქორწილი გამოგივიდათ.
რემბო: ძვირი დაჯდა, თუმცა სხვას რომ გაეკეთებინა, შეიძლება, ნახევარი მილიონი დასჯდომოდა. ჩვენ მაგდენი არ დაგვჭირდა. მაგრამ, ერთი თეთრი ეკონომია არ გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი არ ვარ. ასეთ დროს არ უნდა გააკეთო ეკონომია. როცა ახალ ცხოვრებას იწყებ, მას გრანდიოზულად უნდა შეეგებო. ამიტომ, გავაკეთეთ გრანდიოზული, მაგრამ არა მეტიჩრული ზიზილ-პიპილოებით – სადა იყო და გემოვნებიანი.
– ქორწილამდე ჭორაობდნენ: ბიძინა ივანიშვილი უხდის ქორწილსო.
– არავის გადაუხდია ჩემთვის ქორწილი და არც ძვირად ღირებული საჩუქარი მიმიღია. ამაზე გათვლა არც ყოფილა. ჩვენთვის მთავარი იყო, ყველასთვის ყოფილიყო ეს სიახლე. რაც მთავარია, ჩვენი ახლობლებიდან, ვინც გვინდოდა რომ ყოფილიყო, ყველა იყო და ყველა კარგად გაერთო – ეს იყო ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი.
– თაფლობის თვე მალდივებზე გააატარეთ.
რემბო: მანამდე, სამი დღე იყო ქაოსი, ხმაური, ხმაური... უცებ იღვიძებ და სულ სიწყნარეა, კარს აღებ და 10 მეტრშია ქვიშა – ქვიშა და ზღვა, საოცარი ფერები.
ანა: ბევრი შემოთავაზება გვქონდა, მაგრამ მალდივები ავირჩიეთ და ერთი წამით არ გვინანია. ამინდიც საოცარი იყო. დაივინგზეც ვიყავით, კანოეთიც ვსეირნობდით ზღვაზე. ვერთობოდით ბუნების ფერებით, სილამაზით. ზღვა ისეთი საოცარია. ბოლო დღეს ისეთი ამინდი იყო, ვამბობდით, ბუნებამ სიურპრიზი მოგვიწყოო. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. 10 დღე ვიყავით სიჩუმეში, სიწყნარეში. ვფიქრობ, ქორწილის შემდეგ ყველა ასეთ ადგილას უნდა წავიდეს.

скачать dle 11.3