კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვერ იკავებს ცრემლებს ლელა მებურიშვილის მეუღლე – ბაჩო საგანელიძე და რას პასუხობს ის „დღის შოუში“ თვეების ბავშვის ყურის გახვრეტით აღშფოთებულ მაყურებელს

ლელა მებურიშვილი ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. პატარა, ისევე როგორც მისი უფროსი შვილი – ალექსანდრე ამერიკაში დაიბადა. მას ბებიის პატივსაცემად, ლილი დაარქვეს. ლელა ოჯახთან ერთად უკვე დაბრუნდა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ თვე-ნახევრის წინ იმშობიარა, უკვე ეთერსაც დაუბრუნდა. როგორც ვნახეთ, მსახიობი კვლავ არაჩვეულებრივ ფორმაშია.
ლელა მებურიშვილი: ბუნებრივია, მინდოდა, მეორე შვილიც იქ გამეჩინა, სადაც ალექსანდრე. იმიტომ რომ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ, ამჯერად სხვა სიტუაცია იყო. ალექსანდრეს შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა. იმ პერიოდში მე და ჩემი მეუღლე თავისუფლები ვიყავით და მარტივად წავედით ამერიკაში. იქ ჩემი მეგობრები იყვნენ, ზაფხული იყო და თითქოს ჩავთვალე, რომ დასასვენებლად და გასართობად ვიყავი წასული. ამჯერად ორივე ვმუშაობდით, ალექსანდრე უკვე გვყავდა და თან უნდა წაგვეყვანა. მე ფეხმძიმედ ვიყავი და დამხმარე მჭირდებოდა. ამიტომ, ვფიქრობდით, საერთოდ წავსულიყავით თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც ვარჩიეთ, რომ მეორე შვილიც იქ გამეჩინა. შეიძლება ითქვას, ბოლო წუთს, რამდენიმე კვირით ადრე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
– როგორ ჩაიარა მშობიარობამ?
– დილით ექიმთან რომ მივედი, მითხრა, რომ იმ დღეს აუცილებლად ვიმშობიარებდი. მაგრამ მირჩია, წავსულიყავი და ბევრი მევლო ფეხით, რომ მშობიარობას უფრო ადვილად ჩაევლო. მართლა მთელი დღე ვიარე, ტკივილი დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ საღამოს რომ მივედი, ძალიან მალე ვიმშობიარე და საბედნიეროდ, არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ჩემი ექიმი მაქებდა, შენ ისეთი მარტივი მშობიარობა გაქვს, ძალიან ხშირად უნდა ჩამოხვიდე ხოლმეო (იცინის). ორივეჯერ ერთმა ექიმმა მამშობიარა. პირველი მშობიარობისას არ ვიცოდი, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, შესაბამისად, ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი. მაშინაც ძალიან ბევრს დავდიოდი ფეხით და სრულიად უმტკივნეულოდ ვიმშობიარე – ისე რომ, აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია. ამიტომ, მეორეს რომ ველოდებოდი, ისეთ განცდებში ვიყავი, თითქოს პირველად ვმშობიარობდი. ვფიქრობდი, ალბათ, ამჯერად მტკივნეული იქნება-მეთქი. მაგრამ, საბედნიეროდ, მეორემაც გართულებებისა და ტკივილის გარეშე, პირველზე კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად ჩაიარა.
– მთელი ეს პერიოდი ამერიკელ ექიმთან თუ გქონდა კონტაქტი? 
– ძალიან კარგი ექიმი მყავს, რომელსაც მრავალმხრივი პროფილი აქვს. ბუნებრივია, ორსულობის პროცესს აკვირდება, გამშობიარებს და მერე ბავშვის პედიატრიცაა. მეორედ რომ დავფეხმძიმდი, მაშინვე დავურეკე და რჩევა ვკითხე. საქმის კურსში იყო და როცა მჭირდებოდა, კონსულტაციებს მასთან გავდიოდი.
– როგორი იყო ემოციები, როცა მეორედ გახდი დედა? მეუღლე და ალექსანდრე როგორ შეხვდნენ პატარას?
 – სასწაული შეგრძნებაა, როცა პირველად ხდები დედა. მეორე შვილზეც, ანალოგიური გრძნობები გაქვს, თითქოს ისიც პირველია. თუ ეს თავად არ განგიცდია, წარმოუდგენელია, ვინმემ სიტყვებით გადმოგცეს, რას განიცდის სინამდვილეში. ბავშვები ძალიან მიყვარს და ყოველთვის ასე იყო. აქტიურად ვიყავი ჩართული მეგობრის პატარებისა და ძმისშვილების აღზრდაში. მაგრამ, რამდენად ძლიერი იყო საკუთარი შვილის სიყვარული, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, სანამ თვითონ არ გავხდი დედა. ალექსანდრეს ძალიან გაუხარდა პატარას დაბადება და მაქსიმალურად ცდილობს, ეკონტაქტოს. ორსულობისას ალექსანდრესთვის საჩუქრები რომ მიმქონდა, ვეუბნებოდით, რომ ის პატარა ბაიამ გამოუგზავნა; რომ პატარას ძალიან უნდოდა მასთან შეხვედრა და საჩუქრებით ანებივრებდა. ეს ყველაფერი ძალიან უხაროდა და მოუთმენლად ელოდა ბაიას დაბადებას (იცინის). ჩვენმა ცხრათვიანმა საუბარმა, როგორც ჩანს, იმოქმედა და ბავშვი რომ გაჩნდა, ალექსანდრეს საოცარი ემოციები ჰქონდა. ვიდეო მაქვს გადაღებული, როგორ შემოვიდა მის სანახავად. ეძებდა და პირველად რომ დაინახა თავისი დაიკო, თვალები გაუბრწყინდა. ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს მასთან და ყოველდღიურად ვცდილობ, არ შეიცვალოს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ეგოისტური ქცევები არ აქვს. გრძნობს, რომ პატარა ნაზია და უხეშად არ უნდა მოექცეს. მაგრამ ლილიკოს ისეთი დიდი და საყვარელი ლოყები აქვს, ხანდახან ჩვენც გვინდა, რომ ჩავკბიჩოთ და ძლივს ვიკავებთ თავს. ამიტომ, არ გვიკვირს, რომ ზოგჯერ ალექსანდრესაც უჭირს გაჩერება (იცინის).
რაც შეეხება მეუღლეს, ბაჩო უფრო გამოხატავს ამ მომენტში ემოციებს. ის ორივე მშობიარობას დაესწრო. სასწაული შეგრძნებაა ბავშვის დაბადება, მაგრამ ვხედავ, რომ ამ მომენტში ბაჩო ჩემზე მეტად ღელავს და განიცდის. ძალიან ემოციურია და ცრემლებს ვერ იკავებს. მე მშობიარობის მომენტში უფრო იმაზე ვარ გადართული, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო და მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო. ლილიკო ცოტა ხნის წინ მოვნათლეთ და მე უფრო ნათლობის მომენტში გავაცნობიერე ეს ყველაფერი. ჩემთვის ნათლობაა დაბადების ტოლფასი და აი, ამ დროს ვერ ვიკავებ ხოლმე ცრემლებს.
– სახელი როგორ შეურჩიეთ?
– შეთანხმებულები ვიყავით, რომ ბიჭის სახელს მე შევარჩევდი. ალექსანდრე ორივეს ძალიან მოგვეწონა და გადავწვიტეთ, დაგვერქმია. აი, გოგონაზე თავიდანვე ვამბობდით, რომ მისთვის ბაჩოს უნდა დაექმია სახელი და ალბათ, უკვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ უსაყვარლესი ბებიისთვის გაეკეთებინა სიურპრიზი და მისი სახელი – ლილი დაერქმია. ეს სახელი მეც მომწონს და თან, პატარას ძალიან უხდება. პირველივე დღიდან დავიწყეთ გარჩევა, ვის ჰგავდა პატარა და როგორც ხდება ხოლმე, რაღაცით ყველას გვგავს. ვნახოთ, მერე როგორ იქნება.
– მშობიარობის შემდეგ ძალიან მალე დაბრუნდი ეთერში. როგორ ჩანს, უკვე ჩადექი ჩვეულ რიტმში.
– სხვათა შორის, ყველას გაუკვირდა ჩემი ეთერში დაბრუნება. ბავშვი თვე-ნახევრისაა და ასე მალე არ ელოდნენ, მაგრამ, მგონია, რომ არ გამიჭირდება. ჩემი სამსახური მთელი დღე ტელევიზიაში ყოფნას არ მოითხოვს. თეატრშიც მინდა, რომ სპექტაკლები ვითამაშო და ვთამაშობ. ჯერჯერობით, დროის გადანაწილება არ მიჭირს და მერე, რამე ახალი გადაღება და სპექტაკლი თუ გამოჩნდება, ვნახოთ. ბავშვების მოვლაში სხვებიც მეხმარებიან. ალექსანდრესთან ძიძაა. ჯერ პატარაა და საბავშვო ბაღისგან თავს ვიკავებ. თუმცა, ისეთი აქტიური და კონტაქტური ბავშვია, სახლისთვისაც მეცოდება, მაგრამ ბაღში გაშვებაც არ მინდა – ვერ გადამიწყვეტია, რა ვქნა. პატარაზე, ჯერჯერობით, დედაჩემი და ბაჩოს დედა მეხმარებიან. მეც არ გავდივარ დიდი ხნით სახლიდან. თუ გავედი, მალე უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ, ბუნებრივ კვებაზე მყავს.
– ძალიან კარგ ფორმაში ხარ. როგორც წესი, მეორე მშობიარობის შემდეგ, მარტივი არაა ამის მიღწევა. ამ შედეგისთვის დაგჭირდა რამე განსაკუთრებული დიეტა?
– როცა ახალი ნამშობიარები ხარ, პირველივე დღიდან დიეტის დაწყება არ შეიძლება. მგონია, რომ ეს ორგანიზმისთვის ძალიან ცუდი იქნება. პირიქით, ამ დროს ბევრი ვიტამინი გჭირდება, რომ რძე გქონდს და ბავშვს აჭამო. საბედნიეროდ, მე არასდროს დამჭირვებია დიეტა და ამჯერადაც გამიმართლა. მეც ვფიქრობდი, რომ მეორეს გაჩენის შემდეგ, რთული იქნებოდა ფორმაში ჩადგომა, მაგრამ ყოველგვარი დიეტის გარეშე, ძალიან სწრაფად დავიკელი. თბილისში რომ ჩამოვედი და ავიწონე, ზუსტად იმდენი ვიყავი, რამდენიც ორსულობამდე. თვითონაც გამიკვირდა, რადგან ფეხმძიმობის დროს ცოტა გავთამამდი. იქამდე პური საერთოდ არ მიყვარდა, მაგრამ მერე დავიწყე თეთრი პურის, კარაქისა და ნამცხვრების ჭამა. მადა გამიასმაგდა და ეს მშობიარობის შემდეგაც მომყვება (იცინის).
– ახლა როგორია თქვენი ოჯახური იდილია?
– კვირის განმავლობაში ჩემი მეუღლე მუშაობს. როცა მე სამსახურიდან თავისუფალი ვარ და ბავშვებთან ვარ, ძალიან ბევრჯერ მირეკავს, რომ „სკაიპის” ან „ვაიბერის” საშუალებით გვნახოს. ანდა, ფოტოებით ვცდილობთ დანაკლისის შევსებას. ერთი სული აქვს, როდის მოვა, რომ საღამოს ამ სითბოში, ჩვენთან ერთად იყოს. ალექსანდრესთან ერთად აქამდეც გვიყვარდა საღამოობით სახლში თბილად ყოფნა და ახლა კიდევ პატარა და ნაზი არსება რომ გვყავს, გაფუებული ლოყებით, საოცარი სუნი ტრიალებს სახლში (იცინის).
– გამოგყავთ გოგონა გარეთ?
– კი, რატომაც არა. პირველივე დღეებიდან აქტიურად დამყავდა ყველგან: კაფეში, რესტორანში, მუზეუმში, პარკებში. არ მეშინია და ბევრს დავდივართ თუ კარგი ამინდია.
– ბოლოს, გადაცემაზეც გკითხავ, რომელსაც ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოება აღშფოთებული იყო, რომ თვეების ბავშვს ეთერში ყურები გაუხვრიტეთ.
– ეთერში დაბრუნებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. მინდოდა, პატარებთან ერთად ლამაზი დღე გამოსულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა. ყველა იმაზე ლაპარაკობდა, როგორ გაუხვრიტეს ჩვილს ყური. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს ბევრ მეგობარს გაუხვრეტია ყური ორი თვის და უფრო პატარა ბავშვისთვისაც. პირადად მე, ამას არ ვეთანხმები და არ მომწონს, მაგრამ ეს დედის გადასაწყვეტია. მე არანაირი უფლება არ მაქვს, მას აზრი შევაცვლევინო. ეს არ იყო კარგი სანახაობა და მაყურებლის მესმის. ამისთვის შეიძლება, გამოთქვა უკმაყოფილება, გადაცემა გააკრიტიტიკო, მაგრამ როგორ შეიძლება, ამისთვის დედას ხაზი გადაუსვა, ლანძღო და წყევლო ადამიანი?! სინამდვილეში, მის მსგავსად, ძალიან ბევრი იქცევა, მაგრამ აქ ცუდი ის იყო, რომ ბავშვის ტირილს ხალხი ეკრანზე უყურებდა.

скачать dle 11.3