კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან „კამელინის“ დახმარებით და წელიწადის რა დროს უნდა გამოვიყენოთ ის სხვადასხვა, მძიმე დაავადების თავიდან ასაცილებლად #45

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გარემოში საგრძნობლად იზრდება რესპირატორული ვირუსების კონცენტრაცია და, შესაბამისად, დაავადების რისკიც. მრავალი კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევით, ცნობილია პრეპარატ „კამელინის“ ეფექტურობა ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციასთან მიმართებით.
„კამელინ მ2-ის“, როგორც უძლიერესი იმუნომოდულატორის, პროფილაქტიკური მიზნით ჩართვა თავიდან აგვაცილებს ამის საფრთხეს. პრეპარატს არცერთი კვლევისას არ გამოუვლენია უკუჩვენებები და მისი შეთავსება შესაძლებელია ყველა სამკურნალო საშუალებასთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრიპი მძიმე ვირუსული დაავადებაა და ყოველ წელიწადს, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში, ასნებოვნებს დედამიწის მოსახლეობის თითქმის 15 პროცენტს. გრიპოზული ინფექციის დროს ზიანდება ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემა, განსაკუთრებით კი – იმუნური. კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ „კამელინი“ შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით იდეალური საშუალებაა. რაც მთავარია, უკვე რამდენიმე ხანია, გასაყიდად გამოვიდა „კამელინ ფლუ”, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები; ანთებითი პროცესები: ფარინგიტი, ლარინგიტი (კატარალური ანგინა), სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი. თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. გაიცემა ურეცეპტოდ და  იყიდება ყველა აფთიაქში. პრეპარატში არის ის კომპონენტები, რომლებიც ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ეფექტურობას იწვევს. როდესაც პირის ღრუში არის ბაქტერიული, სოკოვანი კერები, „კამელინ ფლუ” ძალიან მალე აქრობს პროცესს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  სპრეიში განავითარეს და ჩადეს ის თვისებები, რაც „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს: ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესები. რაც მთავარია, როგორც „კამელინის” სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. თუ კლასიკური თერაპია ამ დაავადებებს კურნავდა გარკვეულ პერიოდში, „კამელინთან” კომბინაციაში  შედეგი უფრო ეფექტური იყო. გართულებები პრაქტიკულად არ ყოფილა და გამოჯანმრთელებაც უფრო მალე ხდებოდა. ძალიან კარგია „კამელინის“ მიღება ზამთრის დადგომისას, როცა ადამიანი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის და იმუნიტეტი, თავისთავად, ქვეითდება. ასევე კარგია დაავადების გადატანის შემთხვევაში, როდესაც იმუნიტეტი მოშლილია. ამ დროს სასურველია, მიიღოთ კაფსულები – ბრწყინვალე შედეგს იძლევა, მალე აღადგენს იმუნიტეტს. მინიმუმ ერთი კურსი ძალიან კარგია განსაკუთრებით მძიმე, გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ, ვინაიდან თვითონ „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მისი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი დროითაც.
დღეს ონკოლოგების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად  საუბრობს   „კამელინ მ 1-ისა“ და „კამელინ მ 2-ის“ გამოყენებით მიღებულ იმ შედეგებზე, რაც მიღწეულია სხვადასხვა სიმსივნის,  უმძიმესი დიაგნოზის (მე-4 სტადიის) მქონე პაციენტებში. შედეგი ასეთია: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევაში – დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი.
მანანა  შარაშიძე  (პაციენტი  ბათუმიდან): 2010  წელს  აღმომაჩნდა  მკერდის  ავთვისებიანი  სიმსივნე.  მოსკოვში  გავიკეთე  ოპერაცია,  ჩავიტარე  ქიმიოთერაპიის  ოთხი  კურსი,  ასევე  სხივური  თერაპია.  ჩამოსვლისთანავე  შევიტყვე პრეპარატ  „კამელინის“  შესახებ  და  დავიწყე  მისი  მოხმარება. დღეს ვარ  „კამელინის“  აქტიური  მომხმარებელი  და  ჩემი  ჯანმრთელობის  ზოგადი  მდგომარეობა  კარგია.  პოსტოპერაციული  პერიოდის  შემდგომი  ჩივილები  (უძილობა,  სისუსტე,  შრომის  უნარის  დაქვეითება  და  სხვა) მთლიანად მომიწესრიგდა.  „კამელინი“  ჩემი  ოჯახისთვის  გამორჩეული  პრეპარატია.
დიმიტრი ცეცხლაძე (ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში): რამდენიმე წლის წინ თანამშრომელი გაგვიხდა ავად. დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა. რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად, დაუდგინდა სიმსივნური  კერა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში. ჩივილები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეფიქრა ონკოდაავადებაზე. ჩვენდა გასაკვირად, მან უარი განაცხადა ქირურგიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით დაიწყო „კამელინის მ1“ გამოყენება. პირადად ვაკვირდებოდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა, რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალევე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა. ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი – სიმსივნური კერის ნასახი არსად ჩანდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ ის „კამელინის“ ინიექციებით მკურნალობდა. ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები „კამელინის“ ფართოდ დანერგვას ონკოლოგიაში.
განსაცვიფრებელი შედეგი იყო 55 წლის ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და სწორედ იქ დაუსვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი – მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. გაიკეთა ოპერაცია და განაგრძო  მკურნალობა – გაიკეთა ქიმიოთერაპია, სხივები. 5 წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ იკეთებდა ანალიზებს. არ ჰქონდა მაინცდამაინც კარგი პასუხები. ისევ ცუდად იყო, აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები. ერთ დღესაც მას საქართველოდან ახლობლები დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია „კამელინის“ შესახებ. თბილისში ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გაუგზავნეს პრეპარატი და მან დაიწყო „კამელინის“ კაფსულების სმა, ასევე, სანთლების გაკეთება. სულ მკურნალობის ოთხი კურსი ჩაიტარა და როგორც თავად ამბობს, თავს ძალიან კარგად გრძნობს, არ აწუხებს ტკივილები. რაც მთავარია, ცოტა ხნის წინ ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელია. ის მთელი მკურნალობის განმავლობაში მხოლოდ „კამელინს“ იღებდა. ამიტომაც დღემდე ამ პრეპარატისა და მათი შემქმნელების მადლიერია. პროფილაქტიკის მიზნით, ის კვლავ აპირებს „კამელინის“ მიღებას.
P.S. ვისაც „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები გაქვთ ან გსურთ, კონსულტაცია და დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის  ნომრებზე:
2 -98-62-25 (ოფისი), 599-33-10-89;  599-23-03-33;  2-98-57-78;  2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.

скачать dle 11.3