კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იეჭვიანა ბესო ზანგურზე მეუღლემ განსაკუთრებით და რატომ დაიწერეს მათ ჯვარი ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ #45

მსახიობ ბესო ზანგურის ცხოვრებაში მშვიდი და ყველაზე ბედნიერი ეტაპი დგას. ის თავს ისე კარგად გრძნობს, როგორც არასდროს, რაც მისი მეუღლის, გვანცას დამსახურებაა, გვანცა მისთვის იდეალური ქალი და მარადიული სიყვარულია. ისინი უკვე ხუთი წელია, ერთად ცხოვრობენ და ორი შვილი – ბუსა და მარიამიც ჰყავთ. წყვილმა ჯვარი ახლახან, სვეტიცხოველში დაიწერა. მათი სიყვარულის ისტორიასა და ჯვრისწერის დეტალებზე ბესო თავად გვიამბობს.
ბესო ზანგური: ჩემი მომავალი მეუღლე, გვანცა წულეისკირი, „ფეისბუქის“ საშუალებით გავიცანი. თავიდან ვმეგობრობდით, მერე მასში ბევრი ისეთი სუფთა და წმინდა ფასეულობა აღმოვაჩინე, რაც ჩემთვის ძვირფასია. პირველ შეხვედრაზე წავედით სვეტიცხოველში, ჯვარზე. სვეტიცხოველს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. იქიდან წამოსვლისას, მანქანას საბურავი დაეშვა. გადმოვედით და ერთად ვაკეთებდით. რომ უნდა გადამეკოცნა და დავმშვიდობებოდი, ამ პირველივე შეხვედრაზე, ვაკოცე. რა კარგია-მეთქი და არა, ასე არ შეიძლება, აღარ მაკოცოო. რატომაც არა-მეთქი და ისევ ვაკოცე. მე შენ ისეთი ადამიანი არ გეგონო, როგორიც სხვებიო. შენ მიჩვეული ხარ პატივისცემას, ყურადღებას. მე შენი ერთ-ერთი, რიგითი თაყვანისმცემელი არ გეგონოო. სულ სხვანაირად ვჩანვარ გარედან, ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ სხვანაირად წარმომაჩინა საზოგადოების წინაშე, სინამდვილეში კი სხვა ადამიანი ვარ და გპირდები, გულს არ გატკენ-მეთქი. გვანცა ძალიან სუფთა ადამიანია და არ მინდოდა, მორიგი ფლირტი ყოფილიყო ჩემთვის. ანუ, როგორც ჩემს წინა ცხოვრებაში ხდებოდა. მივხვდი, ის არ ჰგავდა სხვებს. როცა ამას ხვდები, მამაკაცმა არ უნდა იკადრო და არ გააკეთო ის, რომ მას ცხოვრება დაუმახინჯო. ჩემი აზრით,  ყველაზე არაადამიანური საქციელია, როცა მამაკაცი ქალის კეთილგანწყობას თავის სასარგებლოდ იყენებს. მოკლედ, აქედან დაიწყო. ვერ გავძელი და მეორე დღესაც ვნახე.
–  შენნაირი მამაკაცის ნდობა, ბუნებრივია, რთული იქნებოდა მისთვის...
–  კი, რთული იყო. თავიდან ძალიან ცუდი რეაქციები ჰქონდა. ხშირად მომიწია იმის ახსნა, რომ არ მივეკუთვნებოდი მამაკაცების იმ კატეგორიას, ვინც გულს ატკენს. ასეთი მანიაკი ნუ გგონივარ. ხომ შეგპირდი, რომ გულს არასდროს გატკენ. გარედან ვჩანვარ სხვა ადამიანი, სინამდვილეში კი, სულ სხვანაირი ვარ-მეთქი. ხშირად მიწევდა ამის ახსნა. მერე გავიცანი მისი ოჯახი. იმ პერიოდში ეგვიპტეში მივდიოდი და მის ოჯახს ვუთხარი, წავიყვან, გპირდებით, მას გავუფრთხილდები და დავიცავ-მეთქი. რა თქმა უნდა, ამას ოჯახის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მეც ვუთხარი გვანცას, ადექი და პირდაპირ გადმოდი ჩემთან, ერთად ვიცხოვროთ, ოღონდ ჯერ ჯვარს არ დავიწერთ-მეთქი. ეს როგორ, შენ კიდევ არასერიოზული ურთიერთობა გინდა ჩემთანო? მიყვარხარ, შენთან ვაპირებ ცხოვრებას, მაგრამ, სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდები, რომ შენ ხარ ჩემი ცხოვრების ქალი, მანამ ჯვარი არ დავიწეროთ-მეთქი. არ მიყვარს ფორმალობები, დაგეგმვები და ბევრი ფიქრი, მით უმეტეს, როცა საქმე სიყვარულსა და გრძნობებს ეხება. გადმოვიდა გვანცა ჩემთან და წავედით ეგვიპტეში. მერე, ამ საქორწინო მოგზაურობას მოჰყვა უკრაინაში წასვლა. მერე ფეხმძიმედ დარჩა და გაჩნდა ჩვენი ვაჟი – ბუსა.
– გვანცა შენს გვარზე გადმოვიდა. ეს შენი სურვილი იყო თუ მისი?
– ეს მან ხელმოწერის დროს გადაწყვიტა. მე პრეტენზია არ მქონდა. ისედაც ზანგურები გამიჩინა და თვითონაც ზანგურისაა.
– სამი ვაჟი და ერთი გოგონა გყავს. როგორია გოგოს მამობა?
–  რაღაც რთული პერიოდი მქონდა, ბევრს ვსვამდი და ბევრს ვწერდი. წავედით ყაზბეგში, სადაც გვანცას შევპირდი, რომ აღარ დავლევდი. ძალიან ცუდად ვიყავი, ლამის გული გამიჩერდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე და მთელი გზა ცუდ ხასიათზე ვიყავი. რომ ჩამოვედით, იმ საღამოს გვანცა აბაზანიდან გამოვიდა და მითხრა, ფეხმძიმედ ვარო. აღარ ვაპირებდი მეტი შვილის ყოლას, მაგრამ რაღაცნაირად ამ დღეს დავუკავშირე და გაჩნდა ჩემი ცხოვრების საჩუქარი – მარიამი. მე მარიამობას ვარ დაბადებული და მარიამი დავარქვი. ყველამ იცის, რომ მზე და მთვარე ამომდის ბუსაზე, იმიტომ რომ, ყველაზე პატარაა ბიჭებში, მაგრამ გოგო სულ სხვა ყოფილა – სახლში რომ  მივდივარ, ყოველთვის რაღაც მიმაქვს ბავშვებისთვის და მარიამი როგორ არის, იცი? უნდა, რომ აქეთ მცეს პატივი, ხან წყალს მომიტანს, ხან ტანსაცმელს. უნდა, რომ მანაც გამოხატოს მზრუნველობა ჩემ მიმართ. თუ ბუსას ვეტყვი – მაკოცე, მამა. მაკოცებს და გაიქცევა. მარიამი კი, რომ მაკოცებს, კიდევ ბევრჯერ მაკოცებს, ჩამეხუტება. გოგომ სულ სხვანაირად დამანახვა მამობა. ახლა კიდევ უფრო დავაფასე ჩემი ცოლი. მივხვდი, რომ ისიც გოგოა თავის მამისთვის. ყველას ვურჩევ, ვისაც არ ჰყავს ქალიშვილი, „იჩალიჩოს“ და გააჩინოს. ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამიც მქონდა, ვინც გოგოს გამიჩენს, იმასთან ვიქნები სამუდამოდ-მეთქი.
– გოგოს გაჩენამ ხომ არ განაპირობა ჯვრისწერის გადაწყვეტილება?
– არანაირად. ეს გადაწყვეტილება გვანცას და ჩემმა სიყვარულმა, ერთიანობამ განაპირობა. ბევრჯერ დავაპირეთ ჯვრისწერა. სულ ვგეგმავდით, ახლა დავიწეროთ ჯვარი, არა, მერე... ამას დაპატიჟებ, იმას ვერ გამოტოვებ და ასე იწელებოდა. მერე ვუთხარი, მოდი, უბრალოდ, გავიპაროთ სვეტიცხოველში ჩვენ და მეჯვარეები. გავიპარეთ და დავიწერეთ ჯვარი, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე. რობერტ სტურუა იყო ერთ-ერთი მეჯვარე, ორი შვილის ნათლია ისედაც არის. კარგად ვიქეიფეთ და დავიშალეთ. განსაკუთრებული „პირველი ღამეები“ და ასეთი რაღაცეები არ ყოფილა. სვეტიცხოველს დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ერთხელ, ახალდაქორწინებულები ვიყავით და თქვა, ძალიან მინდა, თვითმფრინავის მართვაო. მე სიურპრიზი მოვუწყვე. ძალიან მეშინია ფრენის, მაგრამ ჩავიყვანე ნატახტარში, ვიქირავე თვითმფრინავი და სვეტიცხოვლის თავზე გადავაფრინე. სულ ვუწყობ სიგიჟეებს და სიურპრიზებს – ახლა უფრო, ვიდრე შეყვარებულობისას. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ ამ ხუთი წლის განმვლობაში ერთად. გვანცა ყველასგან განსხვავდება იმით, რომ ძალიან სუფთა ადამიანია. ისეთი სიწმინდეები აქვს, რაც სხვაში არასდროს დამინახავს. ისეთი მიმართულებები აქვს, ისეთ უმნიშვნელო რაღაცეებს აქცევს ყურადღებას, მაოცებს. მას ამას არ ვეუბნები, მაგრამ ყველაფერში თვალდახუჭული ვენდობი. ვიცი, რომ ჩემს ღირსებას ყოველთვის, ყველგან დაიცავს. ერთხელაც არ მოუცია ეჭვიანობის საბაბი. მე აბსოლუტურად განვსხვავდები გარეთ და შიგნით. სახლში სულ სხვა ვარ – შვილებსა და ოჯახზე მზრუნველი. 
 – თვითონ თუ არის ეჭვიანი?
– თვითონ ეჭვიანია და აქვს კიდეც ამის საბაბი. მსახიობი ვარ. არიან ისეთი თავხედები, რომ არც აინტერესებთ არაფერი. გეუბნებიან, მე შენი თაყვანისმცემელი ვარ და რასაც მინდა, იმას მოგწერო. ამას წინათ იყო ერთი გოგო, ვისზეც სერიოზულად იეჭვიანა. ძალიან გადადიან ზღვარს, მაგრამ ასეთი თემები კარგად მაქვს მოგვარებული. ვიცი, რა სწყინს და რა – არა. თვითონაც მეუბნება, რა არ მოსწონს. ვიღაცეების გამო როგორ ავრევ ურთიერთობას. ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემს ოჯახში ხმამაღალი სიტყვა, დაყვირება არ მახსოვს. ჩვენ შორის უთქმელად ხდება ყველაფერი. არც ოჯახის წევრებს ვაძლევთ ჩვენს ურთიერთობაში ჩარევის უფლებას. როგორც მე მინდა, ისე იქნება ყველაფერი. სხვისი აზრი არ მაინტერესებს. ყველას პირდაპირ ავუკრძალე, რომ ჩვენს ურთიერთობაში არ ჩაერიონ – ჩაერევით და დამკარგავთ. ბავშვობიდან იცის ყველამ, რომ ასეთი ჩვევა მქონდა, პირად ცხოვრებაში არავის ვრევდი. არასდროს ყოფილა, მე ცოლი მომყავდა და დედაჩემს ზედმეტად რაიმე ეთქვას და წინააღმდეგობა გაეწია. ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს აზრს. ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, სხვას რა უნდა. როცა არავინ ერევა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, მაშინ ყველაფერი კარგადაა. ცოტა ხანს ლექსების წერასაც კი შევეშვი, პოლიტიკასაც. მინდა, ჩემს პროფესიას მივხედო. ახლა რობერტ სტურუა „ვეფხისტყაოსანს“ დგამს, სადაც ტარიელის როლი უნდა ვითამაშო. მინდა ვთქვა, რომ კარგად ვარ, ჯიგრულად ვარ, ისე, როგორც არასდროს ვყოფილვარ.

скачать dle 11.3