არის თუ არა ქალის გაუთხოვრობა საგვარეულო წყევლის ბრალი და როგორ ხდება ადამიანის ბედში ხელოვნური ჩარევა #45
ნაზი: ადამიანის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ აზრები, რომ უნებურად, არასასურველი რამ არ წამოგცდეთ, რადგან, ბოლოს, ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ. სიტყვა გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს. თუმცა, ძალა არა თავად წარმოთქმულ სიტყვას აქვს, არამედ, იმ ენერგიას, რაც უშუალოდ მას მოჰყვება. რაც უფრო გაბრაზებულია ადამიანი და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტ ენერგეტიკას იძენს ის – მეტი ზემოქმედება შეუძლია სხვა ადამიანზეც და თავად მთქმელზეც. ამას „სიტყვით გათვალვას“ უწოდებენ. დააკვირდით, როცა დაჟინებით გიმახვილებენ ყურადღებას და გეუბნებიან, თბილად ჩაიცვი არ გაცივდეო, სწორედ მაშინ ცივდებით. ფრთხილად, არ გაიჭრა თითი დანის ხმარებისასო და სწორედ მაშინ იჭრით და ასე შემედეგ. ეს სიტყვით გათვალვის შედეგებია. რასაკვირველია, თავად არ უნდოდათ, მაგრამ, ძალიან ემოციურად წარმოთქვამენ სიტყვებს და მათი ნათქვამი წინასწარმეტყველებასავით ხდება. ამ დროს თქვენ თავს ვერ დაიცავთ. უბრალოდ, ვინც თქვენს დაცვას ცდილობს, ასე პირდაპირ კი არ უნდა გაფრთხილებდეთ, არამედ, ჩუმად, გულში უნდა ფიქრობდეს – ნეტავი, არ დაშავდეს, თითი არ გაიჭრას ან არ გაცივდესო.
– ამ დროს იციან თქმა, მითხრა, გამთვალა და აი შედეგიცო...
– ჩუმად ნათქვამი კი არ გაგთვალავთ, დაგიცავთ შესაძლო საფრთხისა და წინაღობებისგან. ასევე, ხშირია, როცა ბედნიერ, წარმატებულ ადამიანს უეცრად ხელი მოეცარება. შემთხვევით არაფერი ხდება, ყველა მოვლენას თავისი კანონზომიერება აქვს და ამის შედეგი, შესაძლოა, სწორედ სხვა ადამიანის ნეგატიური ჩარევა იყოს. ადრე შელოცვა საკმარისი იყო, რომ ნებისმიერი ადამიანის წარმატება თუ უსაფრთხოება დაეცვათ – მოეხსნათ ტკივილი, გათვალვა თუ ავი მზერის ნეგატიური შედეგი. დღეს, შელოცვებს აღარავინ აქცევს ყურადღებას და ეს, ეგრეთ წოდებული, ტრადიცია დაივიწყეს. თუმცა, მაღალმთიან სოფლებში დღესაც არიან ხანში შესული ადამიანები, შელოცვების რიტუალებს რომ ასრულებენ და მათთან საკმაო შორი მანძილიდანაც ჩადის ხალხი გამოსალოცად. ნეგატიური მაგიური ზემოქმედება, ეს არის დაავადებული ენერგია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ ცუდ ცვლილებებს იწვევს. კონკრეტულად, მთლიანად ცვლის ადამიანის ორგანოთა სტრუქტურას, მის ცხოველქმედებას, მასში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს და ხელს უწყობს ავადმყოფობის აღმოცენებას. არსებობს ნეგატიური, მაგიური ზემოქმედებების სხვადასხვა ფორმა. ზოგადად კი, ნეგატიური ზემოქმედება, ჩვენს დროში ძალიან აქტუალურია ჯადოთი, სასიყვარულო ზომბირებით, გათვალვით, აურის დაბინძურებით და ასე შემდეგ.
– იქნებ გაგვარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე და შეგვიქმნათ რეალური წარმოდგენა იმაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ?
– ნებისმიერი ენერგოინფორმაციული ზემოქმედება, რომელიც ადამიანზე მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხორციელდება, ზიანს აყენებს მას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენ გარშემო დიდი ენერგია და ინფორმაცია მოძრაობს. ჩვენ ირგვლივ განსხვებული ადამიანები არიან, სხვადასხვა ვიბრაციის ენერგიით, სხვადასხვა აზრითა და ზრახვებით. უარყოფითი ენერგია, როგორც წესი, უფრო მეტია, ვიდრე პოზიტიური. განსაკუთრებით, ამ ვიბრაციების სიხშირე მოქმედებს მათზე, ვინც იძულებულია, ურთიერთობა ჰქონდეს სხვადასხვა ადამიანებთან. მაგალითად, ყველაზე აქტუალური შემთხვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც უამრავი ენერგოინფორმაცია იყრის თავს. ნეგატიური ენერგია შეგვიძლია, შევადაროთ ვირუსს ან ბაქტერიას. ისინი გარშემო დიდი როდენობითაა, იფანტებიან და ლოკალიზდებიან. ყველას არ ეყრება ვირუსი, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ადვილად ხდება მათი მსხვერპლი. ფიზიკურ სხეულს იცავს იმუნიტეტი და ადამიანს აქვს ენერგეტიკული სხეული – ნატიფი სხეულები, რომლებსაც ასევე აქვს თავისი დამცავი ფუნქციები. მედიკოსების წყალობით, ვიცით იმუნიტეტის შესახებ და შეგვიძლია მასზე ზრუნვა. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ცოტამ თუ იცის ენერგეტიკული „იმუნიტეტის“ შესახებ. არსებობენ ადამიანები სუსტი ენერგეტიკით, რომლთა ენერგეტიკული სხეულები არ ასრულებენ შესაბამის დამცავ ფუნქციებს. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ცხოვრობენ სამყაროს წინააღმდეგ – არ ასრულებენ ცხოვრებისეულ მისიებს, ან აქვთ ძალიან მძიმე კარმული სიტუაცია. ასე ისინი ადვილად ხდებინ ნეგატიური გზავნილების მსხვერპლნი. საკმარისია, ვიღაცამ უარყოფითად შეხედოს ან თავის ავადმყოფობაზე მოუყვეს, რომ მაშინვე ავად გახდება. ასევე, არსებობენ ეგოისტი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აქვთ უფლება, გავლენა მოახდინონ სხვებზე, ჩაერიონ მათ თავისუფალ ნებაში. არც ჯადოზე და სასიყვარულო ზომბირებაზე ამბობენ უარს და არც ისეთ ეშმაკისეულ რიტუალებზე, რომელიც ადამიანს ანგრევს. ჯადო კი შეიძლება, გაკეთდეს ჯანმრთელობის დასაზიანებლად, სიღარიბეზე, მარტოობაზე, სიკვდილზე, მუდმივ პრობლემებზე საქმეებში, უშვილობაზე და ასე შემდეგ.
– და როგორ მივხვდეთ ამას?
– ჯადოს ნიშნები, უპირველესად, ისაა, რომ ცხოვრებაში მკვეთრად შეიცვლება ყველაფერი, დაიწყება პრობლემები, ჩნდება მოულოდნელი ავადმყოფობა, რომელიც ძალიან რთულად იკურნება ან ვერ სვამენ დიაგნოზს. პრობლემები, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის ჯადოს ან წყევლის ბრალი. გათვალვა შედარებით მსუბუქი ზემოქმედებაა, ხშირად, გაუაზრებელი ენერგოინფორმაციული გზავნილი. მაგრამ ძლიერი უარყოფითი ენერგიის მატარებელი. თვალის ზემოქმედებით შეიძლება, გამოვლინდეს ჯანმრთელობის პრობლემები მსუბუქ ფორმებში – თავის ტკივილი, მოთენთილობა. იზრდება ხიფათის რისკი, დაბნეულობა. ამის გამო, შეიძლება, ფული დაკარგოთ, ან ტელეფონი გატეხოთ და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის გათვალვის ბრალი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ასე ხდება. აი, რაც შეეხება ზომბირებას, ის მიზნად ისახავს, დაიმორჩილოს ადამიანი და აღკვეთოს მისი თავისუფალი ნება. ყველა მისი ფორმა მიეკუთვნება შავ მაგიას. თუ გრძნობთ, რომ გიზიდავთ ვინმე და იმავდროულად, არ გსურთ მასთან; თუ გრძნობთ, რომ ხართ დამოკიდებული, გინდათ დაშორდეთ, მაგრამ ვერ ახერხებთ; დიდი შანსია, ის თქვენს ბედში ხელოვნური ჩარევის ბრალი იყოს.
– ბევრს ლაპარაკობენ საგვარეულო წყევლაზეც. ეს რა ფენომენია?
– საგვარეულო წყევლა წარმოიქმნება მაშინ, როცა გვარს მიზანმიმართულად დააპროგრამებენ ნეგატიური გზავნილით, ანუ დაწყევლიან. ამის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ გვარში ყველა ქალი გაუთხოვარი რჩება, ან ერთსა და იმავე ასაკში ენგრევათ ოჯახი. ეს შეიძლება, იყოს როგორც წყევლის, ასევე კარმის ბრალი. წარმოიდგინეთ, ქალი, რომელიც ქმარმა მიატოვა და დარჩა ქალიშვილი, რომელსაც ზრდის. ის ყოველდღე იმეორებს, რომ „ყველა კაცი ერთნაირია, მათი ნდობა არ შეიძლება, ყველა მოღალატეა” და ასე შემდეგ. ამით, ის ყოველდღე აპროგრამებს შვილის ცნობიერს და ქვეცნობიერს, რომელიც დროსთან ერთად, უფრო ძლიერდება და ძლიერდება. თუ ეს გოგონა გათხოვდება, ეს პროგრამა ქვეცნობიერში მაინც ექნება და მომავალ თაობებსაც იგივე კარმულ პროგრამას გადასცემს. საგვარეულო წყევლას ახასიათებს ციკლური, განმეორებითი პრობლემების წარმოქმნა ოჯახში. მაგალითად, საგვარეულოში ყველა კვდება გარკვეული ასაკის მიღწევისას, ერთნაირი ან მსგავსი დაავადებით. ყველას უკვდება პირველი ქმარი, რაღაც ასაკში ეწყებათ ერთნაირი პრობლემები წინაპრებს და შთამომავალს და ასე შემდეგ.