კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდა მათემატიკაში გურამ ფირცხალავამ #45

ცნობილი მსახიობი გურამ ფირცხალავა ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მათემატიკა არასდროს მეპიტნავებოდა და ამ საგანში ყოველთვის მოვიკოჭლებდი. მოუსვენარი ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მათემატიკის გაკვეთილებზე კარგად ვიქცეოდი. მასწავლებლები სამიანს არ მამადლიდნენ და კლასიდან კლასში გადავყავდით. მეათე კლასში კი მათემატიკის მასწავლებლად ცნობილი ნოე ტაბაღუა დაგვინიშნეს. მასთან ჩაწყობა „არმოსული პონტი“ იყო. გინდა სულ გასუსული მჯდარიყავი მის გაკვეთილზე, გინდა ყირაზე გადასულიყავი, ბოდიში და, ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. იცოდი? – ხუთიანს დაგიწერდა, არა და – ნულიანს. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს გაკვეთილებზე სანიმუშო დისციპლინით გამოვირჩეოდი, ჟურნალი სულ ნულიანებით მქონდა გატენილი. ჩემი ძმაკაცი და თანაკლასელი გივი ჯახუა კი რას არ სჩადიოდა მათემატიკის გაკვეთილებზე – ყვიროდა, აბრახუნებდა, მღეროდა და ასე შემდეგ, მაგრამ მათემატიკა წყალივით იცოდა და სულ ხუთიანები ჰყავდა. მე და გივი საზღვაო სასწავლებელში ვაპირებდით ჩაბარებას. მსახიობობაზე სკოლაში არც კი მიფიქრია და „სამარეხოდკოდ“ (საზღვაო სასწავლებელი) საგანგებოდ ვემზადებოდით სპეციალურ დისციპლინებში.
გამოსაშვები გამოცდების დრო რომ მოვიდა, ყველა საგანი ჩავაბარე და ბოლოს მათემატიკა მქონდა დარჩენილი. უიმედოდ ვიყავი, რადგან ვიცოდი, ვერ ჩავაბარებდი და ვერც გადავიწერდი. ნოე არავის აკარნახებინებდა და ჩავფლავდებოდი. ატესტატიც გვერდზე დამრჩებოდა და „მარეხოდკაც“... ერთი სიტყვით, ყურებჩამოყრილი ვიყავი. ამ დროს გივი ჯახუას გონება გაუნათდა და მითხრა:
– ნუ გეშინია, გურამ, მოვიფიქრე შენი საშველი და გადარჩიო.
– როგორ-მეთქი?
– როგორ და, ჩვენ ხომ მორზეს ანბანი ვიცით? ჰოდა დაფასთან რომ გამოგიყვანს ნოე, კაკუნს დავიწყებ, ამგვარად გიკარნახებ და ჩააბარებო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მათემატიკის გამოცდაზე რომ ჩემი ჯერი დადგა, გივიმ კაკუნი დაიწყო... ის აკაკუნებს, მე ვწერ... ერთი სიტყვით, ყველაფერი სწორად დავწერე და ნოემ რომ დაფას შეხედა და შეფასება უნდა ეთქვა, უცებ მაგიდაზე ამოაკაკუნა – ნულიანი...
ნოე ტაბაღუა ძველი მეზღვაური ყოფილა, მორზეს ანბანი სცოდნია, ფანდს მიგვიხვდა და უკვე ყურაბჩამოყრილი გავდიოდი გამოცდიდან, უკან რომ მიმაბრუნა და „კოჭლი“ სამიანიც გამატანა თან...“

скачать dle 11.3