ბრძნული აზრები
ვოლტერი: ის, ვინც იცნობს ადამიანებს, ჭკვიანია; ვინც თავის თავს იცნობს – გამჭრიახი.
ტულიუსი: თითოეულ დღეს ყოველთვის ისე უნდა უყუროთ, როგორც პატარა ცხოვრებას.
ცვაიგი: ღმერთი მწერალია. ჩვენ კი – ერთდროულად გმირები და მკითხველები.
კონეტი: ვისაც არ სწამს ღმერთის, ის ყველა დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს.
სენეკა: ყველაზე ცუდი გაფუჭებული კარგია.
ჰაინე: სიკეთე, ეს არის ენა, რომელზედაც შეიძლება ილაპარაკოს მუნჯმა და რომელიც ყრუსაც ესმის.
რასელი: ჩვენ არ ვართ მარტოები სამყაროში, სამყარო სავსეა მარტოსულებით.
ლონდონი: ბოროტების შემწყნარებლობა იგივეა, რაც გულგრილი იყო სიკეთის მიმართ.
პლუტარქე: ზედმეტად დამდაბლება სხვა არაფერია, თუ არა უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ. ამაღლდე საკუთარ თავზე – სიბრძნეა.
ციცერონი: იდეები მაშინ იქცევა ძალად, როდესაც მასებს მოიცავს.
რენანი: ისტორიკოსის ტალანტი მდგომარეობს იმაში, რომ შექმნას ჭეშმარიტი და მთელი იმ ნაწილებისგან, რომელთაგან მხოლოდ ნახევარია მართალი.
მონტენი: სამართლიანობა ისევე აუცილებელი პროდუქტია სიცოცხლისთვის, როგორც პური.
კლემანსო: ჭეშმარიტი მეგობრების გარეშე ადამიანი ჭეშმარიტად მარტოსულია.
ნიცშე: ჭეშმარიტება უზარმაზარი ჩირაღდანია, რომელსაც გვინდა, რომ გავუსწროთ, რათა არ დავიწვათ.
გოეთე: მომავალი აწმყოა, მომავალი წარსულია და მას ჩვენ ვქმნით. ამიტომ, თუ ის ცუდია, დამნაშავეები ჩვენვე ვართ.
საადი: სუფთა სინდისი – ეს ერთადერთი რელიგიაა.
ბეკონი: მომწიფება – ეს იმ ასაკში შესვლაა, როდესაც ადამიანი კარგავს თმას, კბილებს და... ილუზიებს.
ჰიუგო: ქალები უარს საღამოს ამბობენ და ჰპირდებიან დილით. კაცები – პირიქით.
ჰეგელი: ქალი ეჭვიანობს მხოლოდ იმიტომ, რომ იცის, რაზე არიან წამსვლელი სხვა ქალები.