კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიცავს თუ არა ყველი ნარკოტიკულ საშუალებას და განაპირობებს თუ არა ეს ყველზე დამოკიდებულებას #45

ყველი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. როგორც მკვლევარები ამბობენ, მისი წარმოება ჯერ კიდევ 9000 წლის წინ დაიწყეს. მათივე მტკიცებით, პირველად ყველი ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდა. მომთაბარეებს ცხენის რძე რომ შეენახათ, აჭრიდნენ ხოლმე და მზეზე აშრობდნენ. ასევე, მისი დაგემოვნების საშუალება ჰომეროსსა და ეგვიპტის ფარაონებსაც კი ჰქონდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველზე არაერთი საინტერესო ისტორია და ფაქტი არსებობს. თუმცა ბოლოდრონდელმა კვლევამ ყველას ყურადღება მიიპყრო. როგორც მკვლევარები ამბობენ, ყველის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება უყალიბდება ადამიანს, როგორც ნარკოტიკული საშუალებების მიმართ. თუმცა, ნარკოტიკისგან განსხვავებით, ყველი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ამ პროდუქტის გარეშე და არის თუ არა ეს მათი ორგანიზმისთვის საშიში, ამ თემასთან დაკავშირებით, დიეტოლოგ მედეა აბაშიძეს ვესაუბრეთ.
–  ამბობენ, რომ ადამიანი ყველზე დამოკიდებული ხდება. რა განაპირობებს ამას?
–  დიახ, ყველი მასზე დამოკიდებულებას იწვევს და ხშირად, ყველზე დამოკიდებული ადამიანები მას მიირთმევენ ნებისმიერ პროდუქტთან. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც ყველი უყვარს, შეიძლება ის ხაჭაპურთან ერთადაც კი მიირთვას. რა იწვევს მასზე დამოკიდებულებას? ამის პასუხი არის კაზომორფინი, პროტეინის ფრაგმენტი, რომელიც მიიღება რძის ცილის, კაზეინის გადამუშავების შედეგად. კაზომორფინს გააჩნია ოპიოიდის (სინთეტური ნარკოტიკული პრეპარატი) ეფექტი. ოპიოიდი ერთ-ერთი უძველესი ნარკოტიკული საშუალებაა. მასზე დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს როგორც თანდათანობით, ასევე  უეცრად. მისი მიღებისას ადამიანი ეიფორიაშია.
–  მართალია, რომ რძის პროდუქტები ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს?
–  დავუბრუნდეთ ოპიოიდის ეფექტს. როდესაც რძე ყველად გადაიქცევა, სითხეში არსებული ცხიმი და კაზეინი მყარ მდგომარეობაში გადადის. ასე რომ, კონცენტრირებულ რძის პროდუქტებს, მაგალითად, ყველს, ნარკოტიკული საშუალებების მაღალი შემცველობა აქვს, მორფინისაც კი. თუმცა, ეს არ არის საშიში. რძის პროდუქტები ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.  თქვენ შეიძლება, გაგიკვირდეთ, რა ევოლუციური საფუძვლები შეიძლება ჰქონდეს ნარკოტიკებს ძუძუმწოვრების რძეში? დოქტორი  ნილ ბერნარდი, მკვლევარი და „ფიზიკური მედიცინის კომიტეტის“ პასუხისმგებელი პირი, ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის: „ნარკოტიკული საშუალებები, რაც დედის რძეშია, დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ახალშობილზე და შეიძლება ითქვას, სწორედ ეს არის ბავშვის დედაზე დამოკიდებულების ერთ-ერთი, განმსაზღვრელი ფაქტორი. ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებს ყოველთვის აქვს ფიზიკური საფუძველი. მოგვწონს თუ არა, დედის რძეს აქვს ნარკოტიკისებური გავლენა ახალშობილის ტვინზე. ჰეროინისა და კოდეინის მსგავსად, კაზომორფინიც ანელებს კუჭის მოქმედებას, ამიტომაცაა, რომ ყველის მოყვარულები ხშირად უჩივიან შეკრულობას.
–  რძის პროდუქტების მიმართ ალერგიულ დამოკიდებულებას კაზეინი განაპირობებს?
–  ოპიოიდი სხვადასხვაგვარად მოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე და ყველას სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვს მასზე. რაც შეეხება კაზეინს, როცა ის შეიწოვება, ორგანიზმში გარდაიქმნება პეპტიდად და მოქმედებს, როგორც ჰისტამინი (ალერგიული რეაქციების ხელშემწყობი ნივთიერება), სწორედ ესაა მიზეზი, რომ მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ალერგიულია რძის პროდუქტების მიმართ. კაზეინი მტკივნეული თემაა ვეგეტარიანელებისთვის, რადგან ისინი ვერ იღებენ მას რძის პროდუქტებისგან. არსებობს ვეგეტარიანული რძის პროდუქტებიც, თუმცა არ ღირს თავის მოტყუება, მათში ძირითადად, არ არის ეს ნივთიერება.

скачать dle 11.3