კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიკელით ორ კვირაში 7-დან 10 კილოგრამამდე, შიმშილის გარეშე

რთულია, საყვარელ საკვებზე ან დესერტზე უარის თქმა, თუმცა, არასასურველი წონა გაცილებით მეტ პრობლემებს გვიქმნის. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ზედმეტი კილოგრამების გამო ტანსაცმლის მორგება გვიჭირს, ის ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად აისახება.
გთავაზობთ მარტივად შესასრულებელ, ორკვირიან დიეტას, რომლის წყალობითაც 7-დან 10 კილოგრამამდე ზედმეტ წონას დაიკლებთ. დიეტის დაწყების წინა დღეს აუცილებელია ორგანიზმის განტვირთვა – დალიეთ მხოლოდ გამოხდილი წყალი და ჭამეთ ვაშლი მთელი დღის განმავლობაში.
პირველი დღე: 2 ჭიქა მოხარშული წიწიბურა, მაწონთან ერთად.
მეორე დღე: იგივე, ანუ 2 ჭიქა მოხარშული წიწიბურა, მაწონთან ერთდ.
მესამე დღე: ერთმანეთში არეული 1 ქილა მაწონი და 1 კოვზი ხსნადი ყავა.
მეოთხე დღე: იგივე, ანუ 1 ქილა ყავიანი მაწონი.
მეხუთე დღე: ჰერკულესი და ვაშლი – რამდენიც გნებავთ.
მეექვსე დღე: დილით – ჰერკულესი, შუადღეს – წიწიბურა, ნახევარ ჭიქა მაწონთან ერთად.
მეშვიდე დღე: 1 ქილა ყავიანი მაწონი.
მერვე დღე: დღის განმავლობაში 6 ცალი მოხარშული სოსისი.
მეცხრე დღე: დილით – ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, შუადღეს – 200 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, საღამოს – ერთი ჭიქა მაწონი.
მეათე დღე: დილით – ჰერკულესი, შუადღეს – 2 ცალი სოსისი, საღამოს – 1 ჭიქა მაწონი.
მეთერთმეტე დღე: იგივე, ანუ ჰერკულესი, სოსისი და მაწონი.
მეთორმეტე დღე: 1 ქილა ყავიანი მაწონი ან 2 ლიტრი გამოხდილი წყალი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დაცვის დროს აუცილებელია დღეში მინიმუმ 2 ჭიქა უშაქრო, მწვანე ჩაის სმა. ასევე, მიიღეთ ბევრი სითხე.
თუ ზემოთ მოყვანილ დიეტას ზუსტად დაიცავთ და შეეცდებით, არ მიირთვათ დილის 12 საათამდე და 6-ის მერე, ამ 12 დღის განმავლობაში, მარტივად და შიმშილის გარეშე, დაიკლებთ 7-დან 10 კილოგრამამდე.

скачать dle 11.3