კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები #45

ქმარმა ბავშვობის დაქალთან მიღალატა
ყოველთვის ვოცნებობდი, მშვიდი, მყუდრო და მოსიყვარულე ოჯახი მქონოდა და ასეც იყო რვა წლის განმავლობაში, სანამ ქმარს ჩემი ბავშვობის დაქალი არ გავაცანი. ეკა უცხოეთში იყო სამუშაოდ წასული და არც ქორწილში ყოფილა და არც ჩემს ქმარს იცნობდა. რომ ჩამოვიდა, ოჯახში დავპატიჟე, სუფრა გავუშალე, ჩემთან დავტოვე და  მთელი ღამე ჭორაობაში გავატარეთ. ჩემს შვილებსა და ქმარზე გადაირია. რა კარგები არიან, როგორ გაგიმართლაო. მეგონა, გულით უხაროდა ჩემი ბედნიერება, მაგრამ შევცდი. მოკლედ, ეკა ჩვენთან ხშირად მოდიოდა და ვანოც, ჩემი ქმარიც, ძალიან თბილად და შინაურულად ექცეოდა. თუმცა, ცუდს და ღალატს როგორ გავივლებდი გულში? ერთ დღესაც, ეკა ისევ გვესტუმრა. ბავშვი უნდა წამეყვანა ცეკვაზე და ვანოს ვთხოვე, ეკას ყურადღება მიაქციე, არ მოიწყინოს და ჩვენც მალე, ასე, საათ-ნახევარში, დავბრუნდებით. ნინისაც გამოვუვლი სკოლაში და მე მოვიყვან-მეთქი. ჩავაცვი ბავშვს და წავედით. რომ მივედით სტუდიაში, აღმოჩნდა, მასწავლებელს მაღალი სიცხე ჰქონია, ვირუსი შეყრია და გაკვეთილი გააცდინა. მე და ლიზიკო უკან, სახლში მალევე დავბრუნდით. ზარი აღარ დავრეკე და კარი ჩემი გასაღებით გავაღე. მისაღებ ოთახში რომ შევედი, თვალებს არ დავუჯერე – ვანო და ეკა დივანზე იწვნენ და ერთ ამბავში იყვნენ. ისე გამეყინა სხეული, ვიფიქრე, აქვე დავეცემი-მეთქი. მაგრამ, თავი ხელში ავიყვანე, ცივად მოვტრიალდი და სამზარეულოში გავედი. ლიზიკოსაც დავუძახე, არ მინდოდა, ბავშვს ენახა, რაც მისაღებ ოთახში ხდებოდა. ცოტა ხანში ვანოც გამოვიდა, დარცხვენილი, გაწითლებული და მთხოვდა, მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, ისე გამომწვევად იქცეოდაო. ამასობაში, ეკამ ჩაიცვა და წავიდა. მთელი ღამე ტირილსა და იმის ფიქრში გავატარე, რა მექნა – მეპატიებინა თუ არა ქმრისთვის ბავშვობის დაქალთან ღალატი. როგორც კი გათენდა, ეკას დავურეკე. მინდოდა, გამერკვია, რატომ დასჭირდა, მაინცდამაინც ჩემს ქმართან დაწოლა და ჩემი ოჯახის დანგრევა. არ აიღო ყურმილი. ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა. ვანოც შემძულდა და ზუსტად მივხვდი, მასთან ვეღარ ვიცხოვრებდი. ჩავულაგე თავისი ნივთები, ტანსაცმელი და კამათისა და გარჩევების გარეშე, სახლიდან გავუშვი. მეგონა,  მშობლების სახლში გადასული დაფიქრდებოდა, მიხვდებოდა, რაც ჩაიდინა, მაგრამ შევცდი. დღეს ვანო და ეკა ერთად ცხოვრობენ. შვილიც ჰყავთ და საერთოდ არ აინტერესებთ ჩემი და ჩემი შვილების ბედი. მხოლოდ ერთხელ დამირეკა ვანომ და მითხრა: ბინა ხომ ჩემია? ჰოდა, ვუტოვებ ჩემს შვილებს, მეტი რაღა გინდაო. თურმე, მხოლოდ ბინა და ჭერია მთავარი და ის სიყვარული, რასაც ოჯახური თანაცხოვრება, მამობა და ქმრობა ჰქვია – მეორეხარისხოვანი. რაც დრო გადის, ვხვდები, ქალმა ბევრიც რომ მოინდომოს, თუ კაცს არ უნდა, უკადრებელს არ იკადრებს. ამიტომაც, ეკაზე კი არა, ვანოზე მწყდება გული. ასე როგორ გაწირა მოსიყვარულე და თბილი ოჯახი და ცოლის დაქალს გაეკიდა. სამწუხაროდ, ცხოვრება ისეთ ხაფანგებს გვიგებს, ხშირად მასში ჩვენივე ნებით ვებმებით.
ხატია 33 წლის.

скачать dle 11.3