კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის იყიდა „ჩეკამ“, ბერიას საიდუმლო განკარგულებით, 2-კარატიანი ბრილიანტისთვლიანი საყურეები

ლავრენტი ბერიას მრავალ დანაშაულში სდებდნენ ბრალს. მათ შორის ნაციონალიზმში და „მეგრულ ნაციონალიზმშიც“ კი... პროფესორი ანტონ ვარფოლომეევი წერს: „ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლოს მეოთხე სხდომაზე იმ პერიოდის გენერალურმა პროკურორმა, მთავარმა ბრალმდებელმა და ბერიას ჯალათმა რომან რუდენკომ სასამართლოს ვინმე ასთამურ სალია წარუდგინა და მოსამართლეებს რიხიანად განუცხადა, რომ სალია ჯალათ ბერიას ნაციონალიზმის, უფრო სწორად კი (დააზუსტა რუდენკომ), ბერიას მეგრული ნაციონალიზმის მსხვერპლი იყო... გუდაუთის მკვიდრმა სალიამ კი სასამარლოზე განაცხადა, რომ 1929 წელს საქართველოს „ჩეკას“ უფროსმა, სახალხო კომისარმა, ბერიამ, გუდაუთაში მცხოვრები სალიების საგვარეულო (57 ადამიანი) ერთ ღამეში დააპატიმრა და რომ მათ შორის შვიდი ადამიანი დახვრიტეს, დანარჩენები კი სხვადასხვა ვადით საპყრობილეებში ჩასვეს. სალიას თქმით, ამის მიზეზი სალიების აფხაზობა იყო და მეტი არაფერი და რომ თითქოს „მეგრელი“ ბერია თანაბრად ებრძოდა როგორც აფხაზებს, ასევე ქართველებსაც...
ასთამურ სალია, სინამდვილეში, მხოლოდ სანახევროდ იყო აფხაზი (დედის მხრიდან – შამბა), ხოლო სალიები კი ქართველები არიან, კუთხურად – მეგრელები და რომან რუდენკო აშკარად ცრუობდა, როდესაც ამას ამბობდა. ნარკომოვაჭრე და კონტრაბანდისტი ასთამურ სალია კი ბრალდების მხარემ აიძულა, რომ მსგავსი სისულელეები ელაპარაკა, რაც მათი აზრით, ბერიას ბრალს ერთიორად დაამძიმებდა და იმ დაუნდობელი ურჩხულის როლს მოერგებოდა, რომელსაც მას სასამართლო უმზადებდა... სინამდვილეში კი, დაპატიმრებული 57 სალიას საქმე მაშინდელმა საქართველოს „ჩეკამ“ ობიექტურად და პატიოსნად, ყოველგვარი ტენდენციურობის გარეშე გამოიძია და განაჩენიც შესაფერისი დადგა... სალიების კლანი აფხაზეთის ქალაქ გუდაუთაში ცხოვორობდნენ, კანაფის (მარიხუანა) მოყვანა-გაყიდვითა და საზღვაო კონტრაბანდით იყვნენ დაკავებულები. იმ პერიოდში კანაფის მოყვანა კანონით არ ისჯებოდა, რადგან საბაწრე მასალად გამოიყენებოდა და კოლმეურნეები მას სახელმწიფოს აბარებდნენ. ხოლო ნარკოტიკული ბალახის გაყიდვისთვის კი კანონი მინიმალურ ჯარიმას ითვალისწინებდა. მართალია, კონტრაბანდისტობა საკმაოდ მკაცრად, სიკვდილითაც კი ისჯებოდა, მაგრამ სალიებს გუდაუთასა და მთელ აფხაზეთში ფართო კავშირები ჰქონდათ. მრავალ თანამდებობაზე მათი კლანის წევრები მუშაობდნენ და მფარველობდნენ მათ. ხოლო დანარჩენები კი მოსყიდული და შეშინებულები ჰყავდათ. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა და ბურთიცა და მოედანიც მათ ხელში იყო... სალიების შესახებ ბერიამ ჯერ კიდევ „ოგეპეუს“ („ჩეკას“ პოლიტიკური სამმართველო) უფროსობის დროს იცოდა. თუმცა, ხელი არ მიუწვდებოდა მათზე და, როგორც ეტყობა, დროზე ადრე არც უნდოდა კარტების გახსნა... ხოლო, როგორც კი „ჩეკას“ უფროსი გახდა, მაშინვე გოგლიძეს დაავალა ამ საქმის ობიექტურად გარკვევა და „ჩეკაც“ ამოქმედდა... პირადად ბერიას, გოგლიძისა და ბოგდან ქობულოვის მიერ შემუშავებული ოპერაცია „ობობას ქსელის“ შედეგად მხილებულ იქნა კრიმინალურ-ტერორისტულ-კონტრაბანდისტული ქსელი (ასეთი ფორმულირებაა ოფიციალურ დოკუმენტებში), რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა და მშრომელებს მნიშვნელოვან მორალურ-ფსიქოლოგიურ და სახელმწიფოს კი მატერიალურ ზიანს აყენებდა. 57 სალიას გარდა, „ობობას ქსელში“ სხვა გვარისა და ეროვნების ადამიანებიც მოყვნენ (სულ 89 დაპატიმრებული). ამ საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია და სახელმწიფოს 1 მილიონ 320 ათასი მანეთი დაუბრუნდა, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო... სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ჯგუფების შემადგენლობის 75 პროცენტი კუთხით მეგრელებით იყო დაკომპლექტებული. ეგრეთ წოდებული, „სალიების საქმეში“ და ბერიას სასამართლოზე გამოსული ასთამურ სალია სწორედ აქედან „ასკვნიდა“ (რა თქმა უნდა, რუდენკოს დავალებით), რომ ბერია მეგრელებით ანაცვლებდა აფხაზებს... თავად ცრუ სასამართლოს ცრუმოწმე ასთამურ სალია ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდიდა სასჯელს. ეს მუხლი უკვე ძიების პროცესში შეიცვალა საქართველოში ბერიას დაჟინებული მოთხოვნით და მხოლოდ მოგვიანებით შეცვალეს ის სხვა რესპუბლიკებმა, ბოლოს კი საკავშირო კოდექსშიც შეიტანეს...
სხვათა შორის, „ჩეკას“ უფროსობისას, განსაკუთრებით კი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნობის პერიოდში, ლავრენტი ბერიას პირადი ინიციატივის საფუძველზე საგრძნობლად დაიხვეწა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი და მასში შესწორებები შევიდა. გამოეცხადა ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულს, ხოლო მცირეწლოვანთა გასამართლების ასაკმა 18 წლამდე აიწია. მოეხსნათ პასუხისმგებლობა ისეთი დანაშაულისთვის გასამართლებულებს, როგორიც იყო საჭმლის ქურდობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოდექსში შემოიღეს, ეგრეთ წოდებული, „პროსტიტუციის მუხლი“ და ეს საქმე დანაშაულად ითვლებოდა. სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქი მეძავებისგან გაიწმინდა... ბერიასვე ინიციატივით, თბილისში შეიქმნა კან-ვენეროლოგიური დისპანსერი, რომელშიც დაავადებულ მეძავებს ათავსებდნენ და საფუძვლიანად მკურნალობდნენ. ბერიასვე ინიციატივით, გაიშალა ფართო პროპაგანდა „მორალურად სუფთა ცხოვრებისთვის“ და პრიორიტეტად იქცა ქართულ ტრადიციებზე დამყარებული ოჯახის კულტი... იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ვენეროლოგიური და სხვა ეპიდემიები მძვინვარებდა, საქართველოში ასეთი რამ არ ხდებოდა. ბერიასვე ინიციატივით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატში შეიქმნა ეპიდემიებთან მებრძოლი განყოფილება, რომელშიც კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობდნენ შეიქმნა სანეპიდსადგური და თბილისში მავნებელ მღრღნელთა (ვირთხები) რიცხვი ათჯერ შემცირდა. ქუჩებში გამოჩნდა ნაგვის ურნები, ფანტანები – სასმელი წყლისთვის და 1931 წელს საქართველოს დედაქალაქი მოკირწყლული სუფთა მეგაპოლისი გახდა... თბილისის პარალელურად, განვითარდა საქართველოს როგორც საზღვაო, ასევე სამთო კურორტები. ბაკურიანსა და აბასთუმანში აშენდა პანსიონატები და იქ არა მხოლოდ ადგილობრივები ისვენებდნენ, არამედ საბჭოეთის სხვა კუთხეებიდან ჩამოსული ადამიანებიც. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ბერიას მმართველობის პერიოდში ის იყო, რომ საქართველომ მიიღო მომსახურებისა და მომარაგების უმაღლესი კატეგორია და ეს რესპუბლიკა დეფიციტური საქონლითა და დანადგარ-მოწყობილობებით მარაგდებოდა. ასეთი პატივი კი საქართველოს იმიტომ ერგო, რომ ეს რესპუბლიკა საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტთა სიაში შევიდა და ეს ყოველივე ბერიას დიდი ძალისხმევით განხორციელდა. 1933 წელს საქართველოს სახელგანთქმული „პროლეტარიატის მწერალი“ მაქსიმ გორკი ეწვია. გორკიმ 14 დღე აბასთუმნის სამთო კურორტზე გაატარა, რადგან ტუბერკულოზით იყო დაავადებული და ის საქართველოში ბერიასვე „ხრიკებით“ ჩამოვიდა... მოგვიანებით, ბოგდან ქობულოვი იხსენებდა: „სწორედ  ლავრენტი პავლოვიჩის იდეა იყო გორკის საქართველოში ჩამოყვანა სამკურნალოდ. მან ამ საქმის მოგვარება მე დამავალა. მე კი, გორკის მკურნალი ექიმის, კომარსკის მეუღლეს, ვალენტინას დავუკავშირდი და სწორედ მისი მეშვეობით ურჩია კომარსკიმ გორკის საქართველოში ორკვირიანი მკურნალობა. ვალენტინას ამ სამსახურისთვის 2-კარატიანი ბრილიანტისთვლიანი საყურეები ერგო. ეს ძვირფასეულობა კი პირადად ბერიას საიდუმლო განკარგულებით შეიძინა „ჩეკამ“...
გორკის საქართველოში ვიზიტს ამ რესპუბლიკისთვის დიდი სარეკლამო მნიშვნელობა ჰქონდა. „პროლეტარიატის მწერალს“ ქართველებმა ზღაპრული მასპინძლობა გაუწიეს. მან კი მოსკოვში დაბრუნებისთანავე გაზეთ „პრავდაში“ ორგვერდიანი სტატია გამოაქვეყნა და ისე ლამაზად და მხატვრულად აღწერა ყველაფერი, რომ ამ ქვეყნით უცხოელი დიპლომატებიც დაინტერესდნენ... 1932 წლის სექტემბერში, სწორედ ბერიას ამ თანამიმდევრული ძალისხმევის შედეგად, თბილისში დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა; ბათუმში კი, თურქეთის საკონსულო გაიხსნა.
არის თუ არა სამშობლოზე ზრუნვა უკიდურესი და თანაც, კუთხური ნაციონალიზმი, ღმერთმა განსაჯოს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს აყვავებაში, 30-იან წლებში, ბერიას ლომის წილი მიუძღვის.“

скачать dle 11.3